უცნაური

სახლები,რომლებსაც სისხლი სდით

b4ef884a9f1d

გამარჯობა ჩემო კარგებო.. ალბათ გახსენდებათ კადრები საშინელებათა ფილმებიდან, უცებ რომ წამოვა ხოლმე ონკანიდან სისხლი.. ცოტამ თუ იცის, რომ მსგავსი ნამდვილად ხდება!

აი რა ისტორია მოხდა სენტ-კვენტინში(საფრანგეთი). 1985 წლის აგვისტოში სატვირთოს მძღოლმა ჟან-მარკ ბელმერმა და მისმა ცოლმა ლუსიმ გააკეთეს რემონტი საკუთარ სახლში.1986 წლის იანვარში კი კედლებზე და ხალიჩებზე სისხლის წვეთები გაჩნდა.ეს მალე დასრულდა, მაგრამ თებერვალში კვლავ განახლდა.როდესაც ცოლ-ქმარმა თეთრეულზეც აღმოაჩინა გაურკვეველი წითელი ფერის წვეთები,ძალიან შეეშინდათ და სახლი დატოვეს.

როდესაც იქ მივიდნენ პოლიციელები, მთელი სახლი დაფარული იყო უკვე გამხმარი წითელი ლაქებით,რომლებიც სისხლს გავდნენ.ანალიზებმა დაამტკიცა – ეს ნამდვილად სისხლი იყო, თანაც ადამიანის! თუმცა მისი წყარო ნაპოვნი ვერ იქნა.

8c09440b9ef6

1987 წლის სექტემბერში ამერიკული შტატის ატლანტის მცხოვრებთა- ვილიამს და მინი კლაიდების სახლში კედლებიდან და ჭერიდან სისხლმა დაიწყო დენა. ამის მიზეზი კვლავ ვერ იქნა აღმოჩენილი.თვითონ ვინსტონებიც, რომლებმაც ამ სახლში 20 წელი გაატარეს, ამტკიცებდნენ რომ ადრე მსგავსი ანომალია არ მომხდარა.

საინტერესოა სხვა “სითხეებიც”. ასე 1919 წელს, ინგლისელი მღვდლის სვენტონ ნოვერსის სახლის კედლებიდან და ჭერიდან ნავთობი წვეთავდა! 1 სექტემბერს ნავთობის მაგივრად წყალი წამოვიდა, შემდეგ კი ნაზავი- მეთილის სპირტი და ზეთი! მუშებმა კედლებში და ჭერში ხვრელები გააკეთეს, თუმცა ვერაფერი უცნაური ვერ აღმოაჩინეს.

2bf38b2a33ff

ყველაზე ხშირად ხალხი წყლის პოლტერგეისტს ხვდება. ასე, მისტერ ფრენსის მარტინი, მასაჩუსეტსიდან, ფეხბურთს უყურებდა როდესაც გაისხმა მსხვრევის ხმა და კედლებიდან წყალი წამოვიდა. ეს მოვლენა პერიოდულად მეორდებოდა – ზუსტად 20 წუთში ერთხელ.

მარტინების ოჯახი იძულებული გახდა გადასულიყო ნათესავებთან, მაგრამ პოლტერგეისტმა იქაც მიაგო და მთელი ბინა მალევე დატბორა. ამასთან მუშებმა ვერ იპოვის ვერცერთი გახეთქილი მილი!

ჩეხეთის მკვიდრებს რამოდენიმე წელი არ ასვენებდა უცნაური ფენომენი: მათ ტანზე და ტანსაცმელზე, ასევე გარშემო მყოფ ნივთებზე უცნაური სტაფილოსფერი ლაქები ჩნდებოდა. ანალიზებმა აჩვენა, რომ ეს ნაერთი წარმოადგენდა 97% რკინის ოქსიდს… როგორ ჩნდებოდა ეს ლაქები დახურულ შენობებში – წარმოუდგენელია!

cd18ca2feb8e

ასეთ ფენომენებს შეიძლება ჰქონდეს ბევრი ახსნა.მაგალითად,კედელზე სისხლის ლაქების გაჩენა შეიძლება ადამიანების მიერ განხორციელებული ზიანის შედეგი იყოს.ცნობილია შემთხვევები,როდესაც ადამიანებმა თვითონ “გაუკეთეს ორგანიზება” პოლტერგეისტს- რათა მიექციათ ყურადღება მათკერ ან რაიმე შემოსავლის მიღების მიზნით.

ამ შემთხვევების ნაწილი შეიძლება მართლაც იყოს ანომალური.მკვლევარების უმეტესობა თვლის, რომ პოლტერგეისტის გაჩენაში დიდი როლი მიუძღვით ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებთაც აქვთ ფსიქოკინეტიკური შესაძლებლობები.

და ბოლო ახსნა- შეიძლება ეს მართლაც “იქითა” ძალების შემოქმედებაა. თუმცა რატომ აკეთებენ ამას,ეს უცნობია.

:) აი ასეთებიც ხდება მსოფლიოში. იმედია თქვენთან სახლში ყველაფერი რიგზეა :)) დიდი მადლობა ყურადღებისთვის

BY ნაწკა

NataLie Tarashvili | Create Your Badge
100001248111493.976.1401718075

მსგავსი ამბები

Back to top button