არქივი

კათოლიკური ეკლესია (ნაწილი I)

d6f43dcf4d51
პოსტში გაგაცნობთ კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლებას  XI-XII საუკუნეებში

dd2a02b852e5
სან-ჯოვანის წარწერა სან-ჯონის ბაზილიკაზე
f822ba6cf351
გუსტავ დორე
eb21d4c40803
წიგნი ერეტიკოსთა შესახებ
f605f6ea6ba6
ერეტიკოსები
ffdbb7eed8c6
ინდულგენცია

დასავლეთ ევროპაში კათოლიკური ეკლესია დიდ ძალას წარმოადგენდა. რომის პაპები უამრავ სიმდიდრეს ფლობდნენ : მათი კუთვნილება იყო შესანიშნავი სასახლეები და ციხესიმაგრეები ,აურაცხელი განძი.პაპები ცდილობდნენ თავიანთი ხელისუფლებისათვის დაემორჩილებინათ ევროპის ხელმწიფენი.მიზნის მისაღწევად  იყენებდნენ როგორც მოლაპარაკებებს,ასევე საჭიროების შემთხვევაში დაქირავებულ შეიარაღებულ რაზმებსაც.ძალაუფლებისათვის ბრძოლის დროს პაპები არავითარი დანაშაულის წინაშე არ იხევდნენ უკან.კათოლიკური ეკლესია ფეოდალი იყო,მას ეკუთვნოდა დასავლეთ ევროპაში დამუშავებული მიწების ერთი მესამედი,ჰყავდა ათასობით ყმა, საქონლის დიდი ჯოგები.

801a6ebfd77d

მღვდელ-მსახურები თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ საერო დიდებულთაგან.მათი უმრავლესობა ძვირფასი ტანსაცმლით იმოსებოდა,მონაწილეობდა ომებში,აწყობდა ასპარეზობებს . დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ხაზინაში აუარებელი სიმდიდრე მიედინებოდა.მოსახლეობა ეკლესიას უხდიდა შემოსავლის მეათედს,ამასთანავე  საეკლესიო წესების :ნათლობის, ქორწინების და სხვათა შესრულებისთვის მღვდელს ფულს აძლევდნენ.შემოსავლის გაზრდის მიზნით ეკლესია ყიდდა ცოდვების მიტევების სპეციალურ სიგელებს – ” ინდულგენციებს” (წყალობა).

ბერები ინდულგენციებს ყიდდნენ ქალაქებსა და სოფლებში ,ბაზრებსა და მოედნებზე.ამრიგად ,კაციმსკვლელს,ყაჩაღსა და ქურდს ვისაც ფული ჰქონდა ,ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვის აღარ ეშინოდა.მას მიეტევებოდა  არამარტო წინათ ჩადენილი არამედ ის დანაშაულიც რომელსაც მომავალში ჩაიდენდა.სხვადასხვა ცოდვის საფასური პაპის სასახლეში შედგენილი განსაკუთრებული ნუსხით,სხვადასხვა იყო . ეკლესიის შემოსავლის გაზრდას ემსახურებოდა “წმინდა” ნივთებიც,რომელთა შეხებაც , რა თქმა უნდა,  გარკვეულ  საფასურად, “კურნავდა” ავადმყოფებს ..

ერეტიკოსები
კათოლიკური ეკლესიის სიძლიერის მიუხედავად ,შუა საუკუნეებში სულ უფრო და უფრო მატულობდა ერეტიკოსთა ,კათოლიკობისგან განდგომილთა რიცხვი.ერეტიკოსები მორწმუნე ადამიანები იყვნენ ,მაგრამ მათ კათოლიკობის საწინააღმდეგო ქადაგება არყევდა გაბატონობელი სამღვდელოების ავტორიტეტს.. ქრისტიანული ერესი ( მწვალებლობა) ისეთივე ძველია ,როგორც თავად ეკლესია .

ქრისტიანობის  ისტორიის პირველსავე საუკუნეებში ,როცა მუშავდებოდა სარწმუნოების საფუძვლები ,ეკლესიის ის მოღვაწეები ,რომლებიც საეკლესიო კრებებზე მიღებული შეხედულებებისგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ,დაგმობილი და დაწყევლილი იყვნენ ,როგორც ერეტიკოსები.

XI საუკუნიდან მოყოლებული ერესები ახალი ტალღით იფეთქებდა ხოლმე შუა საუკუნეების ევროპაში.ზოგიერთ მათგანს ეკლესია საკმაოდ სწრაფად ახშობდა ,ზოგიერთი  ფართოდ ვრცელდებოდა და დიდხანს  რჩებოდა.შუა საუკუნეების ადამიანს უამრავ ყოველდღიურ საზრუნავთან ერთად ჰქონდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი : როგორ გადაერჩინა თავისი სული ? ბუნებრივია, პირველ რიგში სწორედ მასზე უნდა ეზრუნა.მაგრამ ხალხი ხედავდა რომ ეკლესიამ რომელიც მორჩილებასა და მიწიერ სიამოვნების უარყოფას ქადაქგებდა ,თავად დააგროვა უთავაკავი სიმდიდრე და შეიძინა უდიდესი პოლიტიკური ძალაუფლება.ყოველივე ეს შეუთავსებელი იყო ქრისტეს სწავლებასთან.ხელოსნების ,ვაჭრების რაინდების ,უბრალო მღვდლების  და ბერების,ზოგჯერ დიდებულების წრეშიც  დროდადრო ჩნდებოდნენ ადამიაები,რომლებიც არსებობდა სახარების სწავლებასა  და რეალურ ცხოვრებას შორის.ამრიგად,ერეტიკოსები იყვნენ ადამიანები,რომლებსაც ეჭვი შეიპყრობდა.ქალაქი იყო ერთ-ერთი მთავარი  კერა,სადაც მსგავსი ეჭვების ჩასახვა ხდებოდა.აქ უფრო სწრაფად ,ვიდრე სოფლად ,გაიზარდა განათლებულ ადამიანთა  რიცხვი,რომელთაც შესწევდათ უნარი წაეკითხათ რელიგიური წიგნები და დამოუკიდებლად ემსკელათ მათ შინაარსზე.ამიტომ მრავალი ერესი სწორედ ქალაქში ჩაისახა.

ერეტიკოსები ის მორწმუნეები იყვნენ რომლებმაც მთელი სიმძაფრით იგრძნეს არსებული წინააღმდეგობის სიღრმე ,ერთის მხრივ ქრისტეს რელიგიასა,რომელიც ასწავლიდა სიკეთეს,მოწყალებასა და კაცთმოყვარეობას და მეორეს მხრივ შუა საუკუნეების საზოგადოებაში ქრისტიანული ეკლესიის ნამდვილ მდგომარეობას შორის,სადაც ის ასრულებდა ყველაზე ძლიერი და მდიდარი მბრძანებლის როლს.ისინი მოუწოდებდნენ “იაფი” ეკლესიის შექმნისკენ ,მღვდელმსახურთა იერარქიისა და ყოველგვარი პოლიტიკური ძალაუფლების შესახებ ..

წყარო : მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო

მსგავსი ამბები

Back to top button