შიეძლება იცოდეთ მაგრამ , იმათთვის ვინც არ იცის დამერწმუნეთ მოგეწონებათ …..
R.E.M. არის ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც დაარსდა ჯორჯიის შტატში 1980 წელს, მაიკლ სტაიპის (ვოკალი), პიტერ ბაკის (გიტარა), მაიკ მილსის (ბას გიტარა) და ბილ ბერის (დასარტყამები) მიერ.
ეს იყო ალტერნატიული როკის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ჯგუფი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ბაკის თავისებური დაკვრის მანერითა და სტაიპის ვოკალით.
ჯგუფი პირველი სინგლი “Radio Free Europe”, რომელიც 1981 წელს გამოვიდა, იქცა ნამდვილ ჰიტად.
დღემდე მათი ყველაზე ცნობილი დისკებია Out of Time (1991) და Automatic for the People (1992). 2007 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ ენ როლის დიდების დარბაზში.