არქივი

B T K…..

c0cb320c4b96

შესაძლოა ბევრ თქვენგანს სმენია იმის შესახებ რაც მე ეხლა უნდა მოგიყვეთ, მაგრამ მე ეხლახანს გადავაწყდი ამ ინფორმაციას ინტერნეტში და გადავწყვიტე თქვენთვისაც მომეყოლა.ეს ისტორია ისევ სერიულ მკვლელზეა, მაგრამ ამერიკის კრიმინალისტიკაში ერთერთი საინტერესო შემთხვევაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში მალავდა მთავარი მოქმედი პირის ვინაობას. რაღაცით “ზოდიაკის” ისტორიასაც გავს, თუმცა ამას ფინალი სხვანაირი აქვს.

ამერიკის შუაგულში არის პატარა ქალაქი ვიჩიტა, სადაც 500 000 ადამიანი ცხოვრობს.საერთოდ ეს ქალაქი საკმაოდ სტუმართმოყვარეა,მაგრამ 70-იან წლებში ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით.ამ ქალაქში ცხოვრობდა და “მოღვაწეობდა” სერიული მკვლელი, რომელმაც თავად დაირქვა სახელი BTK ანუ “bind,torture, kill”, რაც ნიშნავს “დააბი, აწამე, მოკალი”.

54bc83e56850
ჯოზეფ ოტერო

1974 წელს პოლიციამ ერთერთ გარეუბანში მდებარე სახლში აღმოაჩინა მოკლული ოჯახი.ჯოზეფ ოტერო, მისი მეუღლე და 2 ბავშვი. სახლში შესვლამდე მკვლელმა გადაჭრა სატელეფონო ხაზები, ჯერ გაგუდა ოჯახის უფროსი და მისი ცოლი ჟალუზის თოკით, შემდეგ ჩამოახრჩო 11 წლის გოგონა სარდაფში და ბოლოს 9 წლის ჯოზეფ ჯუნიორი გაგუდა პარკით. არცერთ მსხვერპლზე სექსუალური ძალადობის ნიშნები არ აღინიშნებოდა, თუმცა გამომძიებლებმა დანაშაულის ადგილზე სპერმის კვალი იპოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მკვლელობები სექსუალურ ხასიათს ატარებდა.
რამოდენიმე კვირის განმავლობაში პოლიცია ცდილობდა გაეგო ვისი ჩადენილი იყო ასეთი სასტიკი დანაშაული, მაგრამ გამოძიება წინ ვერ მიდიოდა. 9 თვის შემდეგ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა აღიარა, რომ მან და მისმა მეგობრებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული, რამაც ნამდვილი მკვლელი სასტიკად გააღიზიანა, რადგან მას ყურადღების მიპყრობა სურდა. მან მისწერა წერილი ადგილობრივ გაზეთს, სადაც იწერებოდა, რომ ამ სამ პანკს უბრალოდ მის ხარჯზე სურდა სახელის განთქმა. ამასთანავე დეტალებში აღწერა თითოეული მკვლელობა, რომ არავის შეჰპარვოდა ეჭვი, რომ ნამდვილი მკვლელი თვითონ იყო. ამავე წერილის ბოლოს მან დაწერა ინიციალები BTK, რაც მომავალში მის სავიზიტო ბარათად და ტრადიციად იქცა.ყოველი მკვლელობის შემდეგ პრესას მისდიოდა ახალი წერილი. ერთერთ მათგანში ისიც კი ეწერა, რომ რამდენი ადამიანი უნდა მოვკლა, რომ ჩემი სახელი გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდეს ან საზოგადოების ყურადღება მივიპყროო?

