კულტურა

19 მარტი

23f73f406119

რას გვეუბნებიან…

რა მოხდება 19 მარტს – მსოფლიო მეცნიერთა მონაცემების მოლოდინშია. მთვარის დედამიწასთან მოახლოებისა და გრავიტაციის შესაძლო გაზრდის შესახებ საკუთარი შეხედულებები აქვთ ქართველ მეცნიერებსაც. “ქრონიკა” დღეს აბასთუმნის ობსერვატორიაში სწორედ ამ თემაზე მუშაობდა.(დააკლიკე აქ)

“ასტროფოზიკოსების აზრით, იმ დღეს, როცა დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი დედამიწის ზედაპირს მაქსიმალურად მიაუახლოვდება, უამრავი სტიქიური უბედურება და ბუნებრივი კატასტროფაა მოსალოდნელი.

ასტროფიზიკის დარგში დასავლელმა სპეციალისტებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომ ზუსტად 19 მარტს მთვარესა და დედამიწას შორის სიშორე უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში მაქსიმალურად მცირე იქნება და დაახლოებით 356 ათას კილომეტრს მიაღწევს.

ასტროფიზიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ მთვარისა და დედამიწის მაქსიმალური დაახლოება დედამიწის მკვიდრთ კარგს არაფერს მოუტანს. ანალოგიური მოვლენები დაფიქსირდა 1955, 1974, 1992 და 2005 წლებშიც, რაც ბუნების კატაკლიზმებით აღინიშნა. სწორედ ამ პერიოდში დაემუქრა დედამიწას არაერთი ძლიერი მიწისძვრა, დამანგრეველი ციკლონი თუ ცუნამი.”

წყარო: www.ghn.ge

მიხეილ ცაგარელი: სტიქიები აპოკალიფსური პერიოდის გამო ხდება (დააკლიკე აქ)

b3969b87d261

“დედამიწის ღერძის დახრილობა არ შეიძლება მნიშვნელოვნად გადაიხაროს მიწის ძვრის გამო, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამის გაკეთება მხოლოდ მძლავრ, გარეშე(კოსმოსიდან) ზემოქმედებას შეუძლია. მიწის ძვრა, ასე ვთქვათ, ჩვენი პლანეტის შიდა ”საქმეა”. ამ დროს შეიძლება დაიძრას დედამიწის სხეულის ნაწილი, ქერქი. მიწის ზედაპირი სულ მოძრაობაშია, გადაადგილდება 1 მეტრით 400 დღიანი ინტერვალებით. 20 წლის განმავლობაში დედამიწის ქერქი შეიძლება 15 მეტრით გადაადგილდეს. წლის განმავლობაში ეს გადაადგილება 1 მეტრს არ აჭარბებს. ასე რომ მიწისძვრის დროს დედამიწის ზედაპირის 10 სანტიმეტრიანი გადაადგილება სრულიად შესაძლებელია(დედამიწის წიაღი თხევად მდგომარეობაშია, ბირთვი კი მყარია და მეტალური). ჩილეს მიწისძვრამ ქალაქი კონსეფსიონი დასავლეთით გადაადგილა. GPS-ის მონაცემების შედარების მერე ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ 8,8 ბალიანმა ბიძგებმა სხვა ქალაქებზეც იმოქმედა. დედაქალაქი სანდიეგოც სამხრეთ-დასავლეთით 27 სმ-ზე გადაადგილდა. ეპიცენტრიდან ასეულობით კილომეტრის მანძილზე მდებარე ბუენოსაირესი კი 2სმ-ით.

19 მარტს მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდება – მანძილი 356,5 ათას კილომეტრამდე შემცირდება. ეს იქნება ”სუპერ სავსე მთვარეობა”, ან მთვარის პერიგეა(აპოგეა-მაქსიმალური დაშორება დედამიწასთან). ამ მოვლენას მოუთმენლად ელოდებიან ასტროფოზიკოსები და ფოტოგრაფები.

(მთვარე ყველა ობიექტს იზიდავს – მასოფლიო მიზიდულობის ძალით(გრავიტაცია). მოძრაობს რა დედამიწის გარშემო, მთვარე ყოველთვის 3%-ით უფრო ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან რომელის მხარესაც იმყოფება. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება ვიდრე საპირისპიროდ მყოფი. მოქცევის ძალად წოდებული ეს ძალა, დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ამის გამო ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის(30 სმ) ამოზნექილობები, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობენ. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS-ით და ლაზერული სიმაღლის საზომი საშუალებებით კოსმოსიდან, ამ მოძრავი, მოქცევის ტალღის ზომების დაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით ხდება).

მეცნიერების შეშფოთებას იწვევს მთვარის ასეთი სიახლოვე. ამ მოვლენამ ჩვენს პლანეტაზე შეიძლება სხვა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. წინა მაქსიმალური მოახლოება მოხდა 1992 წელს. 1955,75,92 და 2005 წლებში მთვარის ახლო დისტანციაზე მოსვლამ გამოიწვია ამინდის ექსტრემალური ცვლილებები, რასაც თან მოყვა ბუნებრივი კატასტროფების მთელი რიგი. ამჟამინდელი სიახლოვე სავსემთვარეობას დაემთხვა, ამიტომ ხუმრობით მას ”სუპერ სავსე მთვარეობა” შეარქვეს. მოვლენას შეუძლია მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევების პროვოცირება მოახდინოს. ასეთ ”სუპერ სავსე მთვარეობამდე” ორი კვირით ადრე ინდონეზიის სანაპიროს ცუნამი დაატყდა თავს. 1974 წელს ავსტრალიაში, კათოლიკური დღესასწაულის დროს, ციკლონმა ტრეისიმ ქალაქი დარვინი გამოაცარიელა.

ამას გარდა მთვარის სიახლოვეს შეუძლია კლიმატის შეცვლა ამ წელიწადში და მომდევნო წლებშიც. რუსი მეცნიერები 2010 წლის ანომალურ სიცხეს სწორედ ამ მოვლენას აბრალებენ. მათი აზრით მთვარე დედამიწის ატმოსფეროში ციკლურ რყევებს იწვევს.

ყველა მეცნიერი არ იზიარებს ასეთ პესიმისტურ მიდგომას. ”მიწისძვრები და ამოფრქვევები რა თქმა უნდა კიდევ იქნება, თუმცა ისეთივე სიხშირით, როგორითაც ხდებოდა აქამდე”- აცხადებს პიტ უილერი საერთაშორისო რადიოასტრონომული ცენტრიდან. მას ეთანხმება ავსტრალიელი ასტრონომი დევიდ რენეკეც. ”თუ ძალიან მოინდომებთ, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფის რომელიმე ციურ სხეულთან დაკავშირებას. ამას წინდელი პლანეტების აღლუმის დროსაც ველოდით კატაკლიზმებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა”.

მეცნიერთა უმრავლესობისთვის ახლანდელი ”სუპერ სავსე მთვარეობა” ამ ბუნებრივი თანამგზავრის უკეთ შესწავლის საუკეთესო შანსია. მიღებული შედეგები დიდ როლს ითამაშებენ დედამიწის წიაღის შესწავლის საქმეშიც.”

წყარო: www.astronet.ge

bc469961a0b7

ed1d93b626f0

5df8286c6e86

ec569b01f9ee

96dc5703e8fc

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button