არქივი

ვარძია

7d978acdd5b2

თამარის მეფობის დრო საქართველოს ოქროს ხანად ითვლება. ამ პერიოდში ქვეყანაში დიდი აღმშენებლობა დაიწყო. საქართველოს ყოველ კუთხეში გაჩნდა ციხე-კოშკები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები და ხიდები. ეს პერიოდი XII საუკუნის ბოლო XIII-ს დასაწყისი, ითვლება ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის რენესანსად.

ამ დროს შეიქმნა გენიალური ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი”, აიგო გეგუთის, ბეთანიის, ყინწვისის, უდაბნოსა და სხვა მრავალი ტაძარი. მათ შორის ყველაზე უფრო დიადი და საკვირველი – ვარძია , რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ თამარის მამამ მეფე გიორგი III-მ დაიწყო და თამარ მეფემ დაასრულა.

ვარძია – კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ. თუმცა ვარძია ღრმად არის კლდეში გამოკვეთილი, მაგრამ მას არც დღის სინათლე და არც ანკარა წყარო აკლია. კლასიკურად ნაგები წყალსადენი მეზობელი მთებიდან უხვად აწვდის მას წყაროს ცივ წყალს. იშვიათი სანახავია თლილი ქვისგან ნაგები მთავარი ტაძარი, რომელსაც თამარის ფრესკა ამშვენებს ( დღეს დღეობით შემორჩენილია თამარის მხოლოდ 4 ფრესკა), მას ხელში ეკლესიის მაკეტი უჭირავს და გვერდს უმშვენებს მამა-მეფე გიორგი III.

6da88bdbdcb1

ვარძია – ლეგენდარული თამარის საყვარელი რეზიდენცია იყო. მხოლოდ მისი საცხოვრებელი ოთახების რაოდენობაა 366, რის გამოც მის საძინებელს მტერი ვერასდროს ვერ პოულობდა. უნიკალურია სათათბირო დარბაზების აკუსტიკური სისტემა. ვარძია ამავე დროს ძლიერი ციხე-სიმაგრის როლსაც თამაშობდა. იგი ფხიზელ გუშაგად იდგა მტკვრის ხეობის სამხრეთიდან მომავალ გზაზე. ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურულ ძეგლთა სიაში, როგორც ერთერთი უნიკალური ქვაში ნაკვეთი ქალაქი.

7419ec8cc23e

68b7f32ca9c3

157f6a2552ba

886f345f994b

b3f6175e3d14

5e7da1279f9a

b3b5e3386b16

b5180519aa36

9708d723f9f7


By MaLli & Don MinDia

მსგავსი ამბები

Back to top button