არქივი

ქორწინების წლისთავი… დასახელებები და აღნიშვნები…

6d4dba754a86

ყველას გაგვიგია, რომ არსებობს ოქროს და ვერცხლის ქორწილი. თუმცა თურმე, ქორწინების ყოველ წელს საკუთარი სახელი ქონია…

მწვანე ქორწილი – აქ შედის ქორწინების პირველი დღე. ამ დღეს იწყება ათვლა წლისთავისათვის. მწვანე ქორწილი აღინიშნება მთელი პირველი წლის განმავლობაში, ყოველი თვის იმ რიცხვში, როცა ქორწილი შედგა.

1 წლისთავი – ჩითის ან მარლის ქორწილი
ესაა პირველი წლისთავი ოჯახური ცხოვრების. ამ დღეს ახალბედა ცოლი იცვამს ჩითის კაბას და ისე ეგებება ქმარს.

2 წლისთავი – ქაღალდის ქორწილი
მეორე წელი- ესაა ოჯახის მოთმინების გამოცდის წელი. ძალიან ხშირად, მეორე წლისთავზე ოჯახში ახალი წევრია, ამიტომ საჭიროა ურთიეთობები იყოს მეგობრული და თბილი. ქაღალდი – სიმბოლოა არამყარობის, სიმყიფის. ამიტომ, მხოლოდ ცოლზე და ქმარზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ქორწინების შენარჩუნებას.

3 წლისთავი – ტყავის, კანის ქორწილი
ოჯახი, შეიძლება ითქვას, მყარია, მაგრამ ცვლილებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ურთიერთობები ცვალებადია, როგორც ტყავი (კანი).

4 წლისთავი – ცვილის ქორწილი
სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებელი ატრიბუტია ნაზი განათება, ხოლო საჩუქარი უნდა იყოს ლამაზი სანთლები. ამ დღეს ოჯახში უნდა აინთოს სანთელი და რამდენ ხანსაც გაძლებს იგი ჩაქრობის გარეშე, იმდენ ხანს იქნება ოჯახი ერთად და ბედნიერად.

5 წლისთავი – ხის ქორწილი
ხე გამოხატავს ოჯახური ურთიერთობების გამძლეობას. ეს უკვე აღარაა ჩითი, ქაღალდი ან ცვილი. ამ დღეს ოჯახს ჩუქნიან ხის ჭურჭელს. ქმარი ვალდებულია რამე გააკეთოს ხის მასალისგან, ხოლო მეუღლემ გადაუსვას დამცავი ლაქი.

6 წლისთავი – თუჯის ქორწილი
მორიგი კრიზისი ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში. თუჯი, მიუხედავად მისი ვითომ და სიმყარისა, საკმაოდ მყიფე მეტალია, რომელიც შეიძლება გატყდეს პატარა დარტყმითაც. ახალგაზრდების ურთიერთობაც მისი მსგავსია

7 წლისთავი – სპილენძის ქორწილი
პირველი ღირსეული და თვითდარწმუნებული ქორწილი. მეუღლეები ჩუქნიან სპილენძის მონეტებს, ბედნიერების მოსატანად.

8 წლისთავი – თუნუქის ქორწილი
ოჯახის სიძლიერე მყარდება წლებით. ამიტომ არის აღებული თუნუქი, როგორც მოქნილი სტრუქტურა.

10 წლისთავი – ვარდის ქორწილი
მეათე წლისთავის სიმბოლოა ვარდი, რომელიც აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმრის ცხოვრება იყო ლამაზი და ყვაოდა, როგორც ვარდი.

11 წლისთავი – ფოლადის ქორწილი
ოჯახი უკვე მყარია. მას თითქმის არ ემუქრება საფრთხე.

12 წლისთავი – მაქმანის ქორწილი
ცხოვრება მიდის თავისი დინებით და ქსოვს საკუთარ მაქმანს. ამ დღეს ოჯახს ჩუქნიან მაქმანიან ხელსახოცევს ან მსგავს ნივთებს.
სურვილით, რომ მათი ცხოვრება იქნება ასეთივე ნაზი და ჰაეროვანი.

