არქივი

ლიტერატურული სალონი VIII

6f4899f1a6f0
გამარჯობა ,მკითხველო.ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გთავაზობთ ლიტერატურული სალონის შემდეგ ნაწილს.იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესოა შემოთავაზებული პოსტები

  • — აუუ, ჩაბარდა პატრონს…— რომელ პატრონს?
    — გევიდა გაღმა…
    — სად გაღმა?
    — მარილზე!
    — რა მარილზე?
    — მოკვდა, მოკვდა! წეიღო ჩემი სამი ჩაფი ღვინო მიქელგაბრიელთა შერეკილები
  • “იქ, სადაც ადამიანის სიკვდილი თოთხმეტი მანეთი ღირდა, ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა.”
  • ქარი მოვარდა,
    ქარმა მომაგნო,
    ქარს გავეკიდე,
    ქარის ბრალია,
    ქარით დაღლილი,
    ქარად ვიქცევი,
    ქარო, როდემდის ვიქნები ასე?
    მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
    რომელსაც უნდა გადავერჩინე.
    ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
    მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
    და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
    ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.ოთარ ჭილაძე
  • ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.
  • ზნე – ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე – ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა. ილია ჭავჭავაძე

  • მონა ოცნებობს არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე ციცერონი
  • მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუშიშოთა რუსთაველი
  • ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია ვიქტორ ჰიუგო
  • სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ – მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ – მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!გოდერძი ჩოხელი
  • ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს
    ჩარლზ ჩაპლინი
  • ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა. ჭაბუა ამირეჯიბი
  • რა ლამაზადაც არ უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის.ალექსანდრე დიუმა
  • ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.ოტია იოსელიანი
  • რეალობას არაფერი აქვს საერთო იმასთან რასაც შენ ხედავ, შენი ვიწრო თვალთახედვით. რეალობა – ეს სიყვარულის გამოვლინებაა. სრულქმნილი სუფთა სიყვარული, რომელიც არ ეხება სივრცესა და დროს!რიჩარდ ბახი
  • ადამიანი ერთსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფიცებს ამას იქით აღარ წავიქცევიო.მიხეილ ჯავახიშვილი

ადამიანისაგან ყველაფერია მოსალოდნელი.

  • ყვავილი ყვავილთან ჰყვავის ვაჟა-ფშაველა
  • ცხოვრება შეიძლება იყოს მშვენიერი, თუ – კი არ გეშინია მისი ჩარლზ ჩაპლინი
  • ოკეანე ხარ… დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ… მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე..
  • ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი.გოდერძი ჩოხელი
  • ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.ოტია იოსელიანი
  • სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).კონსტანტინე გამსახურდია
  • ადამიანის დასამარებისათვის ორი ხერხი არსებობს. პირველი-დუმილი, მეორე-გამომჟღავნება. მე გამოვთქვი აზრი, რომ შეიძლება დუმილი სჯობდეს.მიხეილ ჯავახიშვილი
  • მარცხი კიდევ ერთი შანსია,რომ ისევ თავიდან დაიწყო,ოღონდ ამჯერად უფრო ჭკვიანურად.ჰენრი ფორდი
  • ბავშვებს შეუძლიათ 3 მნიშვნელოვანი რამ გვასწავლონ: ვიყოთ ბედნიერები მიზეზის გარეშე, ვიყოთ ყოველთვის დაკავებული და ვიცოდეთ როგორ მოვითხოვოთ და მივიღოთ ყველაფერი,რაც გვსურს.კოელიო
  • ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია
    მონანიება
  • არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?
    თედორე დოსტოევსკი


  • აკეთე ის რაც შენ გინდა, თუ ნებას მოგცემს უფალი, იფრინე სივრცის გადაღმა. იყავი თავისუფალი ალუდა ქეთელაური:)))

 

 

  • ”ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ — კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც… და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის…”
  • “ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორე და კარგი ეს იქნებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება… იცი, რაა? აადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ… და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას, შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას… და იცი, ერთხელაც, მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი…”
  • “და გზა უვალი შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება!”
    ბარათაშვილი
  • ‎”ჭეშმარიტ მორალს სასაცილოდაც არ ჰყოფნის მორალი”..
იხილეთ ასევე
Close
Back to top button