არქივი

რასამახა (პერსონაჟი)

9a196703d4aa

რასამახა
სამურავი (ინგლ. Wolverine) – გამოგონილი სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა გასაოცარი ჰალკის 180-ე ნომერში (1974 წლის ოქტომბერი). შექმნილია მწერალი ლენ უეინისა და არტ-დირექტორი ჯონ რომიტა უფროსის მიერ, რომელსაც ეკუთვნის პერსონაჟის დიზაინი, გამოცემისათვის კი სამურავი პირველად ჰერბ ტრიმფემ დახატა. იქს-ადამიანების მწერალმა კრის კლერმონმა, ისევე, როგორც მწერალმა/ილუსტრატორმა ჯონ ბირნიმ, დიდი წვლილი შეიტანა პერსონაჟის დახვეწაში. ეს უკანასკნელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სამურავი სხვა იქს-ადამიანებზე ასაკით უფროსი ყოფილიყო. ილუსტრატორმა ფრანკ მილერმა ითანამშრომლა კლერმონთან. მისი დახმარებით 1982 წლის სექტემბერ-დეკემბერში გამოიცა კომიქსის ოთხ-ნაწილიანი ლიმიტირებული სერიები (სახ. Wolverine), სადაც სამურავის ცნობილი ფრაზის, “I’m the best there is at what I do, but what I do isn’t very nice,” დებიუტი შედგა.

ჯეიმს ჰოულეტი, იგივე ლოგანი, არის მუტანტი, რომელიც ფლობს ცხოველის-მსგავს მგრძნობელობას, საოცარ ფიზიკურ შესაძლებლობებს, ძვლის ბრჭყალებსა და განკურნების უნარს, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად შეიხორცოს ნებისმიერი ჭრილობა, განიკურნოს დაავადებებისგან, ტოქსინებისგან… იქს-იარაღის შექმნის დროს, როდესაც მუტანტის სხეულში მეტალი ადამანტიუმი შეიყვანეს, სწორედ ამ უნარმა გადაარჩინა იგი სიკვდილს.

თავდაპირველად, სამურავი ერთ-ერთი ანტი-გმირი, ავტორიტეტის არმქონე მუტანტი იყო, რომელიც გამოჩნდა ამერიკულ კულტურაში ვიეტნამის ომის შემდგომ. მოგვიანებით იგი შეუერთდა იქს-ადამიანებს კომიქსში გიგანტური ზომის იქს-ადამიანები #1 (1975 წლის მაისი) და მათთან ერთად განაგრძო ბრძოლა. ამჟამად ლოგანი გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია. სამურავი გამოჩნდა საკუთარ სოლო-კომიქსში 1988 წლიდან და ცენტრალური ფიგურა გახდა იქს-ადამიანების ისტორიების უმეტესობაში, ანიმაციებში, ვიდეო თამაშებსა და სრულმეტრაჟიან ფილმებში, სადაც მას ჰიუ ჯეკმენი ანსახიერებს.

2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის სამურავმა პირველი ადგილი დაიკავა, იმავე წლის ივლისში კი გაზეთ Empire-ის 50 უდიდეს კომიქსის პერსონაჟს შორის – მეოთხე.

მსგავსი ამბები

Back to top button