კარნავალის სიცილი და ბერიკაობა
შუა საუკუნეების კულტურისა და ხელოვნების ძეგლები საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. ამ დროს კარგ იყო განვითარებული არქიტექტურა, მუსიკა, მხატვრობა და სხვა დარგები.ამ პერიოდის ქალაქის ხეოვნების უმნიშვნელოვანესი ასპექტია კარნავალური ნატურალიზმი. შუა საუკუნეების კარნავალური ნატურალიზმის ფესვები ანტიკურ პერიოდში უნდა ვეძებოთ.მასში ძლიერია თამაშის ელემენტები და ამით იგი უახლოვდება თეატრალურ სანახაობებს, თუმცა, თავისი შინაარსით ეს მოვლენა არ შეიძლება მიჩნეული იყოს ხელოვნების დარგად.შუა საუკუნეების სიცილის კულტურა წარმოუდგენელია ისეთი ფიგურების გარეშე, როგორებიც არიან:მასხრები, ხუმარები, სულელები.ისინი ცხოვრებაშიც ეგეთები იყვნენ და მუდამ რჩებოდნენ რეალური ცხოვრებისა და ხელოვნების მიჯნაზე.
ადამიანებს კარნავალში მაყურებლის ფუნქცია კი არ ჰქონდათ, არამედ ისინი კარნავალში ცოხვრობდნენ , რადგან იგი იდეაში საერთო0-სახალხო მოვლენა იყო.შუა საუკუნეების ოფიციალური დღესასწაულებისთვის სიცილის საწყისი უცხო იყო,. მის საპირისპიროდ კარნავალი შლიდა ყველანაირ ზღვარს, აკრძალვას, ნორმას, პრივილეგიასა და სახელმწიფოებრივ შეზღუდულობას.კარნავალზე იყო ყველა თანასწორი, რაც აყალიბებდა ადამიანთა ურთიერთობის ახალ ტიპს. იგი წარმოადგენდა ადამიანთა მეორე, არაოფიციალურ , საზეიმო ცხოვრებას, რომელიც სიცილის საწყისს ეფუძნებოდა.კარნავალი ამკვიდრებდა სიცოცხლის მოტრფიალე პათოსს, ოპტიმისტურ , ხალისიან განწყობას, კარნავალის სიცილი, ერთი მხირვ კიცხავდა სამყაროს არასრულყოფილებას და მეორე მხირვ, ცდილობდა მხიარული და ხალისიანი ემოციებით ერთგვარად განეახლებინა და გარდაექმნა ეს არასრულყოფილი სამყარო.
კარნავალური ესტთეტიკის მატარებელია ძველი ქართული ბერიკაობა და ყეენობა.
ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის ადიდებელი სანახაობა იყუო, რომელშიც წამყვანი ფუნქცია ენიჭებოდა ბერიკებს.ადრე იგი საკულტო-რელიგიური რიტუალი იყო, მოგვიანებით კი მან დაკარგა ეს მნიშვნელობა და ხალხის ცხოვრების ასახვის ფუნქცია იკისრა.ბერიკაობის კომიკური სცენები დასცინიან მექრთამე და უსმართლო მოსამართლეებს, თავადებს, ეკლესიის მსახურებს და სხვა.ასევე მასობრივი ხალხური სანახაობაა ყეენობაც, მისი გენეზისი განაყოფიერების კულტს უკავშირდება, რომლემაც მოგვიანებით ჩამოიშორა ელიგიური შინაარსი