არქივი

“პიცის მეფე”

1b5e41479f5c

DOMINOS PIZZA ...

“პიცის მეფე” ტომას მონაგჰენი..

3c2ce9a3d613

ტომას მონაგჰენი დაიბადა 1939 წლის 25 მარტს მიჩიგანის შტატში ქალაქ არაბორში. ოთხი წლის შემდეგ მამა გარდაეცვალა. დედას შვილების რჩენა არ შეეძლო და ბიჭუნა ობოლთა თავშესაფარში ჩააბარა, საიდანაც ხშირად სხვადასხვა ოჯახებში აშვილებდნენ, თუმცა, ისევ უკან აბრუნებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მკაცრი გერმანული ოჯახი იყო, რომელშიც ტომი ფიზიკურ შრომას მიეჩვია. შემდეგ კათოლიკურ ვაჟთა თავშესაფარშიც ცხოვრობდა, რომელსაც თითქმის ციხის რეჟიმი ჰქონდა , თუმცა, წიგნების კითხვა თავისუფლად შეეძლო. იგი გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას გაეცნო და მიზნად წარმატების მიღწევა დაისახა. თერთმეტი წლის იყო, როცა დედამისმა ტომის ძმა თავშესაფარიდან შინ დააბრუნა, ტომი კი კვლავ დატოვა. ამან მასზე საშინლად იმოქმედა, თავი მიტოვებულად იგრძნო, გადაწყვიტა, მღვდელი გამხდარიყო და მომზადება დაიწყო.

ტომმა რამდენიმე წლის შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, თუმცა, სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ მიატოვა, რადგან აღმოჩნდა, რომ სხვა რამისთვის ემზადებოდა, რეალურად კი სხვა გარემოში აღმოჩნდა. გადაწყვიტა სწავლა კოლეჯში გაეგრძელებინა. იმის გამო, რომ ერთხელ მანქანა უნებართვოდ წაიყვანა, დედამ მას პოლიციაში უჩივლა და ტომი ციხეში აღმოჩნდა. ამის შემდეგ დედასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ პირველივე სემესტრის შემდეგ ისიც მიატოვა. მალე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. იქ ტომმა ახალი მიზანი- ბიზნესის წამოწყება დაისახა.
515ddd90a961
3bdf7c319756

1960 წელს ტომმა უმცროსი ძმისაგან 900 $ ისესხა და ქალაქ ესპილანტი-ში პატარა მაღაზია “დომინისკი” შეიძინა. საქმე კარგად წავიდა, ორ კონკურენტთან მწვავე დაპირისპირებას გაუძლო და 5 წლის შემდეგ კიდევ სამი მაღაზიის გახსნა შეძლო. თავის ფირმას “დომინო” უწოდა. ერთი წლის შემდეგ, როცა ჩათვალა, რომ საქმე ააწყო, ხანძარმა მისი ბიზნესი თითქმის მთლიანად გაანადგურა და მონაგენი გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა.

8db7a4cce05e

90ed367eb52f

c695d66d5419

c5f8304f1e1c

1c3b01975a63

მსგავს კატასტროფასთან შეჟახებისას ბევრი ადამიან, ალბათ გატყდებოდა, მაგრამ არა მონაგჰენი. მან კრედიტი აიღო, ყველაფერი თავიდან დაიწყო და თავისი ქსელი 32 მაღაზიამდე გაზარდა. თავდაპირველად საქმე მომგებიანი არ იყო, კრედიტის დაფარვა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ სისტემატიურად სასამართლო დავები ჰქონდა. 100-მდე სასამართლო პროცეზე გამოცხადება მოუხდა. მისმა ვალებმა მილიონნახევარ დოლარს მიაღწია და შედეგად, ერთ-ერთმა ბანკმა კომპანია “დომინო” დაისაკუთრა. მონაგჰენი ფორმალურად მის პრეზიდენტად დატოვეს. კვირაში 200 $-ად დღე-ღამეში 15 საათს მუშაობდა, თუმცა არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა. დიდი წვალებით 8 წლის შემდეგ მან ვალები გაისტუმრა.

b57dcacdd9d4

ამის შემდეგ ტომმა გადაწყვიტა პიცის დამტარებელთა ფირმა შეექმნა. მსგავს საქმიანობას იმ დროისათვის ცოტა ეწეოდა, იგი მომგებიანად არ ითვლებოდა. მონაგენმა გადაწყვიტა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ. ამჯერად ყველაფერი ეტაპობრივად დაგეგმა. წარმატება საქმიანობის სიმარტივესა და ეფექტურობაზე იყო დამყარებული. ასე გაჩნდა “დომინო პიცა“, რომელიც აქცენტს უმაღლესი ხარისხის, მი8ნიმალურ დროში მომზადებილ პიცაზე აკეთებდა. მონაგჰენის პრაქტიკამ გაამართლა, მისი ბიზნესი მთელ აშშ-ს მოედო და მალე მსოფლიოში პიცის დამტარებელთა უმსხვილეს ფირმად იქცა. 80-იანი წლების დასასრულს 5 000 მაღაზია ჰქონდა მას კი “პიცის მეფის” სახელის საუკეთესო პიცის 30 წუთში გარანტირებულად მიწოდება მოუტანა. 1993 წლისათვის “დომინო პიცას” უკვე 6 000 მაღაზია ჰქონდა და მისმა წლიურმა შემოსავალმა 3 მილიარ დოლარს გადააჭარბა. მას აშშ-ში და მსოფლიოს სხვადასხა კუთხეში აქვს 6 სახლი, აგარაკი, 3 თვითმფრინავი, 5 იახტა და საკუთარი კუნძული ტროპიკებში. გარდა ამისა, 250 ავტომობილისაგან შემდგარი დიდებული კოლექცია აქვს, რომელთაგან ყველაზე ძვირფასი 1931 წელს გამოშვებული “ბუგატი როიალი” 8, 5 მილიონ დოლარად შეიძინა, ხოლო ფრენკ ლოიდ რაიტის “არტეფაქტებში” 30 000 000 $ გადაიხადა. 1989 წელს მონაგენმა დიდი ხნის სურვილი აისრულა და ბეისბოლის კლუბი “დეტროიტ ტაიგერსი” შეიძინა, რომელსაც ბავშობიდან ქომაგობდა. 2006 წელს ფლორიდაში ნეპლასში ავე მარიას უნივერსიტეტი და ამავე სახელწოდების მთელი დასახლება დაარსა.

ტომ მონაგენის წარმატების საფუძველი შეუდარებელ შრომისმოყვარეობასთან და ენერგიასთან ერთად, საოცარი ინტუიცია გახლდათ. ამას დაემატა მიძანსწრაფულობა და რისკიანობა. “ვიცი რაც მინდა და მიზნისაკენ ენერგიულად ვისწრაფი”, ამბობს ის. ამიტომ “პიცი მეფისათვის” არაფერი შეუძლებელი არ არსებობს…

99ab3db5d21c

2023459ee13d

adbafe94feb5

00e214e78e9d

f5829a00b656

სულ ეს იყო…

ჩემი პოსტები

ნეგრე წიანკა | Create your badge
100000665593213.2043.394980195

მსგავსი ამბები

Back to top button