დაუღალავი ჰეფი და მისი 60 წლით ახალგაზრდა მეუღლე
ცნობილი და სკანდალური მამაკაცის ჟურნალ პლეიბოის დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი უკვე 86 წლისაა, თუმცა თავისას მაინც არ იშლის და ხელახლა ქორწინდება. მისი გამჭოლი თვალი შეჩერდა 26 წლის მოდელ კრისტალ ჰარისზე, რომელმაც გასულ წელს მიიღო ქორწინების შეტავაზება “მოხუცი კაპრიზული ბაბუსგან”, თუმცა უარით გაისტუმრა პოტენციური საქმრო, თუმცა რაღაც დროის შემდეგ კვლავ დაბრუნდა თავის “ბედისწერასთან”. გოიგონას არ ადარდებს 60 წელი სხვაობა მათ ასაკში.მოდით ბედნიერება ვუსურვოთ მათ და ვნახოთ ბაბუს “მსხვერპლი”
ჰიუ ჰეფნერი გახლავთ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი გაზეთისა “Playboy” და ასევე დამაარსებელი ‘Playboy Enterprises’. მეტსახელად ‘ჰეფ’
იდეა შეექმნა ჟურნალი ფლეიბოი მას გაუჩნდა სტუდენტობის პერიოდში, ის გატაცებული იყო გამომცემლობით, ის მუშაობდა მწირი ჟურნალის რედაქტორად სახელად ‘Shaft’ და ხატავდა კარიკატურებს ჟურნალებისთვის.
ჰიუ დაქორწინდა მილდრედ ვილიამსზე. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა 10 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ. 1952 წელს მათ გაუჩნდათ გოგო სახელად კრისტი, და 1955 წელს კი ბიჭი სახელად დევიდ პოლ.
1959 წელს ის გაშორდა მილდრედ უილიამს და 30 წლის განმავლობაში ცხოვრობს მარტო. მაგრამ მიუხედავად ამისა მას ახლო ურთიერთობა ქონდა ბევრ ლამაზმანთან. და მხოლოდ 1989 წელს ის ქორწინდება მეორედ მოდელ კიმბერლი კონრადზე.
ამ ქორწინებასაც დიდი ბედი არ უწერია და კვლავ 10 წელი გრძელდება. 2000 წლიდან ჰიუ ჰეფნერი ცხოვრობდა თავის ერთგვარ ‘სასახლეში’ 7 გოგონასთან ერთად: 18-დან 28-წლამდე.
ჰეფნერის საყვარლები, რომლებიც ძირითადად 20 წლამდე ასაკისანი იყვნენ, ბოსის საწოლის გავლით ადვილად აღწევდნენ წარმატებას.
მალე ჰიუმ დიდების მწვერვალს მიაღწია. მის დაარსებულ ფლეიბოიში გამოსაქვეყნებლად თანახმა გახლდათ უკვე ისეთი ვარსკვლავები როგორებიცაა ჯონ აპდაიკი, კურტ ვონეგუტი, ტომ კლენსი. და ინტერვიუებზე თანახმა გახლდათ ისეთი მეგა ვარსკვლავები როგორიცაა დენის როდმანი, კევინ სპეისი,ჯონ ტრავოლტა, ბილ გეითსი.
ჰეფნერს სურდა საცხოვრებელი სახლის გაფართოება და აპირებდა თავისი სახლის გაყიდვას 2009 წლის მარტიდან და ბოლოს ჰეფნერის სახლის მყიდველი აღმოჩნდა 25 წლის მილიონერი დარენ მეტროპულოსი, რომელმაც შესთავაზა ჰეფს 18,000,000$. საოჯახო სახლი მდებარეობს მეორე შენობის გვერდით რომელიც არის ჰეფნერის საკუთრება, სადაც გახლავთ რედაქცია ჟურნალ ფლეიბოის.
აღსანიშნავია, რომ ჰეფნერი სიკვდილზე ისე საუბრობს, როგორც მორიგ რომანტიკულ თავგადასავალზე. წინასწარ შედგენილ ანდერძში ის ითხოვს ვესტვუდის სასაფლაოზე დაკრძალვას, ფლეიბოის პირველ „ცოცხალ მოდელ“ მერლინ მონროს გვერდით…