9f11d7edad60
კეტრინ ბრაიტი

3de456073afb
კევინ ბრაიტი, ის 19 წლის იყო, როდესაც მანიაკი დაესხა თავს

1974 წლის 4 აპრილს მკვლელი თავს ახალ მსხვერპლს დაესხა.21 წლის კეტრინ ბრაიტი სახლში ძმასთან, კევინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობი მამაკაცი შეეჭრა სახლში. მან განაცხადა, რომ უპირებდა გაძარცვას, კევინმა მას წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა სკამზე მიბმული, (თავდამსხმელი შეიარაღებული იყო), დაბმულიც კი ცდილობდა უცნობისათვის ხელი შეეშალა, რის გამოც თავდამსხმელმა ვეღარ მოითმინა და პირდაპირ თავში ესროლა. თუმცა კევინი არ მომკვდარა, როგორც მკვლელმა იფიქრა, უბრალოდ გონება დაკარგა ჭრილობისგან. როგორც კი გონს მოვიდა მაშინვე დის დასახმარებლად წავიდა,როგორღაც გაითავისუფლა თავი თოკებისგან, მაგრამ მანიაკმა ამჯერად სახეში დაახალა ტყვია. მე თვითონაც გამიკვირდა, მაგრამ კევინი კიდევ ერთხელ გადარჩა და უფრო მეტიც! მან გარეთ გაქცევაც კი მოახერხა, სადაც გამვლელმა შეამჩნია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. კეტრინ ბრაიტს მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული 3 ჭრილობა. ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს კევინი გადარჩა.

d5468453b638
შირლი ვიანი

1977 წლის 17 მარტს BTK-მ მოკლა მორიგი მსხვერპლი-მარტოხელა დედა შირლი ვიანი, რომელსაც 3 შვილი ყავდა.მკვლელმა ბავშვები აბაზანაში ჩაკეტა, საიდანაც მათ გაიგონეს დედის ყვირილი და გადაწყვიტეს აბაზანის პატარა ფანჯრიდან გადაპარულიყვნენ, პოლიციამ მისვლისთანავე აღმოაჩინა შირლის გაგუდული გვამი. ხელწერა იგივე იყო, როგორც ოტერებთან. ჯერ დააბა მსხვერპლი, შემდგომ დიდხანს აწამა და ბოლოს მოკლა.პოლიციამ დაკითხა შირლის ბავშვები (მათი ასაკი იყო 8,6 და 4 წელი). მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი გაიგო. მათ უბრალოდ ახსოვდათ, რომ მკვლელი იყო თეთრკანიანი , ასე 30 წლის მამაკაცი.

bfb6eabd8608
ნენსი ფოქსი

1977 წლის 8 დეკემბერს პოლიციაში დარეკა უცნობმა მამკაცმა და უთხრა კონკრეტული მისამართი, სადაც დახვდებოდათ მოკლული ნენსი ფოქსი.პოლიცია 2 წუთში ადგილზე იყო.გარედან გადაჭრილი იყო სატელოფონო ხაზები, გვამი კი საძინებელში იყო პირდაღმა, აქაც იგივე ხელწერა იყო.
1978 წლის 31 იანვარს BTK-მ გაზეთში გააგზავნა ღია ბარათი, სადაც ეწერა ლექსი მისი ერთერთი მსხვერპლის შირლის შესახებ, მაგრამ ჟურნალისტებს ეს მორიგი სავალენტინო მიძღვნა ეგონათ, ამიტომ არ გამოაქვეყნეს. 10 დღის შემდეგ უკმაყოფილო მკვლელმა კიდევ დაწერა ახლი წერილი, ოღონდ ამჯერად სხვა გაზეთს გაუგზავნა, სადაც აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ წინა ბარათი არ გამოქვეყნეს.ამავე წერილში მან აღიარა ოტერების, შირლის და ნენსის მკვლელობები.წერილი იყო დაბეჭდილი 2 ფურცელზე, გრამატიკული შეცდომებით. 10 იანვარს პოლიციამ გადაწყვიტა საზპგადოებისთვისაც ეცნობებინა, რომ ვიჩიტაში სერიული მკვლელი ნადირობდა.პოლიცია ამით დათმობაზე წავიდა, BTK-ს უნდოდა სახელის მოხვეჭა, ამიტომ მის შესახებ გადაიცა ტელევიზიით.
1979 წლის 28 აპრილი. 63 წლის ანა ვილიამსი მარტო ცხოვრობდა. 28 აპრილის ღამე მან შვილთან გაათია, მაგრამ სახლში დაბრუნებისთანავე ნახა, რომ მის არყოფნაში ვიღაცას ტელეფონის ხაზები გადაუჭრია, სახლიც არეულ-დარეული იყო და რაღაც ნივთებიც აკლდა.ყველას, მათ შორის პოლიციასაც ჩვეულებრივი ქურდობა ეგონა, მაგრამ შემდეგ პოლიციამ მიიღო ბანდეროლი მისის ვილიამსის ნივთებით, წერილით და ნახატით, რომელშიც აღწერილი იყო თუ როგორ უნდა ეწამებინა და მოეკლა მისის ვილიამსი. წერილში დაწერილი იყო ლექსიც ანას შესახებ, სადაც ეკითხებოდა არმოსვლის მიზეზს. მისის ვილიამსს ისე შეეშინდა, რომ კანზასიდან საერთოდ გაემგზავრა.
პოლიციამ მკვლელის ხმაც კი გამოაქვეყნა ტელევიზიის საშუალებით, მაგრამ სამწუხაროდ ვერავი ვერ ამოიცნო.ამის შემდეგ მანიაკისგან დიდი ხანი არაფერი ისმოდა.

