არქივი

თუ…. მაშინ…. :D

5a247ac61243

შემთხვევით კარგ რამეს წავაწყდი. მგონი, მოგეწონებათ… ;) გაგრძელებაში…

1. თუ მესამე დღეა რაც მუშაობა გეზარება, მაშინ დღეს ოთხშაბათია.

2. თუ დილით გაიღვიძე და ფეხზე ადგომა აღარ გჭირდება, თურმე ფეხზე მდგომს გძინებია.

3. თუ კარგად დალევ, დილით ცუდად ხარ. თუ დილით კარგად ხარ, მაშინ წუხელ ცუდად დაგილევია.

4. თუ ქმარი ცოლს მანქანის კარს უღებს, ან მანქანაა ახალი და ან – ცოლი.

5. თუ მკერდი კარგად ჩანს, მაშინ სახე ცუდად გამახსოვრდება.

6. თუ მზის ირგვლივ წრეები შეამჩნიე, დროა ფანჯრები დაწმინდო.

7. თუ არაყს სვამ და ცუდად ,,მიდის”, მაშინ ის აუცილებლად უკან დაბრუნდება.

8. თუ ქერტლი მოძრაობს, მაშინ ის ტილია.

9. თუ რამეს ეძებ, მაშინ რაღაც მაინც გცოდნია.

10. თუ დედა მამის სისულელეებზე იცინის, მაშინ სახლში სტუმრები არიან.

11. თუ ქალი გატყუებს, მაშინ შენ მისთვის სულერთი არა ხარ.

12. თუ ცხენი გეუბნება გიჟი ხარო, მაშინ ის მართალია.

13. თუ ერთ წუთს ვიცინით, ერთი წლის სიცოცხლე გვემატებაო. ეგ სისულელეა…

14. თუ თავი გტკივა, გიხაროდეს. გქონია საერთოდ.

15. თუ მანქანით მიდიხარ და დაგარტყეს, გადმოდი მანქანიდან და დააკვირდი: თუ უკნიდანაა დარტყმული, ფული იცის… თუ წინიდან გაქვს დარტყმული – ფული მაინც იცის, ოგონდ იმის ჯიბეში, ვისაც შენ უკნიდან დაეჯახე.

16. თუ დილით შენს გვერდით ქალი იღვიძებს, რომელიც არსად აპირებს წასვლას, მაშინ ის შენი ცოლია.

17. თუ შენი ძაღლი მოგესალმა ,,გამარჯობა, უფროსოვო”, მაშინ მას უბრალოდ შენი შეშინება არ უნდოდა ყეფით.

და ბოლოს, თურმე გზა მაცივრისაკენ ქალის გულზე გადის…. მე კი ვიცოდი, გზა კაცის გულისკენ კუჭზე გადისო… არც ერთი არაა მგონი ტყუილი…;)

56bbb81723e8

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button