TECH & მეცნიერებაგართობაკულტურა
ძაღლების სახალისო და საინტერესო ფოტოსესია წყლის ქვეშ
ერთ-ერთმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა საკმაოდ კრეატიული ფოტოსესია განეხორციელებინა. ფოტოსესიაში მონაწილეობა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძაღლებმა მიიღეს, აზრი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ფოტოგრაფი შინაურ ცხოველებს ფოტოებს წყლის ქვეშ გადაუღებდა. ფოტოსესიის ადგილად აუზი შეირჩა ფოტოგრაფმა კი საკუთარ კამერასთან ერთად სათამაშო ბურთებიც გამოიყენა, რომელიც ძაღლს აუცილებლად აიძულებდა წყალში ჩამხტარიყო და ეცადა ბურთი დაეჭირა. საერთო ჯამში ყველაფერი საკმაოდ კრეატიული, სახალისო და საინტერესო გამოვიდა. იხილეთ ფოტოსესია: