One Direction
One Direction არის ბრიტანული ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2010 წელს X Factor (UK)-ის მიმდინარეობისას. ჯგუფის წევრები: ჰარი სტაილსი (Harry Styles), ლიამ პეინი (Liam Payne), ზეინ მალიკი (Zayn Malik), ნაილ ჰორანი (Niall Horan) და ლუის ტომლინსონი (Louis Tomlinson) თავდაპირველად ცალკ-ცალკე გამოდიოდნენ X factor-ში, თუმცა, მოგვიანებით ჟიურის წევრების: ნიკოლ შერზინგერის, საიმონ კოუელის და ლუის ჰორშის გადაწყვეტილებით მათგან შეიქმნა ჯგუფი.
ბოიბენდი, რომელიც ამ მომენტისთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერ გოგონებში, შედგება 5 ბიჭისგან. ისინი უკვე ყველასთვის ნაცნობი ჰარი სტაილსი, ლუის ტომილსონი, ლიამ პეინი, ზაინ მალიკი და ნიალ ჰორანი არიან.
ბილეთების გაყიდვების საიტი Viagogo.co.uk აქვეყნებს სიას ყველაზე გაყიდვადი ბილეთებისა სადაც პირველი ადგილი უჭირავს ჯგუფს სახელწოდებით One Direction ხოლო მეორე და მესამე ადგილზე არიან Coldplay, The Rolling Stones
X Factor-ის მსვლელობისას ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა Sony Music subsidiary Syco Music-სთან. ამის შემდგომ მათ გამოუშვეს პირველი ალბომი Up All Night, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ჰიტი გახდა. ხოლო 2012 წლის ნოემბერში მათ გამოუშვეს ახალი ალბომი Take me home.
X Factor-ის მიმდინარეობისას ხუთივე: ნაილი, ლიამი, ზეინი, ჰარი და ლუისი მოსწავლეები იყვნენ.
ნაილი სწავლობდა Colaiste Mhuire სკოლაში, ზეინი – Tong High School-ში, ბრედფორდში, ლიამი კი – City of Wolverhampton კოლეჯში, ლუისი სწავლობდა Hall Cross School-ში დონკასტერში, ხოლო ჰარი იყო მოსწავლე Holmes Chapel Comprehensive სკოლაში.
ზეინ მალიკი
ზეინ მალიკი დაიბადა 2012 წლის 12 იანვარს ბრედფორდში, ინგლისში, ამერიკელ-პაკისტანელი მამის Yaser Malik-ისა და ინგლისელი დედის Patricia-ს ოჯახში. მას ჰყავს ერთი უფროსი და Doniya და ორი უმცროსი და Waliyha და Safaa. ზეინი არის მუსულმანი. ის იზრდებოდა ბრედფორდის ცენტრში. ის სწავლობდა Lower Fields Primary School-ში.
2010 წელს ზეინი მანჩესტერში 17 წლის ასაკში წარსდგა X Factor–ზე. მან იმღერა “Let Me Love You” და სამივე ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო. თავდაპირველად მისი ნამღერი არ აჩვენეს, თუმცა, მოგვიანებით ის იყო The X Factor–ზე.
იგი ეწევა სიგარეტს. 2011 წელს მან სიტყვა მისცა ფანებს, რომ აღარ მოწევდა, თუმცა, 2012 წელს დააფიქსირეს, რომ იგი კვლავ ეწეოდა.
2010 წელს X Factor–ის მსვლელობისას იგი ხვდებოდა Geneva Lane-ს. იგი იყო 17 წლის, ხოლო Geneva 20 წლის. სიმონი წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის, თუმცა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ შეხვედრას
და არც კამერების
წინ პოზიორობასა და კოცნას ერიდებოდნენ.
მოგვიანებით ზეინმა მათი რომანის არსებობა ოფიციალურად თვითერზე დაადასტურა, თუმცა, მცირე ხნის შემდეგ ისინი დაშორდნენ. Geneva Lane-მ თქვა: Zayn’s a heartbreaker. When I found out he was seeing Rebecca I felt numb.” 2011 წლის მიცემულ ინტერვიუში Geneva-მ განაცხადა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ.
