არქივი

ბიჭები და გოგონები…

  • b3132406a955
    გთავაზობთ ორაზროვან დებულებებს ბიჭებზე და გოგონებზე…მშობლები VS სპეციალისტები

    მშობლების შეხედულებები
    Free Clipart Images

    1. გოგონები ბიჭებზე დამჯერები არიან.
    2. გოგონები ხშირად იცავენ სუსტებს.
    3. ბიჭებს უფრო ანალიზური აზროვნება აქვთ.
    4. ბიჭები გოგონებზე უფრო ამბიციურები არიან.
    5. ბიჭები უფრო ნიჭიერები არიან ზუსტ მეცნიერებაში..
    6. გოგონები მტკივნეულად აღიქვამენ აგრესიას.
    7. გოგონები უფრო მეტად გამდობენ თავიანთ განცდებს.
    8. ბიჭებს უკეთ აქვთ განვითარებული მხედველობითი მეხსიერება, ხოლო გოგონებს-სმენითი..
    9. ბიჭები გოგონებზე აგრესიულები არიან.
    10. ბიჭები უკეთ ახერხებენ გარემოში ორიენტაციას.

    Free Clipart Images

  • 11. გოგონები ბიჭებზე პასიურები არიან.
    • 12. გოგონებს უკეთ ააქვთ განვითარებული კოლექტივში ადაპტაციის უნარი.
    • 13.გოგონები უფრო მგრძნობიარენი არიან შეხების მიმართ..

    7144cab3f3f3

    • 14.გოგონები ადვილად ექცევიან გავლენის ქვეშ..
    • 15.ბიჭები უფრო აქტიურები არიან.

    Free Clipart Images

    • 16. გოგონები უფრო მშიშრები არიან.
    • 17. გოგონებს უფრო ხშირად ააქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი.
    • 18. გოგონები უფრო მეტი ხალისით ერთვებიან შეჯიბრებაში, ვიდრე ბიჭები.
    • 19. ბიჭებს უკეთ აქვთ განვითარებული ხელმძღვანელობისადმი მიდრეკილება.
    • 20. ბიჭები უფრო გამომგონებლები არიან, ხოლო გოგონები უკეთ ასრულებენ მონოტონურ დავალებებს….

    მაშ ასე:
    სპეციალისტთა შეხედულებები…
    Free Clipart Images

    1. გოგონები უფროსებს უფრო მეტად მხოლოდ ადრეულ ბავშვობაში უჯერებენ, ბიჭების ჯგუფი კი უფრო დამჯერეა უფროსების მითითებებისადმი….
    2. არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც ამას ადასტურებს…
    3. ანალიტიკური აზროვნების უნარი თანაბრად არის განაწილებული სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის…
    4. გოგონები უფრო ნათლად წარმოადგენენ ხოლმე საკუთარ წარმატებებს, ბიჭებს კი ბიძგი სჭირდებათ…
    5. მართალია, თუმცაღა 12-13 წლის ასაკიდან და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად გარემოზეა დამოკიდებული. უფრო ადრეულ ასაკში ეს უნარი იდენტურია…
    6. ბიჭები დაბადებიდანვე უფრო მგრძნობიარენი არიან აგრესიის მიმართ…
    7. მართალია, მაგრამ 11-12 წლის შემდეგ. უფრო მცირე ასაკში განსხვავება უმნიშვნელოა…
    8. სინამდვილეში მხედველობითი და სმენითი აღქმა ორივე სქესის ადამიანებში ერთნაირია…
    9. მართალია ბიჭები აგრესიულები ხდებიან 2-3 წლიდან…
    10. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად ბიჭები უკეთ ერკვევიან გარემოში…
    11. მცდარია. ბიჭები აქტიურობას ავლენენ ხმამაღლა და მკვეთრად, ხოლო გოგონები-ჩუმად, მაგრამ უფრო შედეგიანად…
    12. სინამდვილეში შესამჩნევი განსხვავება არ არსებობს, ბიჭები, ჩვეულებრივ, და ჯგუფებად ერთიანდებიან, ხოლო გოგონები 2-3-კაციან ჯგუფებად ( ე.წ დაქალები )…
    13. არსებითი განსხვავება არ არსებობს…
    14. პირიქით, გოგონები ხშირად იქცევიან თავიანთი შეხედულებისამებრ, ხოლო ბიჭები იცავენ მიღებულ წესებს..
    15. ადრეულს ასაკში განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს. სკოლაში, რასაკვირველია, ყველაფერი სხვადასგვარადაა და კლასსა და მასწავლებელზეა დამოკიდებული…

    Free Clipart Images

    16. გოგონები უფრო ხშირად ამბობენ, რომ ეშინიათ, მაგრამ ეს სულაც არ აისახება მათ ქცევაზე-ის ისეთივეა, როგორც ბიჭების ქცევა…
    17. მართალია ბიჭებს თავი უფრო ძლიერებად მოაქვთ, მაგრამ გოგონები უკეთ ადაპტირდებიან ცხოვრებისეული სიტუაციებისადმი..
    18. არ არსებობს ამის თეზისის დამადასტურებელი სამეცნიერო მონაცემები…
    19. ბიჭებს შუძლიათ, თავიანთი მოთხოვნები თავს მოახვიონ თანატოლებსა და უფროსებსაც კი, გოგონები კი იმავე შედეგს რბილად და თანდათანობით აღწევენ…

    Free Clipart Images

    20. რეალურად ბიჭებსა და გოგონებს აქვთ როგორც დასწავლის, ასევე მოულოდნელი პრობლემების გადაწყვეტის ერთნაირი უნარი…

    Free Clipart Images

    8c677f08012e

    სულ ეს იყო…

    ჩემი პოსტები

    Iako Marshava | შექმენი შენი ემბლემა
    100000665593213.1777.1820244463

მსგავსი ამბები

Back to top button