Victorinox ის დანები….
ვიქტორინოქსი (Victorinox) არის შვეიცარიული დანების უდიდესი ფირმა და ორიგინალური შვეიცარიული ჯიბის დანების ორი მწარმოებელი კომპანიიდან ერთ-ერთი.
სახელწოდება შედგება დამაარსებლის დედის ვიქტორიას და უჟანგავი ფოლადის საერთაშორისო სახელწოდების INOX შეერთებისგან. ორიგინალური შვეიცარიული დანების მეორე კომპანია ვენგერი 2005 წელს შეიძინა ვიქტორინოქსმა, თუმცა იგი კვლავ რჩება დამოუკიდებელ მწარმოებლად.
ფირმა მდებარეობს იბახში, შვიცის კანტონაში, სადაც დაარსებულ იქნა 1884 წელს კარლ ელსენერის მიერ. კომპანიაში დასაქმებულია 910 კაცი, ხოლო ვენგერში 150.
მე-19 საუკუნის ბოლოს შვეიცარიის ჯარმა გამადაწყვიტა თავისი ჯარისკაცებისთვის შეეძინა დანები, რომლებსაც ჯარისკაცები საჭმლის ჭამის დროსაც და იარაღის გაწმენდაშიც დაიხმარებდნენ.
იმ დროს შვეიცარიაში დანების წარმოება სუსტად იყო განვითარებული. ამიტომაც 1884 წელს მჭედელმა კარლ ელსენერმა დაარსა შვეიცარიული დანების სამჭედლოს გაერთიანება, რათა ჯარისკაცებისთვის დანები საკუთარ სამშობლოში ეწარმოებინა. შვეიცარიის არმიისთვის პირველი მიწოდება 1891 წელს მოხერხდა.
მოგეწონათ დანებიი ?! ისე რო რამე, ერთი ისეთი კი უნდა გეგდოს ჯიბეში.. ყოველი შემთხვევისთვის :D :D :D
ვიცი ძაან ცუდი პოსტია მარა არ შეიმჩნიოთ….