2011 წელს ზეინი ხვდებოდა Rebecca Ferguson-ს, რომელიც ასევე X Factor–ის მეშვეობით გაიცნო. საბოლოოდ 1011 წლის ივლისში მიცემული ინტერვიუს დროს Rebecca-მ განაცხადა, რომ ისინი დაშორდნენ.
ზეინი ამჟამად ხვდება Perrie Edwards-ს, რომელიც აგრეთვე X Factor–ის საშუალებით გაიცნო. Perrie Edwards არის ჯგუფი Little Mix-ის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გახდა შოუს მერვე სეზონის გამარჯვებული. 2012 წელს პაპარაცმა დააფიქსირა პერი და ზეინი, რომლებიც სკუტერზე
კატაობდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს.
ამის შემდგეგ 30 მაისს ზეინმა ოფიციალურად დაადასტურა პერისა და მას შორის რომანის არსებობის შესახებ.
ჰარი სტაილსი
ჰარი სტაილსი დაიბადა 1994 წლის 1 თებერვალს ინგლისში, Evesham-ში, Des Styles-ისა და Anne Cox-ის ოჯახში. მას ჰყავს უფროსი და ჯემა. როცა ჰარი იყო შვიდი წლის მისი მშობლები დაშორდნენ. მოგვიანებით ჰარი დედა ხელახლა დაქორწინდა
Robin Twist-ზე. ჰარის ბავშვობიდანვე უყვარდა სიმღერა. ის უსმენდა ელვის პრესლის. სტაილსი იზრდებოდა Chapel-ში, დადიოდა Holmes Chapel Comprehensive School-ში.
მოგვიანებით იგი მიიწვიეს White Eskimo-ში. ჰარი და მისი ბენდი ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში. ერთხელაც მათ მოიგეს
ერთ-ერთი კონკურსი, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა ჰარი იმაში, რომ მისი მოწოდება პუბლიკის წინ წარსდგომაა.
2010 წელს იგი იყო 16 წლის როცა მონაწილეობა მიიღო X Factor-ში. მას აინტერესებდა პროფესიონალთა აზრი, ვინაიდან დედამისი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ
იგი იყო კარგი მომღერალი. გამოსვლამდე მან თქვა: “Singing’s what I want to do, and if people who can make that happen for me don’t think that I should be doing that, then it’s a major setback in my plans.” მან იმღერა “Isn’t She Lovely”. Simon Cowwel-ისა და Nicole Scherzinger-ისგან მან პოზიტიური შეფასება მიიღო, თუმცა, Louis Walsh-ს ეჭვი ეპარებოდა, რომ ის მზად იყო შემდეგი გამოსვლისთვის. მომდევნო გამოსვლაზე მან იმღერა “Stop Crying Your Heart Out”.
ჰარი ხვდებოდა Caroline Flack-ს 2011 წელს, როცა ის იყო 17 წლის, ხოლო ქეროლაინი 32 წლის. მათმა ურთიერთობამ გავრცელებული დაპირისპირება გამოიწვია, ვინაიდან ასაკთა
სხვაობა ძალიან დიდი, 15 წელი იყო. ჰარი ხშირად აღნიშნავდა, რომა ქეროლაინი იყო ძალიან მიმზიდველი. რომანის შესახებ ჭორები გაიზარდა 2011 წლის 16 ოქტომბერს, როცა გავრცელდა სურათი, სადაც ისინი კოცნიდნენ ერთმანეთს X Factor-ის წვეულების შემდგომ, თუმცა, ორივე უარყოფდა მათი რომანის არსებობას. მოგვიანებით გავრცელდა სურათი, სადაც ისინი ტოვებდნენ მათი ლონდონის სახლი დილით ადრე. ამის შემდგომ ქეროლაინი მუდმივად განიცდიდა ზეწოლას ჯგუფის ფანებისაგან. საბოლოოდ, 26 იანვარს, თვითერის მეშვეობით ჰარიმ დაადასტურა, რომ მათი ურთიერთობა ორმხრივად დასრულებული იყო.
