Kazantip
კაზანტიპი–ეს არის კულტი , ის უდიდესია, გრანდიოზული, არაჩვეულებრივი , ყველაზე თავბრუდამხვევი, კაზანტიპი უბრალოდ სამოთხეა..
კაზანტიპი ეს 60 000 კვ/მ დახურული ფართია, გადაჭიმულია შავი ზღვისპირეთის ყველაზე ლამაზ სანაპიროზე, კუნძულ კრიმზე უკრაინაში. განთავსებულია განსაკუთრებული კლუბები , ბარები, ლაუნჟ–ბარები და რესტორნები. კაზანტიპის ერთადერთი აზრი და მიზანი არის ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე, 6 კვირა დღე და ღამე , 24 საათი დღეში ღია ცის ქვეშ სანაპიროზე ცეკვა და გართობა.
აქ გვხდება 150 000–მდე ახალგაზრდა, ძირითადად 16–30 წ, რომელთაც უნდათ მხოლოდ გართობა და ცეკვა მსოფლიოს საუკეთესო DJ – ების თანხლებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი კაზანტიპზე :
თუ ერთხელ მოხვდი მანდ, შენ სამუდამოდ დაავადდები, ეს უბრალოდ აუცილებლად სჭირდებათ მათ ვისაც უყვარს ნამდვილი გართობა.
კაზანტიპის ფილოსოფია
ამ დახურულ ტერიტორიას აქვს მხოლოდ ერთი გასასვლელი და შესასვლელი. მას არ შეიძლება უბრალოდ ტერიტორია ერქვას, ამიტომაც მას ძირითადად ,, კაზანტიპის რესპუბლიკა“დ მოიხსენიებენ . მას გააჩნია საკუთარი მთავრობა და პრეზიდენტი (ორგანიზატორები და დამფუძნებლები). მინისტრები ( ბედნიერების მინისტრი, ცეკვის, მუსიკის და ა.შ) და აგრეთვე კანონებიც. ყველაზე მთავარი კანონი ეს არის :
იყავი ბედნიერი და ისიამოვნე!
შესვლა მხოლოდ შეუძლიათ მათ, ვინც წარმოადგენს მულტიპასპორტს, ე.წ კაზანტიპის რესპუბლიკის ვიზას. 1 სეზონის ვიზის ფასია 120 $ , რომელიც არის ასევე ბილეთი ყველა კლუბში სანაპიროზე. რაიმე წესის დარღვევის შემთხვევაში კი დეპორტაციაც შესაძლებელია.
წინასწარ არასდროს არ არის დაგეგმილი სად რომელი DJ დაუკრავს. არა აქვს მნიშვნელობა ვინ უკრავს, თუნდაც ნომერ პირველი DJ, რომ იყოს, თუ პუბლიკას არ მოეწონა , მას სასწრაფოდ ხსნიან სცენიდან .
P.S ძალიან გთხოვთ იბიცას ნუ შეადარებთ იმათმა ვინც არ ხართ ნამყოფი კაზანტიპზე და იბიცაზე, მე არცერთზე ვყოფილვარ და არ ვამბობ რომელია უკეთესი, ვიდეოებით ვერ განვსაზღვრავ. : )))