არქივი

Chevrolet Camaro

cefe5fdfd3cb

Chevrolet Camaro– ეს არის ამერიკული მანქანა, წარმოებული Chevrolet_ის მიერ GM განყოფილებაში, მისი წარმოება დაიწყო 1967 წელს და გრძელდება დღემდე.
სახელწოდებით “Camaro” დამზადდა რამდენიმე მოდელი, . “Camaro” -ს ყველა მოდელი განსხვავდება ერთმანეთისაგან ტექნოლოგიურად, “Camaro” -ს განსაკუთრებული მოდეელია Chevrolet Camaro SS, რომელიც დღემდე აჯადოებს ავტომოყვარულებს.  სწორედ ამ ავტომობილის შეასხებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ პოსტის მეშვეობით, იმედია საინტერესო გამოვა.
1966 წლის 29 სექტემბერს (1967 წლის მოდელი) გამოვიდა პირველი Chevrolet Camaro. ეს იყო საკმაოდ სერიოზული და კონკურენტუნარიანი ნაბიჯი General Motors Mustang-ის საპასუხოდ, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ამერიკულ ასევე ევროპულ ბაზარზე. თავდაპირველად გამოდიოდა “Camaro” -ს ორი კატეგორია, ეს იყო კუპე და კაბრიოლეტი, ავტომობილი იყო აღჭურვილი ოთხი სხვადასხვა ტიპის ძრავით, იმ დროს ყველაზე ძლიერი სტანდარტული ძრავი ჰქონდა Camaro V8 მოდელს, ძრავის მოცულობა იყო 5.7 ლიტრი 255 ცხენის ძალით. მაგრამ ყველაზე პოპულარული პაკეტი გამოვიდა მოგვიანებით, ეს იყო იყო SS-ი.  SS-ი გაუმჯობესებული მოდელია, გაძლიერებული ძრავით და შეცვლილი ექსტერიერით, იგი იყო აღჭურვილი 6.5 ლიტრიანი 325 ცხენიცძალიანი ძრავით, მისი აეროდინამიკა შოკს გვრიდა ნებისმიერ ავტომოყვარულს და უკან იტოვებდა იმდროინდელ არაერთ პოპულარულ ავტომობილს.  Camaro უფრო და უფრო პოპულარული ავტომობილი ხდებოდა, ამიტომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზარდა ხარისხი, გაუმჯობესდა და დაიხვეწა ყველა დეტალი, მანქანას დაემატა კონდენციონერი, მიმზიდველი, მკაფიო ფერის ტყავის სალონი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, გაძლიერებული მუხრუჭები და კიდევ უფრო “განრისხებული”  ძრავი, რომელიც რბოლისთვის მზად იყო ნებისმიერ მდგომარეობაში. ასევე “Camaro” -ს ერთ-ერთი პოპულარული მოდელი იყო Z-28, რომელმაც ფაქტობრივად ყველა კომპონენტით აჯობა Mustang-ს, რამაც კიდევ უფრო მძაფრი კონკურენცია გამოიწვია ამ ორ ავტომწარმოებელ კომპანიას შორის, ეს ფაქტი რა თქმა უნდა ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახებოდა ორივე კომპანიის მხრიდან.  “Camaro” -ს განსაკუთრებული მოდელები SS-ი და Z-28 კოლექციონერებში ფანტასტიკური პოპულარობით სარგებლობს დღეს, მისი აგრესიული და ამავდროულად მიმზიდველი დიზაინი, მისი აეროდინამიკა, უძლიერესი ძრავი, კომფორტული სალონი და მაშოკირებელი მანევრირება მუდამ ყურადღების ცენტრშია, იგი არაერთი რბოლის გამარჯვებული და უამრავი ტიტულის მქონე ავტომობილია. აღსანიშნავია ასევე მისი პოპულარობა კინოში, არაერთი ფილმისა და წიგნის გმირი გამხდარა Chevrolet Camaro. ეს არის ავტომობილი რომელმაც უკვდავის სახელი დაიმკვიდრა და მუდამ ემახსოვრება ავტოსამყაროს.
საქართველოში “Camaro” -ს რამდენიმე მოდელია, მათ შორის 2011 წლის მოდელი Camaro SS-ი….

ახლა კი მინდა ქრონოლოგიურად დალაგებული ფოტოებით გასიამოვნოთ!

1967 წლის მოდელი(კუპე)
d25517c7b358
(კაბრიოლეტი)
7aa3a7360e78

1968 წლის მოდელი Z-28
039acb330f76

1969 წლის მოდელი
6e617a360f4b

1970 წლის მოდელი SS-ი
fb5dff1c6f3f

1971 წლის მოდელი
df47719fd6d8

1972 წლის მოდელი
0efdd3660ad3

1975 წლის მოდელი(ფილმ ტრანსფორმერებიდან)
2417c65c5db3

1977 წლის მოდელი
aaeb4400400d

1979 წლის მოდელი
05d33e18fdce

1982 წლი მოდელი
74b9867ee9ce

1984 წლის მოდელი
3a6eadc3c745

1886 წლის მოდელი
478c9d49a9b6

1988 წლის მოდელი
12b924087744

1990 წლის მოდელი
8bf1431f969d

1993 წლის მოდელი
dcbb7eaac0a4

1996 წლის მოდელი
cd56cc677632

1999 წლის მოდელი
(სარბოლო)
1e3ee1a89d2b

სერიული მოდელი
d1da1f6eacfa

2002 წლის მოდელი
a3c3e48a0663

2006 წლის მოდელი
a240a4da5217

2007 წლის მოდელი(კაბრიოლეტი)
e816d6d0f582

2008 წლის კონცეპტუალური მოდელი
7c4477811ce7

2009 წლის მოდლი (ტრანსფორმერების ახალი თაობა)
b58968c5e67d

2010 წლის მოდელი
a9f734ece626

2011 წლის მოდელი
984fc9e2ed8e

2012 წლის კონცეპტუალური მოდელი ZL1
2c8bb942d470

 

იმედია მოგეწონათ, შემდეგი პოსტიც შეეხება მსგავს ავტომობილს, სავარაუდოდ Dodge Chalenger-ს….

მსგავსი ამბები

Back to top button