გართობაუცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 2

Scary Stories to Tell in the Dark cover

1.“იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე. უცნაური იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. ყველაფერს, რასაც იქ ვხედავდი და ვგრძნობდი, რეალურად განვიცდიდი. ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. შენობა ბევრი ხალხით იყო სავსე. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ, მეც მათ შორის. მოულოდნელად კარები გაიღო და ყველა გაჩუმდა. კარებში მაღალი, ქერა მამაკაცი გამოჩნდა. უგრძნობი სახე და გაყინული თვალები ჰქონდა. ნელა მოდიოდა. არავის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა ვიცოდით, რომ ეს ეშმაკი იყო. მამაკაცმა ნელი ნაბიჯებით ჩაგვიარა შუაში. ჩვენ ფერდაკარგულები და დამუნჯებულები ვუყურებდით. მისი ცივი თვალების გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ნელა ავწიე თავი და დავინახე რომ მე მიყურებდა – ის ჩემთვის მოვიდა, ჩემს წასაყვანად. ყვირილით გამეღვიძა. ჯუდი, ჩემი მეზობელი შეშინებული მანჯღრევდა, როგორმე რომ გავეღვიძებინე. ყველაფერი ძილის წინ ნანახ საშინელებათა ფილმს დავაბრალე. თანაც ხვალ ჩემი მეგობრის წვეულება იყო სასტუმროში და ვიფიქრე, სიზმარში ჩამყვა–თქო. მეორე დღეს წვეულებაზე უკვე აღარც მახსოვდა სიზმარი, ჩემს კურსელებთან ერთად მხიარულად ვერთობოდი და ვსვამდი. მდიდრულ სასტუმროში, განათებულ დარბაზში არაფრის არ მეშინოდა. – კეიტ– მითხრა ჯუდიმ – დაბლა ვიღაც გელოდება, შესასვლელში, მგონი მამაშენია, კარგად ვერ დავინახე. გამახსენდა, რომ მამაჩემისთვის სახლის გასაღები არ დამიტოვებია და ალბათ ამიტომ მომაკითხა. ლიფტთან მივედი და ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და შევედი. შესვლისთანავე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი, არადა ლიფტი ცარიელი იყო, როცა შევედი. უკან მივიხედე და ლამის ვიკივლე. მაღალი, ქერა მამაკაცი ჩემი სიზმრიდან, გაყინული თვალებით, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი უმოძრაოდ იდგა და მიყურებდა. სუნთქვა შევიკარი. ვცადე ჩემი თავი დამემშვიდებინა. ვიფიქრე, იქნებ უბრალო დამთხვევაა და ეს კაცი სულაც არაა სატანა. მოულოდნელად შუქმა დაიწია და აციმციმდა. ლიფტი გაჩერდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი არ დამენახა. ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ცივი ხელი და გაუგებარი ჩურჩულიც მომესმა. შუქი ისევ მოვიდა და ლიფტის კარები გაიღო, ეტყობა ვიღაცამ გამოიძახა. დაუფიქრებლად გამოვვარდი ლიფტიდან და დავინახე, ქერა გოგო როგორ შევიდა ლიფტში. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებს სირბილით ავუყევი. შუქები უკვე მთელს შენობაში გაითიშა და პანიკა ატყდა. დაცვის წევრები აქეთ–იქით დარბოდნენ, გარეთ პოლიციის მანქანები გამოჩნდა. რამდენიმე წუთში შუქი უკვე საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ ახლა დაბლა ატყდა კივილი. გაღებული ლიფტიდან სისხლის ნაკადები მოდიოდა. ქერა გოგო გაუნძრევლად ეგდო. დაცვის წევრებმა ლიფტში დაყენებულ კამერაზე დაინახეს მე როგორ გამოვვარდი ლიფტიდან და როგორ შევიდა ის გოგო, მაგრამ ჩვენს მეტი იქ არავინ ჩანდა. არ ვიცი რატომ გადაიფიქრა სატანამ ჩემი წაყვანა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – ის ჩემთან აუცილებლად მოვა.”

2. ეგვიპტელი მეომარი
მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალა თან დამყვებოდა. 5 წლისას მარტო დაძინების მეშინოდა, რადგან ბალიშთან ახლოს რაღაც ძალის არსებობას ვგრძნობდი. თუმცა პარანორმალურ მოვლენასთან შეხება პირველად 8 წლის ასაკში მქონდა, როცა კალიფორნიის შტატში, ძველ სახლში ვცხოვრობდით. საწოლზე მუცლით ვიწექი და მარჯვნივ ვიყურებოდი. არ მეძინებოდა და სავსებით ფხიზელი ვიყავი, ამ დროს კი აშკარად ვიგრძენი, რომ ვიღაც მარცხენა მხარზე შემეხო. უეცრად შევბრუნდი, მაგრამ ვერავინ დავინახე. იატაკზე კი ნაბიჯების ხმა გაისმა. ჩემს მშობლებს თავიანთ ოთახში ეძინათ, ასე რომ ისინი ვერ იქნებოდნენ. სახლში სხვა არავინ იყო. ამის შემდეგ ვერ მოვთვლი, რამდენჯერ გამიღვიძია, როცა “ის” ძილში ჩემს გაგუდვას ცდილობდა. ზოგჯერ კი თავზე ისე მიჭერდა, რომ მთელი დღე მტკიოდა. ხანდახან კი მეხვეოდა, მკოცნიდა, მეხუტებოდა. ბევრჯერ ვთხოვე წყნარად, ზოგჯერ ვუყვირე, რომ მომშორებოდა, ღმერთსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ ის მაინც არ მასვენებდა.

