არქივი

საქართველოს ოქროს ხანა (ნაწილი I)

80edb0ba99bf
ჩემს პოსტებში მინდა გაგაცნოთ საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა და კულტურული ბრწყინვალების ეპოქა. იმედია მოგეწონებათ

ერთიანი ქართული მონარქიის შექმნა
X საუკენესი საქართველო დაყოფილი იყო აფხაზთა, ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა, ჰერეთის სამეფოებად, კახეთის სამთავროდ (საქორეპისკოპოდ), თბილისის საამიროდ და ქართლის საერისთავოდ. ტაო-კლარჯეთის სამეფო კიდევ დაყოფილი იყო ტაოდ და კლარჯეთად ცენტრით არტანუჯი. X საუკუნეში მოღვაწე ქართველ მეფე-მთავრებს შორის ყველაზე ძლიერი, ენერგიული და ჭკვიანი ტაოელ ბაგრატიონთა შტოს შთამომავალი დავით III კურაპალატი იყო. ბაგრატი, დავით III-ს შვილობილი, ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის შვილიშვილი და აფხაზთა მეფის (უსინათლო და უშვილო თეოდოსი) დისშვილი იყო. შესაბამისად ბაგრატი სამი ტახტის მემკვიდრე იყო, და ამას რა თქმა უნდა, დიდი მნიშველობა ქონდა. არანაკლები მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო ბაგრატის პიროვნული თვისებები.

