გართობაუცნაური

უჩვეულო სახელები

42ab53fb24ca

ამას წინათ ჟურნალ “გზაში” წავაწყდი ერთ საინტერესო და სასაცილო სტატიას და მინდა,რომ თქვენც გაგაცნოთ : ))

უჩვეულო და უცნაური სახელები:

საფრანგეთში ცხოვრობდა ოჯახი, რომელმაც მამაპაპისეულ გვარზე უარი თქვა და პასპორტში მის ნაცვლად ოთხი ციფრი – 1792 ჩაიწერა. იმავე ოჯახში ოთხი ვაჟი იზრდებოდა: იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი. უჩვეულო ოჯახის უფროსს „ მისტერ მარტი 1792“ ერქვა.

ჩიკაგოში ჯექსონების ოჯახი ცხოვრობდა. მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: მენინგიტი, ლარინგიტი, აპენდიციტი, პერიტონიტი, ტონზილიტი.

რუსეთის ერთ-ერთ სოფელში იზრდება ბიჭი, რომელსაც „მე მიყვარს კარტოფილი“ ჰქვია.

ინდოეთის შტატ ორისში ცხოვრობს „გამარჯობა, ორი კგ ბრინჯი“ და „გამარჯობა, ვერცხლის მონეტა“. ეს შტატი უცნაური სახელებითაა ცნობილი.

თავგადაკლული კომუნისტები შვილებს ორიგინალურ სახელებს არკმევდნენ: ურიურვკოსი („ურა, იურა ვ კოსმოსე“), კუკუცაპოლი („კუკურუზა – ცარიცა პოლეი“), ლაგშმივარი („ლაგერ შმიდტა ვ არქტიკე“)

ჰავაის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ჰონოლულუში ცნობილი რესტორნის მეპატრონის შვილი მიიყვანეს. გოგონას სახელი 102 ასოსგან შედგება. სკოლის საკლასო ჟურნალში მისი სახელი სრულად ვერ შეიყვანეს. ქართულად გოგონას „მთებისა და მდელოების ამოსული ულამაზესი ყვავილების სურნელი ჰავაის მიდამოებში საამოდ იფრქვევა“ ჰქვია.

ცნობილი მხატვრის პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო : პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუკენო კრისპერ კრისპიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუის და პიკასო.

მე ბევრი ვიცინე და იმედია თქვენც მოგეწონათ : ))

წყარო: ჟურნალი გზა :D

მსგავსი ამბები

Back to top button