სასარგებლო და გამოსაყენებელი თქმულებანი გამოჩენილ ძველ ბრძენთა
ოთხი რამ…
ოთხი რამე კაცსა გახდის ხარბსა:
შიში უქონლობისა, რიდი სხვის მსახურობისა, შური სხვების მიმართ, სიმრავლე შვილთა.
ოთხი რამით წარმოდგება სიხარბე:
ქურდობით, ფიცის გატეხით, სიცრუით, კაცის მკვლელობით.
ოთხი რამით გასაწყლდება კაცი:
დიაცებისგან, ყომარმაზობისგან, ცუდ ამხანაგებისგან, შფოთობისგან.
ოთხი რამით შერცხვება კაცი:
გლახაკობით, სეურაცყოფით, სხვის ხვეწნით, ამხანაგთაგან გაძევებით.
ოთხი რამე მოსდევს გლახაკობასა:
ბოროტი მოქმედება, თავის შერცხვენა, ჯანის გაფუჭება, ოჯახის ამღვრევა.
ოთხი რამის ზრუნვა მართებს ქმარსა თავის ცოლზედ:
მუდამ გაერთებული საქმით მორიდება თავისა, შეძლებისდაგვარად ცხოვრება, ზომიერი ჩაცმა.
ოთხი რამეა უფასო:
სწავლა, ჯანმრთელობა, თავისუფლება, სათნოება.
ოთხი რამეა დაუბრუნებელი:
ქვა ხელიდან ნატყორცნი, სიტყვა პირიდან გამოთვებული, გარდასული ჟამი, გავლილი შემთხვევა
ოთხი რამეა გაუქრობელი:
ცეცხლი, მიწა, ჯოჯოხეთი, დედაკაცი.
ოთხი რამეა უსარგებლო მისარები:
თქვლემა, ჩაფიქრება, გამოძიება, დაღონება.
ოთხი რამე მართებს შეგირდსა:
მასწავლებლის პატივისცემა, სმენის მოწადინეობა, ხშირად გამეორება ნასმენსა, რჩევის კითხვა მეცნიერთაგან.
ოთხი რამეს ვერ მისწვდება კაცი გაურჯელად:
საქებრობას, უმაღლეს სწავლას, სიმდიდრეს, ბატონობასა.
ოთხი რამეა თვალის საამური:
მშვენიერება, სხვადასხვა ფეროვნება, გარეგანი შეხედულება, სიწმინდე ჰაერისა.
ოთხი რამე მართებს აღსარების მთქმელთა:
აღსარება პირითა, სინანული გულითა, გარდახდა საქმითა, შედგომა კეთილ საქმისა.
ოთხი რამისგან წარმოდგება სიძულვილი:
გარყვნილ ლაპარაკით, შეცოდებით, სიხარბით, დაფანტვით მონაგებისა.
ოთხი რამე არღვევს სიმართლეს:
სიყვარული, სიძულვილი, შიში, სურვილი.
ოთხი რამით კაცი პატივსაცემი ხდება:
გონებითა, რონიერობითა, სწავლებლულობითა, გრძნეულობითა.
ოთხი რამე მართებს კაცმან გული მიაპყროს:
თუ ხელღია დიდხანს არ გასწევს, თუ სწავლა მუდამ ვერ უშველის, თუ ჭორიკანობა ერთხელ წაახდენს, თუ ზომიერი არასოდეს დაშავდეს.
ოთხი რამით იმღვრევა სიმშვიდე კაცის სულისა:
უწესო სიყვარულითა, სიმთვრალითა, სიხარბითა, სიძულვილითა.
ოთხგვარი მოკეთე ყავს კაცსა:
მოკეთე ბედისა, მოკეთე ტაბლისა, მოკეთე სამსახურისა, მოკეთე ერთგული, პირველი გაეყაროს გაეყაროს ბედუკუღმართობის ხანსა, მეორე გაქრეს ტაბლის ალაგების ხანსა, მესამე ინახავს მოკეთობის კავშირს ბოლომდინ, მეოთხე სიკვდილამდინ.
ოთხგვარად კაცნი კარგავენ ნათესაობას უღვთოდ:
მდიდარი ქონებით გამოცლილი, ბატონი სრულიად დაცემული, ბედნიერი უბედურებას შესწრებული.
ოთხი რამით ხდება კაცი სიკეთის მქნელი:
სარგებლობით, შიშით, იმედით, სიყვარულით.
ოთხი რამე მოსდევს განრისხებას:
წაგება ჭკვისა, უმეცრობა თავისა, უკეთური საქნელი, უღვთო სამართალი.
ოთხი რამიდან წარმოდგება განრისხება:
უმორჩილობისგან, შეურაცყოფისგან, სიკეთის დაუნახაობისგან, უსვინდისობისგან.
ოთხი რამე აშოშმინებს განრისხებას:
ტკბილი ბაასი, სამაგიეროს გადახდა, შიმშილი, ზღვევა.
ოთხი ზიანი მოსდევს ქალთა მოყვარეს:
დამახინჯება სულისა, დასუსტება სიყმისა, გარდაგება ქონებისა, დაახლოება სიბერისა.
ოთხი რამით აეშლება კაცსა ქალის ნდომა:
საღი აგებულობით, სასიამოვნო საჭმელებით, ქალების სიახლოვით, უსაქმობით.
ოთხი რამე დაუშლის კაცსა ქალის ნდომას:
სმა მხოლოდ წყლისა, ჭამა გრილი საჭმლისა, სიშორე დედაკაცთაგან, მუდმივი მუშაობა.
ოთხი რამე სცვლის კაცის ხასიათსა და ჩვეულებას:
პატივი, სიყვარული, ტკბილი ლაპარაკი დედაკაცისა, ძალოვნება ღვთისა.
დასასრული.