უცნაური ამბები #2
ეს არის უცნაური ამბების მეორე ნაწილი…
* სირაქლემას წონა დაახლოებით 140 კგ-ია, მისი ნაწლავის სიგრძე კი – 14 მეტრამდე.
* XV საუკუნეში ევროპაში მკაცრად დამკვიდრდა მამაკაცის ფეხსაცმელი ბლაგვი (წაჭრილი) წვერით. იგი შემოიტანა საფრანგეთის მეფე ჩარლს VIII-მ, რომ დაეფარა თავისი ნაკლი – მარჯვენა ფეხზე მას 6 თითი ჰქონდა.
* თოლიები მარილიან წყალს სვამენ, რადგან მათ ორგანიზმს შეუძლია მარილის გაფილტვრა.
* “მონოლოგია” – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის “სისულელეს”.
* თინუსს (ერთგვარი თევზი) შეუძლია დღეში 16 კმ გაცუროს.
* ძველ საბერძნეთში, ჩვეულებრივ, მიღებული იყო ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება ქუჩაში… სრულიად შიშვლად.
* ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში არის… ღვიძლის ქანდაკება.
* დედამიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მხოლოდ პიგმეები და ანდამანის კუნძულების მობინადარნი არ იყენებენ ცეცხლს.
* ყოველწლიურად ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით ორმოცი ვარსკვლავი ”იბადება”.
* ცნობილი მეცხრე სიმფონია ბეთჰოვენმა სრულიად ყრუმ დაწერა.
* ჩარლი ჩაპლინი ებრაელი იყო.
* ღორისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ცაში ახედვა.
* კრევეტს გული თავში აქვს.
* სიგარეტის სანთებელა უფრო ადრე იყო გამოგონებული ვიდრე ასანთი.
სულ ეს იყო, :thanks: :thanks: დატოვეთ თქვენი აზრი !