არაორდინალური რესტორნები
რომ მიიზიდონ მნახველების ყურადღება საზრიანი რესტორნის მეპატრონეები ყველა გზით ცდილობენ გააკვირვონ თავიანთი სტუმრები. წარმოგიდენთ რამდენიმე ასეთ არაორდინალურ რესტორანს
რესტორანი-ციხე. სანამ შეხვიდოდეთ რესტორანში , მანამდე აიღებენ თქვენგან თითის ანაბეჭდებს და წაგიკითხავენ ქცევის წესებს. თვითონ რესტორანი მდებარეობს გერმანიის ქალაქ რუდესხაიმის ყოფილ ციხეში.
2
ყველაზე პატარა რესტორანი. ფინეთში შეგიძლიათ ეწვიოთ მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანს- Kuappi lisalmi. აქ მხოლოდ ერთი მაგიდა და ორი სკამია.
3
სუში სხეულიდან. იაპონურ რესტორანში „ HADAKA SUSHI” ლოს ანჯელესში ყველა კერძი მოაქვთ გოგონების სხეულზე. თანაც ლამაზი გოგონების ;)
4
რესტორანი მიწის ზემოთ. ბრიუსელის რესტორანში Dinner in the Sky თქვენ შეგიძლიათ ისადილოთ დედამიწის საფარიდან 50 მეტრის სიმაღლეზე. სულ რესტორანში ეტევა 22 ადამიანი, თუ არ ჩავთვლით სამ მზარეულს, მიმტანებს და საესტრადო არტისტებს. მაგიდას ვიზიტორებთან ერთად, ნათურებს, სავრძლებს უსაფრხოების ქამრებით წევს „ცაში„ ამწე-კრანი. რესტორნის წონა დაახლოებით 2,2 ტონას შეადგენს .
5
სწორი ნაწლავი. ჰოლანდიელმა დიზაინერებმა ვენაში გახსნეს უჩვეულო ბარი , რომელიც ფორმით გავს ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას. შემქმნელები შეეცადნენ გამოეყენებინათ ყველა ელემენტი დაწყებული ენიდან და დამთავრებული გამოსასვლელით ადამიანის სხეულიდან.
6
ჭამე, თუ შეგიძლია. ამერიკული რესტორანი „Big Texan Steak Ranch Amarillo” თავის მნახველთა შორის რეგულარულად ატარებს აქციას . რესტორანი სთავაზობს უფასოდ 2 კილოგრამიანი სტეიკის ჭამას გარნირთან ერთად 1 საათის განმავლობაში. მხოლოდ რამოდენიმემ მოხერხა ხორცის სტეიკის დიდი ნაჭრის დაგემოვნება. ასეთი აქციები ოდითგანვე იზიდავდა როგორც მონაწილეებს ასევე დამკვირვებლებსაც.
7
წყალქვეშა რესტორანი სასტუმროში Hilton
8
რესტორანი ხეზე. კუნძულ ტობაკოს მზერით დატკბობა შეგიძლიათ რესტორნიდან Jemma’s view Kitchen, რომელიც მდებარეობს სამეფო „გვირგვინში“
9
რესტორანი ხეზე. “Soneva Kiri” ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელები ტაილანდში სთავაზობენ დამსვენებლებს ესადილათ ხის კენწეროზე.სტუმრებს აჯენენ დიდ მოწნულ კალათებში, შემდეგ წევენ მაღლა, ესე 4,5 მეტრ სიმაღლეზე. მიმტანები ემსახურებიან მაგიდას, სპეციალური საბაგირო „ბილიკების“ გავლით.
10
ბარი – რკინიგზა. ორიგინალობა ამ ბარის ის არის, რომ აქ არ არიან მიმტანები და თქვენი შეკვეთა მოგეწოდებათ პატარა მატარებლით.
11
რესტორანი კლდეზე. რესტორანში “Grotta Palazzese” შეგიძლიათ დააგემოვნოთ იტალიური საჭმელები, ისიამოვნოთ ზაფხულის ბრიზით და დატკბეთ სანახაობრივი ხედით ზღვაზე.
12
ჩანჩქერის ძირში. რესტორანი Villa Escudero ცნობილია ჩანჩქერით. ხმაურიანი ჩანჩქერი გარშემოტყმული იყო ბეტონით და მის ძირში წყალში განათავსეს მაგიდები. ადგილობრივი სტუმრები დადიან რესტორაში შარვალაწეულები, რადგან წყლის დონე 15-დან 20 სმ-მდეა. საკვების მიღების მერე ან მანამდე შეიძლება მზის ვანების მიღება ჩანჩქერის თბილ წყლებში და წყლის დაცემის ყურებით დატკბობა.
13
რესტორანი სიბნელეში. რესტორანი O’Noir Montreal სთავაზობს თავის კლიენტებს დააგემოვნონ საკვები სრულ სიბნელეში. სტუმრებს ეგებებიან მიმტანები ღამის განათების ხელსაწყოებებით და „ესკორტის“ თანხლებით მიყავთ მაგიდამდე. რესტორანში აკრძალულია სანთებლები, მობილური ტელეფონები და ამგვარი ილუმინაციები.
14
რესტორანი – ბაღში. „De Kas” რესტორანში მაგიდები განლაგებულია მწკრივებში, სადაც იზრდება ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, ხილი და მწვანილი. მაგრამ ეს არ არის ვეგეტარიანული რესტორანი, აქ შეიძლება შეუკვეთოთ ხორცი და ზღვის პროდუქტები.
15
ბავშვთა რესტორანი. ამსტერდამში ყველაზე არაჩვეულებრივ რესტორნად ითვლება Kinderkookkafe. აქ თქვენ მოგემსახურებიან ძალიან ახალგაზრდა მიმტანები და ასევე ახალგაზრდა მზარეულები მოამზადებენ ნებისმიერ კერძს უფროსი მზარეულის ზედამხედველობის ქვეშ. განსაკუთრებით გემრიელია აქ დესერტი.