ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ოჯახი, რომელსაც კონტრაცეპტივზე არაფერი სმენია.. :D

je8ks

დაახლოებით ერთი თვის წინ ამერიკის შტატ ტენესში მცხოვრებმა წყვილმა გილ და კელი ბეტესმა მე-18 შვილის დაბადება იზეიმეს და იმედოვნებენ, რომ მომავალში კიდევ რამდენიმე ეყოლებათ. მათი მიზანია, დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახის სტატუსი მოიპოვონ. ამისთვის მინიმუმ კიდევ ერთი ბავშვია საჭირო – არკანზასში მცხოვრებ დუგარსების ოჯახს 19 შვილი ჰყავთ.

წყვილმა 1986 წელს გაიცნო ერთმანეთში კოლეჯში სწავლისას, 1987 წელს კი დაქორწინდნენ. გილმა მალევე ივაჟკაცა და იმის შემდეგ კელი თითქმის ყოველ წელს ორსულადაა.

მათი მრავალრიცხოვანი შთამომავლობა:

  • ზაქი, 21 წლის
  • მიქაელა, 20 წლის
  • ირინი, 18 წლის
  • ლოუსონი, 17 წლის
  • ნათანი, 16 წლის
  • ალისა, 15 წლის
  • თორი, 14 წლის
  • ტრეისი, 13 წლის
  • კარლინი, 12 წლის
  • ჯოსი, 11 წლის
  • ქეითი, 10 წლის
  • ჯექსონი, 8 წლის
  • უორდენი, 7 წლის
  • ისაია, 5 წლის
  • ადელი, 4 წლის
  • ელი, 3 წლის
  • კელი-ენი, 1 წლის
  • ჯუდსონ უიატი, 1 თვის
  • გილი პროფესიით დურგალია და საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს. მას უფროში შვილებიც ეხმარებიან. დედა, კელი კი დიასახლისია და ბავშვებს სახლში ასწავლის. ოჯახი საკვებად მოიხმარს კვირაში 48 კვერცხს, ბეკონების 4 პაკეტს, 40 ქერის კვერს. გილის თქმით, მაგიდა იმხელაა, რომ ერთი ბოლოდან მეორეში გადაძახებით ვერაფერს გააგებინებ.

    wcsyl

    ბავშვების კეთებისგან თავისუფალ დროს კი გილი სახლსაც უვლის და მუდმივად აფართოებს. მათ უკვე აქვთ 5 საწოლი ოთახი, 8 სააბაზანო, ორი სამზარეულო, უზარმაზარი სასადილო ოთახი 4 მეტრზე გრძელი მაგიდით, საბავშვო ოთახი და სამეცადინო ოთახი. ასევე 4 უზარმაზარი სარეცხი მანქანა და 2 სამრეწველო საშრობი. სახლში ვერ შეხვდებით ტელევიზორს. ოჯახი თავისუფალ დროს თამაშში, სიმღერასა და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრაში ხარჯავს.

    78j2e

    – ჩვენ ძალიან გვიყვარს ბავშვები და ძირითადი საკამათო თემაა, შემდეგი შვილი ბიჭი იქნება თუ გოგო? ახალგაზრდობაში სულაც არ მინდოდა შვილი, კარიერაზე ვფიქრობდი, მაგრამ ღმერთმა ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. ახლა ბავშვების მოვლა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
    ბავშვების გმირი დედა, კელი.

    ბავშვები ამბობენ, რომ მათთვის მარტოობა წარმოუდგენელია. ყოველთვის ჰყავთ ვიღაც, ვისაც გაესაუბრებიან, ვინც გვერდში ამოუდგებათ. ეს მათ დიდ სიხარულს ანიჭებთ. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, მათაც მოსდით კამათი, მაგრამ მაინც ერთი დიდი, მხიარული ოჯახის წევრები არიან. ამჟამად შეფარდება ასეთია: 10 გოგონა და 8 ბიჭი.

    yns64

    მსგავსი ამბები

    Back to top button