Swatch-ის ახალი კოლაბორაცია
გთავაზობთ – Swatch–ის 2 ახალ კოლაბორაციას, რომელიც ბრიტანელი ფეშენ–ფოტოგრაფი – Rankin–ისა და იაპონელი მხატვრის – Hiroyuki Matsuura–ს ერთობლივი პროექტი გახლავთ.
Rankin–მა ციფერბლატზე თვალის ფერადი გარსის (ირისის) ცისარტყელისებრი შეფერილობის ფოტოები განათავსა. სიახლე წარმოდგენილია სამ ფეროვანი შეფერილობით.
მან სულ 8 მოდელი შეიმუშავა, რომელთაგან 5 შეზღუდული ტირაჟით გამოიცა – სულ 777 ეგზემპლარი.
‘
Hiroyuki Matsuura–მ, რომელმაც მხოლოდ 2005 წელს დაიწყო მხატვრად მოღვაწეობა, ხოლო მანამდე, კი გრაფიკოს–დიზაინერად მუშაობდა, ნამუშევრები manga–ს პერსონაჟებით მორთო. ყველა მოდელის შეძენა შესაძლებელია – Colette–იდან (storeguide–იდან).
SWATCH & ART–ის კოლექციისთვის – Hiroyuki Matsuura–მ საათ – Swatch New Gent–ისათვის 6 მოდელი შექმნა, რომელიც ნაკრების სახით გამოიცა სპეციალურ შეფუთვაში, რაც მკაცრად ლიმიტირებულ, ნუმერირებულ, 777 ეგზემპლარს (SUOZS01) წარმოადგენს, ხოლო ცალკეული მათგანი, კი განუსაზღვრელ ტირაჟს ექვემდებარება.
წყარო:top100.ge