ფოტოგრაფ – დავიდ კაშკერიანის საოცარი ნამუშევრები
მოყვარული ფოტოგრაფი- დავიდ კაშკერიანი (David Keochkerian) წარმოშობით ჩრდილოეთ საფრანგეთის პატარა ქალაქიდანაა, რომლის სახელია ამენსი (Amiens).
მართალია იგი პროფესიით ფოტოგრაფობას არ აპირებს, თუმცა ფოტოგრაფია მისთვის თავისუფალი დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა. 35 წლის დავიდ კაშკერიანი ფოტოგრაფიით დაინტერესდა ცოტა ხნის წინ. თუმცა მისი შესანიშნავი და უცნაური ინფრაწითელი ნამუშევრები , უჩვეულო კონტრასტებით და ფერებით – თვალისმომჭრელად შთამბეჭდავი და ღმაფრთოვანებულია.
ფოტოგრაფი ციფრულ ტექნოლოგიებსაც არაჩვეულებრივად ფლობს, მაგრამ არ თვლის საჭიროდ მათ გამოყენებას…
ძირითადად, მისი ნამუშევრების ობიექტი არის პეიზაჟები, უმეტესად ზამთრის პეიზაჟები, მაგრამ მის ნამუსევრებში აგრეთვე არსებობს არქიტექტურის კონცეპტუალური გამოსახულებები და სურათებში საოცარი განათებები …
თვით, მოყვარული ფოტოგრაფი- დავიდ კაშკერიანი ამბობს, რომ აუცილებელი არაა პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო იმისთვის რომ თავში გენიალური იდეები მოგივიდეს, არც პროფესიონალი ფოტოაპარატის ფლობაა ხშირ შემთხვევაში წარმატების უტყუარი მიზეზი, ის საოცარი ფოტოები, რომლებსაც შემოგთავაზებთ, გადაღებულია ნახევრად პროფესიონალი კამერით;
ფოტოები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, გამოირჩევა ავტორის ორიგინალური ხედვით. ბოლო წლებში, მან უამრავ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, იბეჭდებოდა სხვადასხვა უცხოურ გამოცემაშიც. მიუხედავად იმისა, რომ მოყვარული ფოტოგრაფი- ციფრულ ტექნოლოგიებს არაჩვეულებრივად ფლობს, მაინც ფირს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი აზრით, ფირზე აღბეჭდილი კადრები მეტად შემოქმედებითი, მეტყველი და ბუნებრივია.