არქივი

ციხე-სიმაგრეები, ნაწილი I

57da0cd65af3
ucnauri.com-ზე მინდა შემოგთავაზოთ პერიოდული სტატიების კრებული “ციხე-სიმაგრეები”. პირველ ნაწილში ორ ციხე-სიმაგრეს მიმოვიხილავ – ბრანისა და მალბორგის.

ბრანი
0fab600fe662
ბრანი – ციხე-სიმაგრე რუმინეთში, ბრაშოვიდან 30 კმ-ში, მუნტენიისა და ტრანსილვანიის საზღვარზე. ციხე-სიმაგრე XIV საუკუნის ბოლოს აშენდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, მათივე სახსრებითა და ძალისხმევით. ამის გამო ისინი რამდენიმე წელიწადი განთავისუფლდნენ სახელმწიფო გადასახადისგან. 1622-1627 წლებში ბრანის ციხეს ორი დამატებითი, დამცავი კოშკი მიუერთეს.
კლდის წვერზე აგებული ტრაპეციის ფორმის ბრანის ციხე სტრატეგიულად კარგად იყო დაცული. ციხე-სიმაგრეს ოთხი დონე აქვს, რომელიც ერთმანეთს კიბეებით უკავშირდება, ხოლო ოთახები და დერეფნები ამოუცნობ ლაბირინთს ქმნიან. შიდა ეზოში არის ჭა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, მიწისქვეშა ოთახებს უკავშირდება. ბრანის ციხეს თავისი ისტორიის მანძილზე ბევრი ბატონი ჰყავდა. თავდაპირველად ის მირჩე უფროსს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ბრაშოვისა და ჰაბსბურგების იმპერიის მაცხოვრებლებს.
4c004161c6b3
გრაფი ვლადისლავ ტეპეში – დრაკულა

ლეგენდის მიხედვით აქ ღამეს ათევდა ცნობილი ტრანსილვანიელი მთავარი ვლადისლავ ტეპეში, იგივე გრაფი დრაკულა, თავისი ლაშქრობების დროს, ხოლო ბრანის მიდამოები მისი საყვარელი სანადირო ადგილი იყო. არსებობს კიდევ ბევრი ვერსია ვლადისლავ ტეპეშსა და ბრანის ციხეზე, ამიტომ ხშირად ბრანს დრაკულას ციხედ მოიხსენიებენ.
1918 წლის შემდეგ, რუმინეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად, ბრაშოვის მაცხოვრებლებმა, რომელთა წინაპრებმაც ბრანი ააგეს, სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ციხე-სიმაგრე დედოფალ მარიას, რუმინეთის მეფე ფერდინანდ I-ს მეუღლეს აჩუქეს, მან კი სამეფო რეზიდენციად აქცია.
fef2a14e5fdf
ბრანის ციხე-სიმაგრის შიდა ხედი

დღეს ბრანის ციხეში ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმია. აქ ინახება იარაღებისა და აბჯრებისა და XIV – XIX საუკუნის სხვა ნივთების მდიდარი კოლექცია. ბრანის ადგილმდებარეობა ასევე განთქმულია გემრიელი ყველით, რომლის დამზადების საიდუმლო თაობიდან თაობას გადაეცემა, თუმცა ბრანის პოპულარობის მთავარი მიზეზი მაინც გრაფი დრაკულაა, იდუმალი ვლადისლავ ტეპეში…

მალბორგი
f32ea2584bcc
მალბორგი ანუ მარიენბურგი ტევტონთა ორდენის ყოფილი დედაქალაქი და დიდი მაგისტრების საცხოვრებელი იყო. დღეს ამ ადგილზე ქალაქი მალბორგი მდებარეობს, ხოლო ტერიტორია პოლონეთს ეკუთვნის. შუა საუკუნეებში მარიენბურგი პირველი ხარისხის ციხე-სიმაგრედ და ტევტონთა ორდენის მთავარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენდა. ამ სიმაგრის მნიშვნელობა
იმითიც აისახება, რომ აქ თვით ორდენის დიდი მაგისტრი სახლობდა და მის რეზიდენციას წარმოადგენდა 1309-1456 წლებში. მარიენბურგი უდიდესი შუა საუკუნოვანი ციხე-სიმაგრეა, რომელიც აგურითაა აგებული და აგურული გოთიკის ეტალონად ითვლება, რის გამოც შედის მსოფლიოს ხალხების კულტურულ ძეგლადაა დასახელებული.
a2cca8feabaf
ტევტონ რაინდთა ორდენის გერბი

