უმეტესი ჩვენგანისათვის შობა-ახალი წელი მხიარულების, ბედნიედების და კეთილი სურვილების პერიოდია. თუმცა, ყოველთვის არ ხდება ასე. მოგიყვებით 10 ტრაგიკულ ისტორიას, რომელმაც ბევრი ოჯახისათვის შობის დღესასწაული შეცვალა. ყურადღება!!!იმ შემთხვევაში თუ სუსტი ნერვები გაქვთ არ წაიკითხოთ სტატია, რადგან რამდენიმე საშინელი ფაქტია აღწერილი და ამან შესძლოა ცუდად იმოქმედოსთქვენზე.
10. ლოუსონების ოჯახის შობა
ლოუსონების ოჯახის მკვლელობა შობის ღამეს, ჩრდილოეთ კაროლინაში ერთ-ერთ შავ-ბნელ ღამედ ითვლება. ამ დღეს, 43 წლის კარლი ლოუსონმა , აიღო თავისი იარაღი და დახოცა ცოლ-შვილი. ოჯახის 5 წევრი იარაღით მოკლა და 4 თვის ქალიშვილი კი ხელკეტით გამოასალმა სიცოცხლეს. შემდეგ ცხედრები გაიტანა სახლიდან, გადაატარა გზა, ტყეში შეიტანა და ტვინები გადმოაყრევინა.
დღემდე გაურკვეველია, რატომ ჩაიდინა ლოუსონმა ასეთი სისასტიკე ან რატომ გააგზავნა უფროსი ვაჟიშვილი სახლიდან სადღაც სანამ სროლას სასაკლაოს მოაწყობდა. ასევე უცნაური იყო მკვლელის ძმის საქციელი. მან იმ სახლში სადაც საშინელება მოხდა მუზეუმი გახსნა. ვიზიტორებს საშვალება აქვთ ნახონ ადგილი, სადაც ტერორით და შიშით 5 ადამიანი მოკლეს.
9. ჯონბენეტ რემსის უკანასკნელი შობა
6წლის პრინცესა, ჯონბენეტ რემსი, 1996 წლის შობა დღეს გაუჩინარდა. რვა წლის შემდეგ მისი სხეული სახლის სარდაფში იპოვეს პირახვეული და თეთრ საბანში დამალული. გვამზე ვერ აღმოაჩინეს სექსუალური ან რაიმე სხვა სახის ძალადობის ნიშნები. დიდი ხნის განმავლობაში ხალხი მშობლებსა და ძმას ადანაშაულებდა, თუმცა გამოძიებამ ვე აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება ან მოტივი. ეს მკვლელობა ამოუცნობი საიდუმლოა, რომელიც ,ალბათ, საიდუმლოდ დარჩება.
8. თვითმფრინავის გატაცება შობა დღეს
1994 წელს თვითმფრინავი, რომელიც ალღირიდან მოფრინავდა გაიტაცა ოთხმა, ავტომატებით, ყუმბარებით და ხელნაკეთი ასაფეთქებლებით შეიარაღებულმა მამაკაცმა. ისინი საიდუმლო ისლამური სექტის წევრები იყვნენ. მათი მიზანი იყო თვითმფრინავის პარიზისკენ გაფრენა და ეიფელის კოშკზე შეჯახება. მათ არ გააჩნდათ არანაირი მოთხოვნა და მთავარი მიზანი იყო მკვლელობა. თუმცა მათი გეგმა შეიცვალა და საფრანგეთის სპეცსამსახურებმა გააუვნებლეს მკვლელები. ოთხივე გამტაცებელი მოკლეს და სამართალდამცველების მხრიდანაც მოჰყვა მსხვერპლი. 4 პოლიციელი მოკვდა მაგრამ მათ მოახერხეს გაცილებით დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება.
7. იტალიაში სააშობაო წვეულებაზე ატეხილი სროლა
1913 წელს ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად კორპორატიულ წვეულებაზე აღნიშნავდნენ შობას. თანამშრომლის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მოულოდნელად სროლა ატეხა. ატყდა პანიკა და ხაკხი კარებს მიაწყდა. მკვლელმა 73 ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა, მათ შორის 59 ბავშვი. გარდა ამისა დაზარალდა და მძიმე დაზიამება მიიღო ძალიან ბევრმა ადამიანმა. დღემდე უცნობია ვინ იყო ეს პირონება და რა იყო მისი მოტივი. ამ ამბავმა ორასზე მეტი ოჯახი გაამწარა.