ცოტა ხნის წინ ხალხმა დაინახა ჰარი და ტეილორ სვიფტი,
რომლებიც ხელჩაკიდებულნი სეირნობდნენ პარკში. მრავალი ფიქრობდა, რომ ისინი ხვდებოდნენ. საბოლოოდ ორივე მხარემ დაადასტურა მათი რომანის არსებობის შესახებ, რამაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, როგორც ჰარის, ასევე ტეილორის ფანებში.
ლიამ პეინი
ლიამი დაიბადა 1993 წლის 29 აგვისტოს, ინგლისში, Wolverhampton-ში, Geoff და Karen პეინების ოჯახში. მას ჰყავს ორი უფროსი და: ნიკოლა და რუთი. იგი დაიბადა სამი კვირით ადრე,
სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მას მრავალი პრობლემა ჰქონდა. 4 წლის მანძილზე მას უწევდა საავადმყოფოში მუდმივად სიარული და ანალიზები გაკეთება.
6 წლის ასაკიდან ლიამმა დაიწყო თავისი სიმღერის ნიჭის გამოვლენა. ის მღეროდა კარაოკეზე, თუმცა, მას გული ოლიმპიურ მორბენლობაზე უწევდა, ვინაიდან ის იყო Bilston Athletics Club-ის ერთ-ერთი წევრი. იგი ყოველდღე დილით ადრე, 5 სთ-ზე დგებოდა, რადგან 5 მილი გაერბინა სკოლის დაწყებამდე. მისი ოცნება, გამხდარიყო მორბენალი დასრულდა, როცა ის იყო 14 წლის. მანდ გადაწყვიტა მთლიანად ფოკუსირებულიყო სიმღერაზე.
ლიამი 2008 წელს წარსდგა X Factor–ზე, როცა ის იყო 14 წლის. მან საბოლოოდ მიაღწია ჟიურის სახლამდეც, თუმცა სიმონი თვლიდა, რომ ის ჯერ
ძალიან ახალგაზრდა იყო სიმღერისთვის, სწორედ ამიტომ სთხოვა შოუში მისულიყო 2 წლის შემდეგ.
2010 წელს 16 წლის ასაკში მან კვლავ მიიღო მონაწილეობა X Factor–ში და იმღერა “Cry Me a River”. მან ყველა გააოცა. ხალხი და სიმონი ფეხზე ადგნენ. იმ საღამოს ლიამმა ოთხივე ჟიურისგან
დადებითი შეფასება მიიღო და შემდეგ ტურში გადავიდა, სადაც იმღერა “Stop Crying Your Heart Out”. ს
ამივე ჟიურის წევრი მოიხიბლა, თუმცა სიმონმა იგრძნო, რომ ლიამი ერთგანზომილებიანი იყო.
ლიამმა თავისი მომავალი შეყვარებული Danielle Preazer გაიცნო 2010 წლის X Factor–ზე, როცა ის წარსდგა ხალხის წინაშე. დანიელი ცეკვავდა. მალე მათ დაიწყეს შეხვედრა. ისნი დაშორდნენ 2012 წელს, თუმცა, მალევე შერიგდნენ.
ნაილ ჰორანი
ნაილ ჰორანი დაიბადა 1993 წლის 13 სექტემბერს, ირლანდიაში, მულინგარში, Bobby Horan-ისა და Maura Gallagher-ის ოჯახში. მას ჰყავს ერთადერთი ძმა გრეგი. ბობი და მაურა დაშორდნენ 1998 წელს, როცა ნაილი იყო 5 წლის. იგი ცხოვრობდა ორივე მშობლის სახლში, სანამ არ გადაწყვიტა,
რომ მულინგარში დარჩენა საუკეთესო გამოსავალი იყო,
ვინაიდან ყველა მისი მეგობარი ცხოვრობდა იქ. ნაილი სწავლობდა მულინგარში Coláiste Mhuire სკოლაში.
2010 წელს 16 წლის ასაკში ნაილმა მონაწილეობა მიიღო დუბლიში გამართულ X Factor-ში, სადაც იმღერა “So Sick”. მან ჟიურისგან სხვადასხვანაირი შეფასება მიიღო. ნაილი იყო Louis Walsh-ის ფავორიტი, თუმცა Cheryl Cole და Katy Perry თვლიდნენ, რომ მას კვლავ სჭირდებოდა დრო გასაზრდელად. სიმონმა, კეითმა და ლუისმა დადებითი შეფასება მისცეს მას, ხოლო დანარჩენმა – უარყოფითი. საბოლოო გადაწყვეტილებით იგი გადავიდა შემდეგ ტურში.