ციხე-სიმაგრე ტევტონმა რაინდებმა 1274 წელს ააშენეს მდინარე ნოგატის(დღევანდელი ვისლა) სანაპიროზე. 1309 წელს მასში ტევტონთა მაგისტრი გადმოსახლდა, რომელიც ვენეციაში სახლობდა. XIV საუკუნის განმავლობაში მარიენბურგი იზრდებოდა და ნელ-ნელა მთელი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს ქალაქად ყალიბდებოდა.
ციხე-სიმაგრის კედლებს შიგნით 210 ათასი კმ² ფართობი მოექცა, რომელიც მუდამ ბეჯითად მშრომელმა გერმანელებმა სწრაფად შეავსეს უამრავი ნაგებობით. აქ იყო იარაღის უზარმაზარი საწყობები, საზარბაზნეები, სამჭედლოები, რაინდთა ყაზარმები, დაქირავებული მეომრების საცხოვრებლები, დარბაზები, საწვრთნელი მოედნები, სურსთათ-სანოვაგის საწყობები, საჯინიბოები, ეკლესია და ა.შ. ყველგან გერმანული წესრიგი და დისციპლინა სუფევდა.
254997813e5a
ტევტონი რაინდები

ციხე-სიმაგრეს მუდმივად იცავდა ტევტონთა გარნიზონი. გალავნები ძალიან სქელი და მტკიცე იყო და ადვილად გაუძლებდა ზარბაზნის ქვის ყუმბარებს, ხოლო სქელი კოშკებიდან ადვილად შეიძლებოდა მტრისთვის ისრების, შუბებისა და ქვების დაშენა. მარიენბურგს მხოლოდ ერთი გალავანი არ ჰქონია. მის შიგნით იყო მეორე, უფრო მტკიცე ციხე-სიმაგრე,რომლის შემდეგაც ციტადელი იდგა. ციხე-სიმაგრე მიუდგომლად ითვლებოდა, რადგან ყველამხრივ დაცული იყო. მოალყეებისთვის კიდევ ერთ წინააღმდეგობას მდინარე ნოგატი წარმოადგენდა, რომელიც ცალი მხრიდან აუმჯობესებდა მარიენბურგის დაცვას. ციხე-სიმაგრის მაცხოვრებელთა რიცხვი დაახლოებით 3000-ს უტოლდებოდა, თუმცა მათ გარდა აქ ხშირად დაქირავებული ჯარის ნაწილებიც იყო განლაგებული. ტევტონთა ორენის გრიუნვალდის ბრძოლაში
a68629ae4677
დამარცხების შემდეგ 1410 წელს, მარიენბურგმა პოლონელთა და ლიტველთა ხანგრძლივ ალყას გაუძლო. ქალაქი მარიენბურგი დაინგრა, ხოლო ციხე-სიმაგრე გადარჩა და კიდევ თითქმის ორმოცი წელიწადი იარსება,როგორც ტევტონთა ორდენის ცენტრმა. 1456 წელს ტევტონთა მაგისტრმა მარიენბურგი დაქირავებულ ჩეხ მეომრებს გადასცა ჯამაგირის მაგივრად, მათ კი ეს ციხე-სიმაგრე პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ს მიყიდეს. ამ ტერიტორიაზე XVII საუკუნიდან შვედები გაბატონდნენ, რის შემდეგაც მარიენბურგი აღარ განვითარებულა და თითქმის მიტოვებულ იქნა. ნაპოლეონის ომების პერიოდში კი ამ ციხე-სიმაგრეს როგორც სამხედრო არსენალს ისე იყენებდნენ. 1816 წელს პრუსიელი არქიტექტორის, დავიდ ჟილის რეკომენდაციით ბერლინიდან გაიგზავნენ არქიტექტორები და მეცნიერები, რომელთაც მარიენბურგის რეკონსტრუქცია დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომში ციხე-სიმაგრე მცირედ დაზიანდა, თუმცა შემდეგ პოლონელებმა მარიენბურგის მთლიანი რეკონსტრუქცია ჩაატარეს და ეს ციხე დღესაც ისევე ამაყად დგას მდინარე ვისლას სანაპიროზე, როგორც ეს ტევტონთა ორდენის არსებობის პერიოდში იყო.

samxedro-istoria.blogspot.com

ნიკა ხოფერია 

მსგავსი ამბები

Back to top button