6. საშობაო ციკლონი
ავსტრალიის ქალაქ დარვინს დღემდე მწარედ ახსოვს 1974 წელის შობა დღეს მომხდარი ციკლონი. სტიქია ნახევარი დღის გნმავლობაში მძვინვარებდა და აუცილებელი გახდა ქალაქის ყველა მოსახლის ევაკუაცია. ამ დღეს 47000 მოსახლიდან 41000-მა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი. დაზიანდა შენობების 70%. დაიღუპა 71 ადამიანი თუმცა მოსახლეობის ფსიქოლოგიური ეფექტი საშინელი იყო. აცსტრალიამ ამ წელს სასინელი შობა გადაიტანა.
5. ომი შობა დღეს
1896 წლის დეკემბრის ბოლოს კენტუკის შტატის ქალაქ მაიფილდის თეთრკანიანმა მოქალაქეებმა ლინჩის წესით დასაჯეს შავკანიანი მამაკაცი. ამ ფაქტით აღშფოთებული აფრამერიკელები ერთად შეიკრიბნენ და თეთრკანიანებს ომი გამოუცხადებს. ორი დაპირისპირებული მხარე ბარიკადებათ თავიანთ სახლებს იყენებდნენ. 23-24 დეკემბერს ქალაქი ნამდვილ ბრძოლის ველს გავდა. ასობით შენობა დაიწვა, ჩაიმტვრა მინები და ძალიან ბევრი ადამიანი დაიჭრა იარაღით. ეს აღმოჩნდა დროული მცდელობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის თანასწორობის დამყარებისა. თუმცა ძალიან სასტიკი და მიუღებელი თანამედროვე საზოგადოებისათვის.
4. მატარებლის კატასტროფა საშობაოდ
1951 წელს მომხდარი ავარია ყველაზე საშინელი სარკინიგზო კატასტოფაა ახალი ზელანდიის ისტორიაში. დაახლოებით 10:30 საათზე ექპრესს, რომელშიც 285 მგზავრი იჯდა, უნდა გაევლო ხიდზე, მდინარე ვანგაეჰუს თავზე. მოულოდნელად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, 5 მეორე კლასის და 1 პირველი კლასის ვაგონი პირდაპირ მდინარეში გადავარდა. დაიღუპა 151 ადამიანი. სახლიდან 2 წუთის სავალზე და შობის დადგომამდე 2 საათით ადრე მოხდა ტრაგედია რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო.
3. ბამის მიწისძვრა
2003 წლის 26 დეკემბრის დილას ირანის ქალაქ ბამში მოხდა 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრა. ამ დროს მთელ ქალას ეძინა. რყევა მხოლოდ 8 წამი გაგრძელდა თუმცა შეიწირა 26271 ადამიანი, მათ უმეტესობას ეძინა. შენობების 90 წროცენტი დაინგრა, უსახლკაროდ დარჩა 100000 ადამიანი. ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რაც კი ირანში დაფიქსირებულა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი მსოფლიო ისტორიაში.
2004 წლის 26 დეკემბრის ცუნამი დამანგრეველი აღმოჩნდა ინდოეთის ოკეანის ქვეყნებისათვის. იგი გამოიწვია ოკეანეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ. “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” განცხადებით ჩუნამს ეპიცენტრში 23000 ატომური ბომბის ენერგია ჰქონდა. ინდოეთის ოკეანის გასწვრივ დაიტბორა თითქმის ყველა სანაპიროზე მდებარე ქალაქი. განსაკუთრებული ზარალი მიადგა აზიას. სტიქიის შედეგად დაიღუპა ან დაიკარგა 230000, ხოლო უსახლკაროდ დარჩა მილიონობით ადამიანი. მსოფლიო ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატასტრობა იყო. იგი მეორე ადგილს იკავებს აღრიცხული ბუნებრივი კატაკლიზმების სიაში.
1. საშობაო ხოცვა კონგოში
ბოლოს კი წარმოგიდგენთ ტრაგედიას, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. მიწისძვრები და ცუნამები ნამდვილად საშინელებაა თუმცა ისინი ბუნებისგანაა გამოწვეული.ხოლო ტრაგედია, რომელზეც ახლა მოგიყვებით ადამიანის სისასტიკის და არაჰუმანურობის შედეგია. 2008 წლის 26 დეკემბერს კონგოს “ლორდის მოწინააღმდეგე არმიამ” დაიწყო ეკლესიიდან-ეკლესიაში და სოფლიდან-სოფელში სიარული. ისინი ხოცავდნენ ყველას ვინც კი გზაზე გადაეყრებოდათ. აჯანყებულების სისასტიკე არაადამიანური იყო. თუ არ ჩავთვლით სამხედრო პირებს, დაიღუპა 400 მშვიდობიანი მოსახლე მოგვიანებით ეს ციფრი 620-მდე გაიზარდა.
აქ ცუდი ამბების მოყოლას დავამთავრებ. იმედია წინასაახალწლო განწყობა არ გაგიფუჭეთ. დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!