„საერთაშორისო სასტუმრო „Longxi“ , უნიკალური ცათამბჯენი-სასტუმრო მდებარეობს ჩინეთის ერთ-ერთი მდიდარი სოფლის (Hua xi) ) ცენტრში.ჩინურ პრესაში გავრცელებული ცნობით, 5 ვარსვლავიანი სასტუმრო ჩინურ დასახლება „ჰუაქსიში“ (Hua xi) შეფასებულია 3 მილიარდ იუანად (დაახლოებით 470 მილიონ ამერიკულ დოლარად) და საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სასტუმრო „ლონსი“ აშენდა სოფლის 50-წლისთავის საპატივცემულოდ.
სასტუმრო, სახელად „ლონსი“-ს სიმაღლე 328 მეტრია , მასში 800 ნომერია ; 74-სართულიანი სასტუმროს ასაშენებლად სოფლის ყოველმა ოჯახმა 10-10 მილიონი იუანი გაიღო და სასტუმრო „Longxi“ (ლონსი) სწორედ სოფლის მაცხოვრებელტა კუთვნილებაა…
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასტუმრო მარტო თავისი სიმაღლით როდი გამოირჩევა , მის ჰოლში, სტუმრებს ხარის ერთტონიანი სკულპტურა ეგებება, რომელიც მთლიანად ოქროსგანაა ჩამოსხმული; გამოყენებულია 24-კარატიანი ოქრო…
ოქროს ხარი კი, სოფლის მაცხოვრებელთა სსიმდიდრის სიმბლოა. საინტერესოა , რომ ნიუ იორკის უოლ სტრიტზე (Wall Street) ასევე დგას ხარის (მაგრამ არა ოქროსი) ქანდაკება, რომელიც სიმდიდრის სიმბლოს წარმოადგენს! სასტუმროს 61-ე სართულზე მწვანე ზონა მოაწყვეს, სადაც ყვავილების პარკი და აუზი მდებარეობს., ხოლო სასტუმროს მეორე სართული სავაჭრო ზონაა და მას 2000 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია;
ჰუაქსის (Hua xi) ) ეკონომიკის კი ბევრ ქვეყანასაც კი შეშურდება – როიტერსის მონაცემებით, სოფლის ყოველ ოჯახს მინიმუმ ერთი სახლი და ორი მანქანა აქვს, საბანკო ანგარიშზე კი მინიმუმ 250 000 დოლარი ერიცხება…
სოფელში მრავალდარგიანი სამრეწველო კომპანია მუშაობს, რომლის აქციონერებიც ჰუაქსის მცხოვრებლები არიან. ყოველწლიურად, მათ დივიდენდის სახით, კომპანიის მოგების დაახლოებით მეხუთედი ერიცხებათ. წინასწარი დაანგარიშებით, წელს ჰუაქსის შემოსავალი 7.5 მილიარდ ევროს მიაღწევს!
ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე „ყველაზე მდიდარ სოფელში“ ჰუასიში 328 მეტრიანი სასტუმრო-ცათამბჯენი „ლუნსი“ ააშენეს. ბოლო სურათზე წრმოგიდგენთ ფოტოს, რომელიც გადაღებულია ცათამბჯენის მშენებლობის შუა პროცესში…