უცნაური

გონების მოგზაურობა

0ae3f6574a58

ყოველი ადამიანი, ადრე თუ გვიან საკუთარ თავს უსვამს კითხვას: რა იქნება ფიზიკური სიკვდილის შემდეგ?ყველაფერი ბოლო ამოსუნთქვით მთავრდება თუ სიცოცხლის დასრულების შემდეგ, სული იარსებებს?

ახალი მეცნიერული ინფორმაციის თანახმად,ადამიანს აქვს უკვდავი გონება.ჯერ კიდევ ასეულობით წლების წინ ადამიანები აკვირდებოდნენ თავის მკვდარ და ცოცხალს ახლობლებს და გამოიტანეს დასკვნა, რომ ადამიანში არის რაღაც, რაც სუნთქვასთანაა დაკავშირებული.ამ რაღაცას კი სული უწოდეს.

ავსტრალიელ აბორიგენებს სწამთ სულის არსებობის.მათი წარმოდგენით, ქალი იმიტომ ორსულდება, რომ როდესაც რაიმე ხესთან, ან ცოცხალ არსებასთან გაივლის, იქნება ეს ცხოველი თუ ფრინველი, მასში სახლდება მომავალი ბავშვის სული.

c8c3df662881

აზიის, ევროპის,ამერიკის,აფრიკის და ავსტრალიის მცხოვრებლები აღიარებენ სულის არსებობას.ძველ ეგვიპტეში ეგონათ, რომ სული ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ნაწილი იყო.მაგრამ სად სახლობს ეს რაღაც, რაც ადამიანის ცხოვრებას უწყობს ხელს?ამ კითხვაზე ყველა რელიგიას თავისი პასუხი აქვს.ზოგი ხალხი თვლიდა, რომ სული არის თავში, ზოგიც ამბობდა, რომ დიაფრაგმაში,მუცელში,ღვიძლში,გულში.ძველი ბაბილონის მცხოვრებლები ფიქრობდნენ, რომ სულის ადგილსამყოფელი არის ყურები.აი ძველი ებრაელები, კი თვლიდნენ, რომ ის ადამიანის სისხლშია.მართლაც, ასეთ ჰიპოთეზაში იყო აზრი : ჰომო საპიენსი სისხლის დაკარგვით სიცოცხლესაც კარგავს.

თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს “რაღაც” არ არის მოთავსებული რომელი ცალკეულ ნაწილში, არამედ მთელ სხეულს მოიცავს.

e3e8fa3b0e14

ახლახანს გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ფსიქოლოგიური კვლევა: ბავშვებს 7-17 წლამდე უსვამდნენ კითხვას, თუ სად მდებარეობს სული.უფროსები პასუხობდნენ,რომ ყველგან, საშუალო ასაკის ბავშვები თავზე უთითებდნენ, ხოლო პატარები ამბობდნენ, რომ გულის ოდნავ მარცხნივ. სხვათაშორის, ეს პასუხი ყველაზე მეტი იყო.ის ჰიპოთეზა, რომ ადამიანის სული გულშია, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

18892329df54

ასე ექიმმა ფსიქიატრმა, პოლ პირსელმა გამოკითხა 140 ადამიანი, რომლებსაც გული გადაუნერგეს და დაწერა წიგნი “ გულის კოდი“. დასკვნა ასეთია : ჩვენი სული ან ხასიათი მოთავსებულია არა ტვინში,არამედ გულში.ზუსტად აქ არის დაპროგრამებული პიროვნება.ის გვმართავს ჩვენ. მას წიგნში მოყავს მაგალითებიც, როდესაც პაციენტები, რომლებსაც გული გადაუნერგეს, სრულიად შეიცვალნენ ქცევებში და ხასიათში.

58af5bf75247

საინტერესოა, რომ 1990 წელს გაკეთდა სენსაციური განცხადება, რომ ჩვენი სული მატერიალურია და მისი აწონვა შეიძლება.აშშ-ის ერთ-ერთ ლაბორატორიაში აღმოაჩინეს, რომ ადამიანის სული არის მისი ბიოპლაზმური ტყუპისცალი, რომელსაც აქვს კვერცხისებრი ფორმა.ის ტოვებს სხეულს, გარდაცვალების წამს.მეცნიერები წონიდნენ მომაკვდავ, ხოლო შემდეგ უკვე მკვდარ ადამიანს. აღმოჩენა იყო სენსაციური- გარდაცვლილი ადამიანი 2,5-6,5 გრამამდე ნაკლებს იწონიდა! თუმცა… ეს არ გახდა მართლაც პოპულარული ჰიპოთეზა. დამტკიცდა,რომ მსგავსი არა მარტო სიკვდილის, არამედ ძილის დროსაც ხდება.იმ მომენტში როდესაც ადამიანი ფხიზლობიდან ძილში გადადიოდა, ის კარგავდა წონის 4-6 გრამს.თითქოს სული ძილის დროს ტოვებს სხეულს. გაღვიძების შემდეგ ადამიანი საკუთარ წონას უბრუნდებოდა.

ისწავლება სიკვდილი

204cd93812cd

1926 წელს სამეფო საზოგადოების წევრმა სერ უილიამ ბარეტმა გამოსცა წიგნი, მომაკვდავ ადამიანთა ხილვებზე.ამ ცნობების მეშვეობით, ფართო საზოგადოებამ გაიგო,რომ ადამიანები სიკვდილის წინ ხედავენ სხვა სამყაროებს,ესმით მუსიკა და ხშირად ნახულობ გარდაცვლილ ახლობლებს.

მაგრამ,გასული საუკუნის 70-იან წლებში,ამერიკელი პროფესორი, ფსიქოლოგი და მედიცინის დოქტორი რაიმონდ მოუდი გახდა ერთ-ერთი პირველი ექიმი–პროფესიონალი,რომელმაც ხელი მოკიდა უცნობ მოვლენას,რომელსაც მან დაარქვა “თითქმის სასიკვდილო გამოცდილება”.გამოკვლევის შედეგებით 1975 წელს მან გამოსცა წიგნი “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ” და 1999 წლამდე ამ წიგნის სამი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.მასში წარმოდგენილი ფაქტები, სრულიად ცვლის სიკვდილზე წარმოდგენას.

წიგნში გაანალიზებულია 150-მდე ადამიანთა შთაბეჭდილებები, რომლებიც აღმოჩნდენ კლინიკური სიკვდილის მსხვერპლნი.მინდა შეგახსენოთ, რომ კლინიკური სიკვდილი არის სიკვდილის შექცევადი პროცესი, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთი სისხლის მომოქცევის და სუნთქვის გაჩერების შემდეგ.სხეულის ნორმალური ტემპერატურის დროს, ადამიანი ასეთ მდგომარეობასჰი 8 წუთი იმყოფება.

რაიმონდ მოუდიმ შეკრიბა სენსაციური ფაქტების კრებული.. ამერიკელის შრომა იყო ერთგვარი სტიმული სხვა მეცნიერებისთვის, რათა ეს სფერო გამოეკვლიათ.

აი ასეთი ამბები….. ყველას დიდი მადლობა. მიყვარხართ :*

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button