14 წლისთავი – აქატის ქორწილი
ყოველ წელს ურთიერთობა იძენს ახალ ფერებს, ისევე როგორც ეს ქვა. ამ დღეს ოჯახს ჩუქნიან აქატისგან დამზადებულ რაიმე ნივთს.

15 წლისთავი – ბროლის ქორწილი
ეს წლისთავი ნიშანია სიწმინდის და უერთიერთგაგების ოჯახურ ურთიერთობებში. ამ დღის საუკეთესო საჩუქარია მინისგან დამზადებული ნივთები.

17 წლისთავი – კალის ქორწილი (არ აღინიშნება)

18 წლისთავი – ფირუზის ქორწილი (არ აღინიშნება)

20 წლისთავი – ფაიფურის ქორწილი
ეს წლისთავი აღინიშნება ფაიფურის ჭურჭლით გაწყობილ სუფრასთან. ფაიფური აღნიშნავს ოჯახის ღირსებებს.

21 წლისთავი – ოპალის წორწილი (არ აღინიშნება)

22 წლისთავი – ბრინჯაოს ქორწილი (არ აღინიშნება)

23 წლისთავი – ბრილიანტის ქორწილი (არ აღინიშნება)

24 წლისთავი – აბრეშუმის ქორწილი (არ აღინიშნება)

25 წლისთავი – ვერცხლის ქორწილი
საუკუნის მეოთხედი ერთად – ეს უკვე არაა ცოტა. ვერცხლი აღნიშნავს ოჯახის კარგ და მყარ კავშირს. ამ დღეს აღნიშნავენ ნათესავებთან ერთად.

26 წლისთავი – ნეფრიტის ქორწილი (არ აღინიშნება)

27 წლისთავი – წითელი ხის ქორწილი (არ აღინიშნება)

28 წლისთავი – ხავერდის ქორწილი (არ აღინიშნება)

30 წლისთავი – მარგალიტის ქორწილი
მარგალიტია ნიშანი ოჯახის მარადიულობისა, რადგან ნამდვილი მარგალიტი არასოდეს დაკარგავს ბრწყინვალებას.

35 წლისთავი – მარჯნის ქორწილი

40 წლისთავი – ლალის ქორწილი
ლალი – ესაა სიყვარულის ცეცხლოვანების სიმბოლო. ლალი შეახსენებს მაუღლეებს მათი გრძნობების შესახებ, რომლებიც გამოიცადა უკვე 40 წლის მანძილზე.

45 წლისთავი – საფირონის ქორწილი
საფირონი არის სიმბოლო ნდობისა. ის წმინდავს მაუღლეების გრძნობებს.

50 წლისთავი – ოქროს ქორწილი
ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება. პატიჟებენ ნათესავებს, შვილებს, შვილიშვილებს და მეგობრებს.

55 წლისთავი – ზურმუხტის ქორწილი

60 წლისთავი – ასმასის ქორწილი

65 წლისთავი – რკინის ქორწილი

70 წლისთავი – მადლიერების ქორწილი
ეს დღე შვილებთან, შვილვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად აღინიშნება.

75 წლისთავი – გვირგვინოსანი ქორწილი, ან მეორე ბრილიანრის ქორწილი
აღინიშნება კვლავ ოჯახურ გარემოში.

80 წლისთავი – მუხის ქორწილი
ოჯახური ცხოვრება ისეთივე მყარია, როგორც მუხა.

100 წლისთავი – წითელი ქორწილი
ამ დღესასწაულს იშვიათად აღნიშნავენ (უფრო სწორად, ვერ აღნიშნავენ). თუმცა, აზერბაიჯანელმა წყვილმა 126 წლის ნიფტულამ და 116 წლის ბალაბეიმ ეს დღესასწაული იზეიმეს. მათ ერთად მთელი საუკუნე იცხოვრეს…

მორჩა კინო :boli:

მსგავსი ამბები

Back to top button