5c0f9119b15d
დავით კურაპალატი

სწორედ ამ დროს ილაშქრეს ქართლში კახელებმა და უფლისციხეს შემოადგნენ, დავით კურაპალატი გადავიდა ქართლში, დაამარცხა კახელები, ქართლში მართველად დატოვა ბაგრატი და შემდეგ კვლავ ტაოში დაბრუნდა. ამით ისარგებლეს ქართლელმა აზნაურებმა და კახელები წააქეზეს, კახელებმა ქართლში კვლავ გაილაშქრეს ტყვედ ჩაიგდეს ბაგრატი, გურგენი (ბაგრატის მამა) და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი. დავითმა სასწრაფოდ შეჯრიბა ჯარი და კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ გაილაშქრა. კახელებმა შებრძოლება ვერ გაბედეს და ბაგრატი დედ-მამასთან ერთად გაათავისუფლეს.
978 წელს აფხაზეთის მეფის ერისთავის ივანე მარუშის ძის ინიციატივით ბაგრატი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში მეფედ ეკურთხა. “მეფე აფხაზთა”- ეს იყო პირველი ტიტული რომელიც მან მიიღო. თავისი ბიძა თეოდოსი ბაგრატმა ტაოში გაგზავნა.
976 წელს აჯანყდა ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი სარდალი, მცირე აზიელი დედებული, კურაპალატი ბარდა სკლიაროსი. მალე მან მთელი მცირე აზია დაიკავა. ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II და მისი ძმა კონსტანტინე მცირეწლოვნები იყვნენ. მაკედონელთა დინასტიას დიდი საფრთხე შეექმნა. აჯანყების ჩახშობა დაევალა ბარდა ფოკას, მაგრამ ძალები არ ჰყოფნიდათ. საჭირო იყო დახმარების ძიება ქვეყნის გარეთ, ასეთი იყო დავით კურაპალატი. მასთან საშუამავლოდ კონსტანტინოპოლში დაიბარეს ცნობილი ქართველი სარდალი თორნიკე. იგი ბერად იყო აღკვეცილი და თავიდან იუარა, მაგრამ შემდეგ გადაიფაქრა და დავითს გადასცა ბასილის თხოვნა. დავითმა 979 წელს 12 ათასი ქართველი, თორნიკესა და ჯოჯიკის სარდლობით გააგზავნა ბიზანტიის საიმპერატორო კარის დასახმარებლად. ბარდა სკლიაროსი დამარცხდა და არაბებთან გაიქცა, სადაც შეიპყრეს და ტყვედ ჰყავდათ. გაწეული დახმარების სანაცვლოთ, ბიზანტიის იმპერატორმა დავითს მიწები უწყალობა. ოღონდ ერთი პირობით, ეს მიწები მისი იქნებოდა გარდაცვალებამდე, შემდეგ კი კვლავ ბიზანტიის კუთვნილება გახდებოდა. აღნიშნული პირობა, როგორც ჩანს, არ აკმაყოფილებდა დავითს და ეს ბუნებრივიცაა. დავით კურაპალატი მხოლოდ იმისთვის აფართოებდა სანფლობელოებს, რომ შემდეგ ყველაფერი ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III-ისთვის დაეტოვებინა. მხოლოდ ეს იყო იმის იზეზი, რომ 978 წელს ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას დავითიც მიემხრო. ბასილი II-მ დახმარებით კიევის მთავარ ვლადიმირს მიმართა, სანაცვლოდ კი თავისი დის ანას მითხოვებას დაჰპირდა. ვლადიმირი ბიზანტიას დაეხმარა და ფოკას აჯანყება მარცხით დამთავრდა, მაგრამ ბასილმა თავისი პირობა არ შეასრულა. მაშინ ვლადიმირმა გაილაშქრა ბიზანტიაში და დაიკავა ქალაქი ხერსონი. ბასილი II იძულებული გახდა კიევის მთავრისთვის თავისი და მიეთხოვებინა, ოღონდ ვლადიმირს გაქრისტიანება მოსთხოვა. 988 წელს კიევის მთავარმა ვლადიმირმა ქრისტიანობა მიიღო და სახელმიფო რელიგიათაც გამოაცხადა. გამარჯვებული ბასილი II დავით კურაპალატის სამფლობელოსკენ დაიძრა. დავითს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და იძულებული გახდა დაეწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც გარდაცვალების შემდეგ მთელ თავის სამფლობელოს ბიზანტიას დაუტოვებდა. დავითი როგორც ჩანს ამ ხერხით დროის მოგებას ცდილობდა.
ამასობაში ბაგრატ III თავის პოზიციებს აქტიურად იმტკიცებდა დასავლეთ საქართველოსა და ქართლში. მან 980 წელს საბოლოოდ დაამარცხა ქართლის აზნაურები ქავთარ ტბელის მეთაურობით. ბაგრატმა კლდეკარის ერისთავობა ჩამოართვა რატი ბაღვაშს.
1001 წელს გარდაიცვალა დავით III კურაპალატი. ბასილი II სასწრაფოდ გამოემართა კუთვნილი მიწების დასაკავებლად. ბიზანტიის იმპერატორთან მივიდნენ ბაგრატ III და მისი მამა გურგენი. ბასილმა ბაგრატს კურაპალატობა. გურგენ კი უფრო დაბალი ტიტული მაგისტროსობა მიანიჭა. (იმპერატორი ამით მამა-შვილს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა) საქართველოს იმ დროს ჯერ არ შეეძლო ბიზანტიასთან დაპირისპირება და თანაც ბაგრატ III-ს სხვა ტერიტორიებიც ჰქონდა შემოსაერთებელი. ამიტომ დავით კურაპალატის მთელი მიწები ბიზანტიას დარჩა. ბაგრატმა დავითისგან მხოლოდ “ქართველთა მეფის” ტიტული მიიღო.
1008 წელს გარდაიცვალა გურგენი. მისმა შვილმა ბაგრატმა მემკვიდრეობით მიიღო: შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი, ამიერ ტაო.
ბაგრატ III დიდ მნიშველობას ანიჭებდა კახეთისა და ჰერეთის შემოერთებას. ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, 1008-1010 წლებში, ბაგრატმა შემოიერთა კახეთი და ჰერეთი და იქ თავისი ერისთავები დანიშნა.ამის შემდეგ ბაგრატ IIIიწოდებოდა- მეფე აფხაზთა, ქართველთა (ტაო-კლარჯეთი), რანთა (ჰერეთი), და კახთა.
ქვეყნის გასაერთიანებლად ბაგრატი ყოველ ღონეს ხმარობდა, არ ინდობდა მეფის ძალაუფლების მოწინააღმდეგე დიდებულებს, მომხრეებს კი უხვად ასაჩუქრებდა.
კახეთ-ჰერეთის შემეოერთების შენდეგ საქართველოს უშვალოდ გაუმეზობლდა განძის ამირა ფალდონის სამფლობელო. ამით შეშფოთებულმა ფალდონმა გაილაშქრა საქართველოს წინააღმდეგ. ბაგრატ III-მ ანისის მართველ გაგიკთან ერთად სასტიკად დაამარცხა ფალდონი.
1014 წელს გარდაიცვალა ბაგრატ III. მეფე დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში
ბარატ III-მ მემკვიდრეობას დაუტოვა გაერთიანებული საქართველო, რომლის შემადგენლობაში ჯერ-ჯერობით არ შედიოდა თბილისის სამეფო და ქვემო ქართლი. სადაც სომხური ექსპანსიის შედეგად შეიქმნა ლორე-ტაშირის სომხური სამეფო დედაქალაქით სამშვილდეში.

c62857f5d4d8
იშხანი

ეს იყო საქართველოს ოქროს ხანის ერთი ნაწილი. გაგრძელება იქნება

წყარო:საქართველოს ისტორია, ვაჩნაძე.

მსგავსი ამბები

Back to top button