b3dbf7e99b81
ვიკი ვეგერლი

2004 წლის 19 მარტს ერთერთი გაზეთის რედაქციამ მიიღო წერილი, სადაც ერთ ფურცელზე იყო ამობეჭდილი მართვის მოწმობა და 3 ფოტოსურათი. სურათებზე გამოსახული იყო ზურგსუკან ხელშეკრული მოკლული ქალი. მართვის მოწმობა კი გაცემული იყო ვიკი ვეგერლის სახელზე., რომელიც 1986 წლის 16 სექტემბერს იქნა მოკლული საკუთარ სახლში. თავის დროზე პოლიცია მკვლელობას ვიკის ქმარს აბრალებდა და BTK-ს ამ მკვლელობის ავტორად საერთოდ არ თვლიდა.
იმის მიზეზი თუ რატომ დაბრუნდა BTK 25 წლის შემდეგ უცნობია. შესაძლოა მას უბრალოდ ხალხის ყურადღება მოენატრა. მაგრამ ფაქტი ერთია, ის აგრძელებდა პოლიციასთან ურთიერთობას წლების განმავლობაში, როგორც “ზოდიაკი”, პოლიციამ კი მისი ვინაობის გამხელა ვერ მოახერხა.
BTK-ს საუბედუროდ პოლიციას ძალიან დაეხმარა ტექნიკის წინსვლა.მათ აიღეს დეენემის ანალიზი 2004 წელს გამოგზავნილი ბანდეროლიდან, რომელმაც ისინი გაიყვანა დენის რეიდერზე.

e2330e5b88de
დენის რეიდერი

71d147461cad
ახალგაზრდობაში

დენის ლი რეიდერი დაიბადა 1945 წლის 9 მარტს ქალაქ ვიჩიტაში საკმაოდ ჩვეულებრივ ოჯახში, 4 წელი იმსახურა ამერიკის საჰაერო ძალებში (მე როგორც ვიცი ჯარში, საჰაერო და საზღვაო ძალებში სპეციალურ შემოწმობას გადის კანდიდატი. ეს პირველი შემთხვევა არაა როცა სერიული მკვლელია ძალოვან სტრუქტურაში მომსახურე ადამიანი და მაქვს უბრალოდ ასეთი კითხვა: რას აკეთებენ იქაური ფსიქოლოგები გასაუბრების დროს?). 1971 წელს დაოჯახდა, შეეძინათ 2 შვილი.
2005 წლის თებერვალში დააპატიმრეს. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ კლავდა მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისთვის, რათა დაეკმაყოფილებინა მისი სექსუალური ფანტაზიები. ამასთან არ უარყოფდა, რომ სახელის მოხვეჭაც სურდა. სასამართლოზე საუბრობდა საკმაოდ გამართულად (2 დიპლომი ქონდა), მაგრამ თავის მსხვერპლებს იხსენებდა არა როგორც ადამიანებად, არამედ როგორც გარკვეულ სამიზნეებად. მანიაკმა საბოლოოდ აღიარა 10 მკვლელობა, რომლებიც ჩაიდინა 1974 წლიდან 1991 წლამდე. მას მიუსაჯეს 10 სამუდამო პატიმრობა. (კანზასში სიკვდილით დასჯა არ არის, სამწუხაროდ.)
აქვე მინდა გითხრათ, რომ ცნობილმა მწერალმა სტივენ კინგმა რეიდერის და მისი ცოლის შესახებ , რომელიც თითქოს ამდენი წლების მანძილზე ვერაფერს ვერ ხვდებოდა, დაწერა მოთხრობა “a good marriage”.
გადაღებულია ფილმიც 2005 წელს, რეჟისორია მაიკლ ფაიფერი “the torturer”.

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button