დაახლოებით 8 წლის შემდეგ ახალ სახლში გადავედით. “ის” იქაც გამომყვა. 19 წლის რომ ვიყავი, ერთხელ შუაღამით გამეღვიძა და მისი სილუეტი დავინახე, თუმცა სახე ნათლად არ უჩანდა. ეგვიპტელ მეომარს ჩამოგავდა, ხელში რაღაც ეჭირა, ხმლის მსგავსი. ჩემსკენ რომ წამოვიდა, ვთხოვე იქაურობა დაეტოვებინა. ჩემდა საბედნიეროდ, დამემორჩილა. მას მერე კიდევ რამდენჯერმე გამომეცხადა ღამით. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ღამით საწოლიდან ჩამომათრია და სხვა ოთახში ძალით გამიყვანა. დილით ჩემმა დამ მითხრა, რომ ნაბიჯების ხმა გაიგონა ჩემი ოთახიდან და იფიქრა, რომ ღამე დავდიოდი. გადავწყვიტე, შემდეგ ვიზიტზე გამერკვია, ვინ იყო. 1 კვირის შემდეგ ხელახლა რომ გამომეცხადა, ვკითხე: რა გინდა, რატომ არ მეშვები? ამ დროს ფანჯარასთან თეთრი ბუ მოფრინდა. შემეშინდა და ხელი ავუქნიე. რომ დავიძინე, მესიზმრა, რომ უძველეს ეგვიპტურ სასახლეში ვიყავი, რატომღაც აკლდამაზე ვიწექი. ის მეომარი კი, რომელიც მეცხადებოდა, ჩემს სხეულთან იდგა და სევდიანად მიყურებდა. ისე ჩანდა, თითქოს თავი მოვიკალი.

დაახლოებით 24 წლის ასაკში ბიჭი გავიცანი, რომელიც ძალიან მომწონდა. ერთხელ დიდხანს რომ ვისაუბრეთ, შემომაღამდა და დასაძინებლად წავედი. საწოლთან მიახლოებისას მან ხელი მკრა უხეშად. ამის მერეც აგრძელებდა აგრესიულ ქმედებებს, ზოგჯერ კი რაღაცებს მპარავდა. ორი კვირის შემდეგ ისევ გამომეცხადა. ამჯერად თავისი სახე მიჩვენა. მშვენიერი შესახედაობის მამაკაცი იყო. იმ ღამით მესიზმრა, რომ კარი გავაღე და იქ ჩემი მოჩვენება და ის ბიჭი იდგნენ, რომელიც ახალი გაცნობილი მყავდა. მე ბიჭისკენ წავედი და ჩავეხუტე, მოჩვენებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მან თავი ჩაღუნა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე, ჩემს საწოლზე იყო ჩამომჯდარი. ამის მერე როგორც იქნა, თავი დამანება.

3.ძიძის ისტორია ნამდვილად ერთ-ერთი დაუვიწყარი ქალაქური ლეგენდაა. ამ ლეგენდის მრავალი სახესხვაობა არსებობს, მაგრამ ყოველ მათგანში საშიში ელემენტები იგივე რჩება.

ისტორიის მიხედვით, ახალგაზრდა წყვილი ქირაობს ძიძას ორი პატარა ბავშვის მოსავლელად. საღამოს ისინი მიდიან წვეულებაზე. ძიძას და ბავშვებს კი ტოვებენ სახლში, რომელიც კვარტალის ბოლოში მდებარეობს.

დაღამებისას გოგონა ბავშვებს აძინებს, თვითონ კი ტელევიზორის საყურებლად დივანზე წვება. ცოტა ხანში ტელეფონი რეკავს და მძინარე გოგოს აღვიძებს. იგი პასუხობს ტელეფონს, ჯერ მხოლოდ მძიმე სუნთქვა ესმის, შემდეგ კი კაცის ხმა ეუბნება რომ მასთან მოდის. გოგონას ეშინია, მაგრამ თვლის რომ ვიღაც უაზროდ გაეხუმრა.

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ტელეფონი ისევ რეკავს. ამჯერად ყურმილში კაცის სიცილი ისმის თან ეუბნება, რომ ის უკვე ახლოსაა. ძიძა ამჯერად ნამდვილად შეშინებულია და პოლიციაში რეკავს.

პოლიციელი ამშვიდებს, რომ ეს მხოლოდ ვიღაცის ოინები იქნება, მაგრამ პირდება რომ მის ვინაობას გაიგებს. ოღონდ ამისთვის ძიძამ რაც შეიძლება დიდხანს უნდა დააკავოს იგი ტელეფონთან.

ტელეფონი მესამედაც რეკავს. კაცის იგივე ხმა ეუბნება, რომ უკვე მასთან არის. შეშინებული ძიძა ყურმილს კიდებს. იგი სწრაფად გადაწყვეტს, რომ ბავშვებთან ერთად სწრაფად დატოვოს სახლი. ამ დროს ტელეფონი ისევ რეკავს, ამჯერად პოლიციელი აღმოჩნდება: “სასწრაფოდ გამოდით სახლიდან! კაცი მაგ სახლშია და მეორე სართულიდან რეკავს!”

გოგონა გამორბის სახლიდან, გარეთ პოლიციელები ხვდებიან. სამწუხაროდ შეშლილ კაცს ვერ იჭერენ, მეორე სართულზე კი ბავშვების გვამები და სისხლიანი ნაჯახი ხვდებათ.

ამ ისტორიის მიხედვით ფილმებიც გადაიღეს : “When a Stranger Calls” 1979,”When a Stranger Calls Back” 1993, ”When a Stranger Calls” 2003 (remake)

 

წყარო: facebook -ის გვერდი: საშიში ისტორიები / Scary Stories

sali

me var salome
იხილეთ ასევე
Close
Back to top button