Frank Abagnale არის თავის დროზე ცნობილი თაღლითი რომელსაც მთელ მსოფლიოში ეძებდა ფედერალური ბიურო და ინტერპოლი.
მან 26 ქვეყანაში იმოგზაურა,ცხოვრობდა ძვირადღირებულ სასტუმროებში და ლამაზ ქალბატონებთანაც ჰქონდა ურთიერთობა.იგი იმდენად პროფესიონალი იყო თავის საქმეში, რომ მასზე ფილმიც კი გადაიღეს- ”დამიჭირე თუ შეძლებ”(Catch me if f you can), სადაც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს. ”ის უდიდესი მსახიობია დედამიწის ზურგზე”- აცხადებს ლეონარდო დიკაპრიო(მისი თაღლითური პროფესიონალიზმის გამო).
ფრენკის ამბავი 16 წლიდან იწყება როდესაც დედამისი მამამისს გაეყარა, ფრენკმა კოლეჯი მიატოვა და აქედან იწყება მისი თაღლითური ცხოვრება.თავიდან იგი ”მაგნიტურ მელანს” იყენებდა და ბანკს ყალბი ჩეკებით ფულს ჰპარავდა სანამ არ მიხვდნენ,მაგრამ მაშინ უკვე 40 000$ იყო მოპარული.
დროთა განმავლობაში მან ავიაკომპანია ”პან ამის”(Pan Am) მფრინავის უნიფორმა ჩაიგდო ხელში რითაც ბევრი გააცურა.ასევე საავადმყოფოს ადმინისტრატორადაც მუშაობდა არანაირი სამედიცინო განათლებით,ის უბრალოდ ენციკლოპედიებს კითხულობდა და ექიმების მუშაობას ადევნებდა თვალყურს.
კადრი ფილმიდან ”Catch me if you can”
ფრენკი საბოლოოდ საფრანგეთში დაიჭირეს,მაგრამ ფედერალური ბიუროს აგენტმა ჯოზეფ შეამ,რომელიც შემდგომში მისი მეგობარი გახდა ამბობს:ის განსაკუთრებული პიროვნებაა მისი დანაშაულები მხოლოდ მისი გონებითაა ჩადენილი…
ფრენკი ახლა კომპანიებს თაღლითობის პრევენციას ასწავლის და ლექციებსაც კითხულობს ფედერალური ბიუროს აკადემიაში, ამასთანავე ის წელიწადში 3 000 000$-ს გამოიმუშავებს.ხოლო 70-იანებში მან დაწერა თავისი ავტობიოგრაფია.
P.S. იმედია მოგეწონათ :)