არქივი

უილიამ უოლესი

a72bf7a0aede

მინდა შემოგთავაზოთ დიდი შოტლანდიელი გმირის, უილიამ უოლესის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე მიმოხილვა.

უილიამ უოლესი (დაახლ. 1270 – ლონდონი, 25 აგვისტო,1305) – შოტლანდიის ეროვნული გმირი, რაინდი და მხედართმთავარი, აჯანყების წინამძღოლი ინგლისისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმდინარე ომში. შოტლანდიის მცველი(რეგენტი) 1297-1298 წლებში. უილიამ უოლესი ღარიბი შოტლანდიელი რაინდის სერ მალკოლმ უოლესის, ლორდ ჯეიმს სტიუარტის ვასალის უმცროსი ვაჟი იყო. 1296 წელს ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხება შოტლანდიაში შეიჭრა და ეყრდნობოდა რა პროინგლისური პარტიის ბარონების მხარდაჭერას, დაიპყრო მთელი ქვეყანა. შოტლანდიის კანონიერი მეფე იოან ბალიოლი იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე და ქვეყანა ედუარდ გრძელფეხებასთვის ჩაებარებინა. ინგლისურმა გარნიზონებმა დაიკავეს შოტლანდიური ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, ხოლო ედუარდის ბარონებმა ახალი გადასახადები დააწესეს შოტლანდიელ ხალხს.
940e52cc2d49
უკვე 1297 წელს რამდენიმე ადგილზე აჯანყება დაიწყო ინგლისური ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩრდილოეთში ამბოხს ენდრიუ მორეი მეთაურობდა, სამხრეთში უილიამ უოლესი. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება იოან ბალიოლის რესტავრაციისთვის მიზნით მიმდინარეობდა, უოლესს პირველ ეტაპზე რობერტ ბრუსი, ჯეიმს სტიუარტი და მეფის მოწინააღმდეგე სხვა ბარონები შეუერთდნენ. ამბოხი მალე ნაციონალურ მოძრაობად იქცა. 1297 წლის 11 სექტემბერს სტერლინგის ხიდთან უოლესის ძალებმა მთლიანად გაანადგურეს ინგლისელთა ჯარი, რომელიც აჯანყების ჩასახშობად იყო გამოგზავნილი. ამ ბრძოლაში უოლესმა დაკარგა თავისი ერთადერთი ერთგული თანამებრძოლი, ენდრიუ მორეი, რომელსაც არც პოლიტიკური და არც ფინანსური ინტერესი არ ამოძრავებდა და იბრძოდა როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი. ქვეყნის დიდი ნაწილი განთავისუფლდა. შოტლანდიელმა ბარონებმა უილიამ უოლესი შოტლანდიის მცველად აირჩიეს. უოლესმა უდიდესი პოპულარობა და გავლენა მოიპოვა დაბალი ფენის ხალხისგან შემდგარ მოხალისე ჯარში, რომელიც სტერლინგის შემდეგ მხოლოდ მას ემორჩილებოდა. 1298 წელს ედუარდ I კვლავ შეიჭრა შოტლანდიაში.
e39052f4648a
მას 12 000-ზე მეტი მეომარი ახლდა, მათ შორის 1000 მძიმედ აღჭურვილი რაინდი და არ გასჭირვებია ფალკირკთან ბრძოლაში შოტლანდიელთა მცირერიცხოვანი, ერთიანი მეთაურობის არმქონე ჯარის დამარცხება. არსებობს ვერსია, რომ მეფისგან მოსყიდულმა შოტლანდიელმა ლორდებმა ბრძოლის დროს თავიანთი რაზმები გაიყვანეს და უოლესი და მისი მცირერიცხოვანი თანამებრძოლები მტერს შეატოვეს. უოლესი იძულებული გახდა უარი ეთქვა შოტლანდიის რეგენტობაზე და წასულიყო საფრანგეთში, რათა შეეკრა ინგლისის წინააღმდეგ ფრანკო-შოტლანდიური კავშირი. საფრანგეთის მეფემ(რომლის ქალიშვილი იზაბელა მოლაპარაკების მიხედვით ედუარდ გრძელფეხებას ვაჟს, ინგლისის მომავალ მეფე ედუარდ II-ს უნდა გაჰყოლოდა ცოლად)არ მოისურვა ინგლისთან ურთიერთობის გაფუჭება და ომის წამოწყება. შოტლანდიაში კვლავ გრძელდებოდა სახალხო აჯანყება, მიუხედავად უოლესის ემიგრაციისა. ინგლისთან ომში შოტლანდიელებს ჯერ ჯონ კომინი ჩაუდგა სათავეში, შემდეგ კი რობერტ ბრუსი.
81c34e2b81f0
1305 წელს შოტლანდიაში დაბრუნებული უოლესი რაინდმა ჯონ დე მონტეისმა გაყიდა და ინგლისელებს ჩააბარა. ამავე წელს ის ლონდონში სიკვდილით დასაჯეს ოთხში ამოღებით. მისი სხეული დაანაკუწეს და შოტლანდიის სხვადასხვა ქალაქში გამოფინეს, თუმცა ამან ინგლისელებისთვის შედეგი არ გამოიღო. შოტლანდიელებმა გმირულად იბრძოლეს და ედუარდ II-ს მმართველობის დროს, შოტლანდიის მეფედ არჩეულმა რობერტ ბრუსმა, ბანოკბერნის ბრძოლაში(24 ივნისი, 1314 წ) გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწია ინგლისელებთან ომში.

http://samxedro-istoria.blogspot.com/ 

ნიკა ხოფერია

მსგავსი ამბები

Back to top button