გართობაუცნაური

ისტორიული მოზაიკა 1

458a88a00cb0

წარმოგიდგენთ ისტორიულ ფაქტებს,რომლებიც დღეს ბევრს უცნაურად მოეჩვენება…

1) რომაელი დიდებული ქალბატონები აბანოებში ოცკაციანი, მამაკაცი მონებისაგან შემდგარი ამალით დადიოდნენ. ისინი მათ წინაშე მოურიდებლად შიშვლდებოდნენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მონებს რომაელი დიდებულები აღიქვამდნენ, როგორც საგანს. მაგალითად, ავეჯის ნაწილს, რომელსც არ გააჩნია არავითარი ინსტიქტი.

2) ჩინეთის რომელიმე პროვინციაში, როდესაც მიწისძვრა მოხდებოდა, ამ პროვინციის მმართველს ჩინეთის იმპერატორის ბრძანებით თავს კვეთდენ. ჩინეთის პროვინციაში არცთუ იშვიათი იყო მიწისძვრები, ამდენად მათი მმართველებიც ხშირად იცვლებოდნენ.

3) მე-18 საუკუნემდე საფრანგეთსი არ იყენებდნენ არანაირ კოსმეტიკას. ელემენტარული ჰიგიენაც კი დარღვეული იყო. 1644 წელს გამოიცა წიგნი “ფრანგული ზრდილობის კანონები”. მასში ზრდილობის ეტიკეტთან ერთად დაკანონებული იყო ის, რომ ყოველდღე ჭამის წინ ადამიანს ხელები უნდა დაებანა. ამასთანავე ამ კანონის მიხედვით ხელთან ერთად პირის დაბანაც აუცილებელი იყო. ანალოგიური კანონ რუსეთში პეტრე პირველის დროს შემოიღეს.

4) თომას ლიპტონი, რომელიც თავის დროზე ყველაზე მსხვილი ჩაის მწარმოებელი ბიზნესმენი იყო და ლიპტონის ჩაის დამაარსებელი, კინაღამ ზღვაში დაიღუპა. ტვირთის ზედმეტი წონის გამო გემმა ჩაძირვა დაიწყო. გემბანზე მყოფმა პირებმა ჩაის ყუთებისა და ტომრების ზღვაში გადაყრა დაიწყეს. თომასმა ისინი შეაჩერა, აიღო წითელი საღებავი და ყუთებზე წარწერები გააკეთა. ლიპტონმა ნაპირამდე მშვიდობით მიაღწია. სულ მალე კი მისი ჩაის კოლოფები წარწერით “მიირთვით ჩაი ლიპტონი” სხვადასხვა სანაპიროზე აღმოჩნდა. ამ რეკლამამ ეფექტურად იმოქმედა. პ.ს. ეს სწორედ ის ლიპტონია,რომელსაც დღესაც მივირთმევთ.

5) ესპანეთის მეფე ალფონსს საერთოდ არ ჰქონდა მუსიკალური სმენა. ამ დეფექტის გამოსასწორებლად მან სპეციალური თანამდებობა შექმნა. სამეფო კარზე გაჩნდა ჰიმნთმცოდნე, რომელიც მეფეს ანიშნებდა, რომ სხვადასხვა საქმიან შეხვედრაზე დარბაზში ჰიმნი დაუკრეს. ალფონსი ჰიმნს ნებისმიერი სხვა მუსიკისგან ვერ არჩევდა.

6) ბრიტანელი მონარქებიდან ყველაზე დაბალი ჩარლზ პირველი იყო – 4 ფუტი და 9 დიუმი, ანუ დაახლოებიტ 1 მეტრი და 30 სანტიმეტრი.

7) ცნობილი პიროვნებებიდან აყვანილები იყვნენ და არაბიოლოგიურ მშობლებთან იზრდებოდნენ : მერლინ მონრო, დენ ო’ბრაიენი (ოლიმპიური ჩემპიონი) , ნენსი რეიგანი და ჯერალდ ფორდი ( აშშ-ს 38-ე პრეზიდენტი)

8) პირველი იღბლიანი გადმოხტომა პარაშუტით, რომელიც სიკვდილით არ დამთავრდა 1912 წელს მოხდა.

9) ცნობილი ამერიკელი ფემინისტს, ვიქტორია ვუდჰელს, რომელიც 1872 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, სიბერეში ეშინოდა, რომ თუ ლოგინზე დაწვებოდა მაშინვე მოკვდებოდა. ამის გამო სიცოცხლის ბოლო წლებში საწოლში არ დაწოლილა და სულ სკამზე ეძინა. იგი 1927 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

10) ექიმი ელის ჩეისი, რომელსაც უამრავი წიგნი აქვს დაწერილი სწორი კვების შესახებ, მათ შორის “როგორ ვიკვებოთ ჯანმრთელად”, უჭმელობით გარდაიცვალა.

გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

Back to top button