გართობაკულტურაუცნაური

მფრინავი მარტორქა

1
ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ფოტოშოპია? სრულებითაც არა….

აფრიკულ შავ მარტორქებს დიდი საფრთხე შეექმნათ ბრაკონიერების გამო. შავ ბაზარზე მათ რქებს დიდი გასავალი აქვს.. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 341 მარტორქა განადგურდა 2011 წელს, შარშან კი ეს რიცხვი 333-ს აღწევდა.
2

ბუნების გადარჩენის მსოფლიო ფონდი დაეხმარა აფრიკის რესპუბლიკას მარტორქების დაცვაში. მათ მარტორქები გადაიყვანეს საჰაერო ტრანსპორტით აღმოსავლეთ კაპიდან ჩრდილოეთ ლიმპოპოში, ანუ 1000 მილის მოშორებით.

3

რა თქმა უნდა, ვეტერინარი ყოველთვის მზად ჰყავდათ რაიმე უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

4

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟღერს არასასიამოვნოდ, საშინლადაც კი, მაგრამ ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ტრანსპორტირების ასეთი გზა ყველაზე ადვილი იყო.

5

6

7

p.s. ექსპერტების ფიცი-მტკიცის მიუხედავად, მაინც მებრალება ეს საცოდავები. აბა როგორია, თავდაყირა გაფრინონ აქეთ-იქით…..:(

აჯაფსანდალი

მასალა: ნახევარი კილო გართობა, 2 თავი მხიარულება, 600 გრამი ინტერესი, 100 გრამი სიცილი ან კისკისი, ღიმილი, ხითხითი, კუჭკუჭი, გაოცება გემოვნებით. მომზადება: გართობა დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, მოვათავსოთ სუფთა ტვინში (ან კისკისიან გულში) და შევწვათ. დავუმატოთ მხიარულება, ღრმა ინტერესი, გაოცება.. ასევე დავაჭრათ ღიმილი, ხითხითი, კუჭკუჭი და ვშუშოთ გულში სრულ მზადყოფნამდე.

მსგავსი ამბები

Back to top button