სანამ ნაილი X Factor-ში გამოჩნდებოდა ის ხვდებოდა Holly Scally-ს, მაგრამ მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა, ვინაიდან ნაილს თავის
კარიერაზე კონცენტრირება სურდა. მოგვიანებით მრავალი ჭორი იყო ნაილის ურთიერთობების შესახებ, გასაკუთრებით Demi Lovato-სა და Amy Green-თან დაკავშირებით.
ლუის ტომლინსონი
ლუისი დაიბადა 1991 წლის 24 დეკემბერს ინგლისში, დონკასტერში, Troy და Johanna-ს ოჯახში. მისი მშობლები დაშორდნენ, როცა ლუისი იყო ახალგაზრდა. მოგვიანებით დედამისი ხელახლა დაქორწინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მორიგი ქორწინება 2011 წელს დასრულდა. ლუისს ჰყავს ხუთი და Charlotte, Félicité, და ტყუპები Daisy და Phoebe. იგი სწავლობდა The Hayfield School-ში.
ლუისი 2010 წელს წარსდგა X Factor-ზე სიმღერით “Hey There Delilah”. მან სამივე ჯიურისგან სამი დადებითი პასუხი მიიღო. შემდეგ ტურში მან
იმღერა ბობ დილანის “Make You Feel My Love”.
X Factor-ის მსვლელობისას ლუისი ხვდებოდა Hannah Walker-ს. იგი გაიცნო Cross Academy-ში. ისინი ხვდებოდნენ 2010 წლის 18 მარტიდან. დადიოდა ჭორები, რომ ჰანამ შესთავაზე ლუისს მონაწილეობა მიეღო X Factor-ში. მოგვიანებით, როცა ჯგუფში ალბომი იქმნებოდა, ბიჭი აღმოჩნდა ძალიან დაკავებული,
რის გამოც მათ შორის ურთიერთობა გართულდა. ლუისს სურდა თავის კარიერაზე ფოკუსირება.
საბოლოოდ ისინი დაშორდნენე, რაც ორივემ დაადასურე თვითერზე. ამჟამად ისინი მეგობრები არიან.
ლუისს ელენორი 2011 წლის ზაფხულში ჰარიმ გააცნო. 2011 წლის 14 სექტემბერს ნაილის დაბადების დღეზე მას თან ახლდა ელენორი. მათ 2012 წლის 17 ნოემბერს აღნიშნეს მათი რომანის ერთი წლის თავი.
ფაქტები
#1 ‘What Makes You Beautiful’ ნომინირებული იყო საუკეთესო ბრიტანული სინგლების კატეგორიაში 2012 წლის ” Brit Awards”-ზე.
#2 One Direction-ის სადებიუტო ალბომი ‘Up All Night’ იყო ყველაზე გაყიდვადი ალბომი ბრიტანეთში 2011 წელს, 38,163 კოპიათი, რომელიც გაიყიდა 1 კვირაში.
#3 ჰარის საყვარელი სიმღერაა Free Falling’ John Mayer-ის შესრულებით.
#4 2012 წლის 27 იანვარს One Direction-ს ჰყავდა 1,968,257 გულშემატკივარი Facebook-ზე და 1,383,674 ფოლოვერი თვითერზე.
#5 ჰარის ყოველთვის სურდა, რომ ყოფილიყო მომღერალი. სანამ იგი მონაწილეობას მიიღებდა X Factor-ში მას ჰქონდა ამბიცია, რომ ყოფილიყო ადვიკატი.
#6 ნაილი არის მემარცხენე, ხოლო მისი საყვარელი ფილმია Grease.
- #7 ზეინის საყვარელი წიგნია Harry Potter.
#8 იდეა ჯგუფს დარქმეოდა One Direction, მოუვიდა ჰარის.
ვიდეოები იხილეთ აქ: