არქივი

კომიქსების სუპერგმირები II

aa71e8e1803c
როგორც მივხვდი ამ პოსტის წინა ნაწილმა დაგაინტერესათ ხო და აჰაათ მეორე :P

მოდით პირდაპირ დავიწყოთ ყოველგვარი შესავლის გარეშე…

1.სამურავი იგივე Wolverine:

სამურავი – გამოგონილი სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა გასაოცარი ჰალკის 180-ე ნომერში (1974 წლის ოქტომბერი). შექმნილია მწერალი ლენ უეინისა და არტ-დირექტორი ჯონ რომიტა უფროსის მიერ, რომელსაც ეკუთვნის პერსონაჟის დიზაინი, გამოცემისათვის კი სამურავი პირველად ჰერბ ტრიმფემ დახატა. იქს-ადამიანების მწერალმა კრის კლერმონმა, ისევე, როგორც მწერალმა/ილუსტრატორმა ჯონ ბირნიმ, დიდი წვლილი შეიტანა პერსონაჟის დახვეწაში. ეს უკანასკნელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სამურავი სხვა იქს-ადამიანებზე ასაკით უფროსი ყოფილიყო. ილუსტრატორმა ფრანკ მილერმა ითანამშრომლა კლერმონთან. მისი დახმარებით 1982 წლის სექტემბერ-დეკემბერში გამოიცა კომიქსის ოთხ-ნაწილიანი ლიმიტირებული სერიები (სახ. Wolverine), სადაც სამურავის ცნობილი ფრაზის, “I’m the best there is at what I do, but what I do isn’t very nice,” დებიუტი შედგა.
ჯეიმს ჰოულეტი, იგივე ლოგანი, არის მუტანტი, რომელიც ფლობს ცხოველის-მსგავს მგრძნობელობას, საოცარ ფიზიკურ შესაძლებლობებს, ძვლის ბრჭყალებსა და განკურნების უნარს, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად შეიხორცოს ნებისმიერი ჭრილობა, განიკურნოს დაავადებებისგან, ტოქსინებისგან… იქს-იარაღის შექმნის დროს, როდესაც მუტანტის სხეულში მეტალი ადამანტიუმი შეიყვანეს, სწორედ ამ უნარმა გადაარჩინა იგი სიკვდილს. თავდაპირველად, სამურავი ერთ-ერთი ანტი-გმირი, ავტორიტეტის არმქონე მუტანტი იყო, რომელიც გამოჩნდა ამერიკულ კულტურაში ვიეტნამის ომის შემდგომ. მოგვიანებით იგი შეუერთდა იქს-ადამიანებს კომიქსში გიგანტური ზომის იქს-ადამიანები #1 (1975 წლის მაისი) და მათთან ერთად განაგრძო ბრძოლა. ამჟამად ლოგანი გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია. სამურავი გამოჩნდა საკუთარ სოლო-კომიქსში 1988 წლიდან და ცენტრალური ფიგურა გახდა იქს-ადამიანების ისტორიების უმეტესობაში, ანიმაციებში, ვიდეო თამაშებსა და სრულმეტრაჟიან ფილმებში, სადაც მას ჰიუ ჯეკმენი ანსახიერებს.
2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის სამურავმა პირველი ადგილი დაიკავა, იმავე წლის ივლისში კი გაზეთ Empire-ის 50 უდიდეს კომიქსის პერსონაჟს შორის – მეოთხე.

5ba5923132cf

f50b9068721a

e9dbac224e1a

2. ჰალკი იგივე The Hulk:

ჰალკი – სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა კომიქსში გასაოცარი ჰალკი. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მხატვარი ჯეკ კიბრის მიერ. იგი მარველის კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟია.ჰალკი ცნობილია არა მარტო კომიქსებიდან, არამედ სატელევიზიო სერიებიდან, სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან: ჰალკი Hulk (2003) და გასაოცარი ჰალკი The Incredible Hulk (2008). ტელე-სერიალებში სუპერგმირს ლუ ფერიგნო ანსახიერებს. რაც შეეხება ფილმებს, პირველად, 2003 წელს ჰალკის როლი ერიკ ბანამ შეასრულა, 2008 წელს გადაღებული ფილმის მეორე სერიაში კი ედვარდ ნორტონმა. ჰალკი ასევე ცნობილია ანიმაციური სერიებიდან და ვიდეო-თამაშებიდან.

ჰალკის დაბადება

საკუთარი ხელებით შექმნილი ბომბის აფეთქების შემდგომ, სასწაულით გადარჩენილი ბრუს ბანერი საშინელ მონსტრად – ჰალკად გადაიქცა. მისი ქმედებები უკონტროლო და ძნელად გამოსათვლელია. ჰალკის კანის ფერი დროდადრო იცვლებოდა სხვადასხვა გამოცემებში, თუმცა საბოლოოდ ავტორებმა მწვანე ფერი ამჯობინეს.

ძალები

ულევი ფიზიკური ძალა მის გაცოფებაზეა დამოკიდებული,შეუძლია ხელის დარტყმით ძლიერი რადიაციული ტალღის წარმოქმნა.სწრაფი შეხორცების უნარი, რაც მას გაუნადგურებელს ხდის, მისი ულევი ძალის დასაწყისი 100 ტონის აწევის შესაძლებლობიდან იწყება.შეუძლია შეეჩვიოს ნებისმიერ გარემოს და ტემპერატურას.ძალაში დაუმარცხებელი.

0e4356b79be0

a5cd972af832

7f0730f396cf

409c08b1a308

3. კაპიტანი ამერიკა იგივე Captain America:

კაპიტანი ამერიკა არის კომპანია მარველ კომიქსების პერსონაჟი, ის მწერალმა ჯო საიმონი და მხატვარმა ჯეკ კიბრიმ შექმნეს. პირველად გამოჩნდა კომიქსში Captain America Comics #1 (მარტი 1941წ.). ის იყო ფაშისტებთან მებრძოლი სუპერგმირი. ეს კომიქსი 75-მდე ქვეყანაში იქნა გამოცემული. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი სიუჟეტის მიხედვით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

დაბრუნება

გამომცემლობა მარველ კომიქსმა, მხატვარ ჯეკ კიბრისთან და ავტორ-რედაქტორ სტენ ლისთან ერთად, ფანტასტიკური ოთხეულის წევრი ჯონი შტორმის დახმარებით კომიქსებში დააბრუნეს კაპიტანი ამერიკა, როგორც მეორე მსოფლიო ომის გმირი, რომელმაც მრავალი წელი გაატარა გაურკვევლობაში. თუმცა შემდეგ ის აღმოჩნდა თვითმარქვია, რომელიც ჯონ შტორმმა დაამარცხა.
გარკვეული დროის შემდეგ შემდეგ კვლავ აღადგინეს კაპიტანი ამერიკა (ნამდვილი კაპიტანი) მისი გაუჩინარების მიზეზი აღმოჩნდა ის რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღერებში ის დაზიანებული თვითმფრინავით ატლანტიკის ოკეანეში ჩავარდა და ათეულობით წლები გაყინულმა გაატარა. დაბრუნების შემდეგ კაპიტანი მალევე გახდა შურისმაძიებელთა ლიდერი.

d6027c8fe43f

9dbffbb89e91

f49efbc4b1ef

c731c67bf726

წყარო: ვიკიპედია

გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button