არქივი

იშვიათი და უცნაური ცხოველები

Image.geotorrents.com
ცხოველის რამოდენიმე სახეობა, რომელიც უცნაური გარეგნობით ან ქცევითაა ცნობილი. მათი უმეტესობა დღეს გადაშენების პირასაა

სტვენია ობობა
Image.geotorrents.com
წარმოადგენს ტარანტულის ერთ-ერთ ჯიშს და ბინადრობს ავსტრალიაში. ამ ობობას აქვს უნარი, ფეხების ერთმანეთზე გახახუნებით სტვენვის მსგავსი ხმა გამოსცეს. გაგება შორიდანაც, დაახლოებით 2 მეტრიდან შეგიძლიათ. ობობა სიგრძეში 20 სმ-ს აღწევს. მისი შხამი ცხოველებისთვის სახიფათოა – დობერმანი ნაკბენიდან 20 წუთში კვდება. ადამიანის შემთხვევაში კი მხოლოდ 6 საათიან თავბრუსხვევასა და გულისრევას იწვევს.

გიგანტური ჩინური სალამანდრა
Image.geotorrents.com
ყველაზე გრძელი სალამანდრა, სიგრძეში შეიძლება 1,8 მეტრსაც მიაღწიოს. საშუალოდ კი სიგრძეში 1.15 მ, წონით 25-30 კგ-ია. ენდემურია ჩინეთის მთებში. მისი ხორცი ითვლება დელიკატესად, ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში კი სამკურნალოდ. 2008 წელს ის შევიდა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი TOP 10 ცხოველების სიაში.

ფრეგატის კუნძულის ხოჭო
Image.geotorrents.com
ბინადრობს მხოლოდ ფრეგატის კუნძულებზე, ისეთ ადგილებში, სადაც მუდამ ცხელა და გარემოს 99% მშრალია. არ შეუძლია ფრენა და ძირითადად მცენარეებით იკვებება. დღესდღეობით მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა.

ჰონდურასის მოჩვენება ღამურა
Image.geotorrents.com
ეს არსება უნიკალურია ღია ფერის და ასევე განსაკუთრებით მცირე ზომის (სიგრძეში 3-5 სმ, წონით 6 გრამი) გამოც. დღესდღეობით არ ივლება, რომ საფრთხეშია, თუმცა ბევრი ექსპერტ-ეკოლოგი შეშფოთებას გამოთქვამს მათი რაოდენობის შემცირების გამო

კაგუ
Image.geotorrents.com
ახალი ზელანდიის ამ ბინადარზე მცირე რამაა ცნობილი. მას არ შეუძლია ფრენა, მიუხედავად იმისა რომ განიერი ფრთები აქვს. ბინადრობს ტყეში, თუმცა მისი შეფერილობა უფრო ნათელ და მზიან ტერიტორიებს მოუხდებოდა. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა 250-დან 1000-მდეა.

Ozyptila praticola
Image.geotorrents.com
ამ უნიკალური ჯიშის ობობას აქვს უნარი, კიბორჩხალასავით გვერდულად ან უკან-უკან იაროს. მისი საბინადრო არეალია ევროპა და შუა აზია. მამრები აღწევენ 3 მმ-მდე, მდედრები 4-მდე.

თმიანი ვომბატი
Image.geotorrents.com
ჩვეულებრივი ჩანთოსანი ვომბატისგან ეს სახეობა იმით განსხვავდება, რომ მისი ჩანთა უკან იხსნება. ბალახისმჭამელი ძუძუმწოვრებიდან კი ყველაზე დიდ სოროს აკეთებს. მისი კბილები მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობენ ზრდას.

ფოთლის პეპელა
Image.geotorrents.com
როცა ეს მწერი დაფრინავს, საოცრად ლამაზი და მრავალფეროვანი ფრთები უჩანს, ხოლო როცა დაკეცილი აქვს, ძალიან ჩამოგავს ფოთოლს – ზოგჯერ მწვანეს, ზოგჯერ კი ყავისფერს, ხიდან ჩამოვარდნილს. გავრცელებულია ახალ გვინეაში, სამხრეთ აზიაში, მადაგასკარსა და ინდოეთში.

ზოლიანი კურდღელი
Image.geotorrents.com
ბინადრობს ბირმაში, რომელიც უჩვეულო ცხოველების სამშობლოა. მეცნიერებმა ის რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს. სახეზე და ზურგზე მათ ყავისფერი და შავი ზოლები აქვთ. მსგავსი სახეობა არის სუმატრაშიც და ვიეტნამში

Phricta aberrans
Image.geotorrents.com
Image.geotorrents.com
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გარეგნობის მწერი მიეკუთვნება კალიების ოჯახს, ენდემურია ავსტრალიაში. ერთი შეხედვით, მექანიკურ სათამაშოს გავს ან ფანტასტიკური ჟანრის ფილმების პერსონაჟს. ტყეებში, სადაც ის ბინადრობს, საკმაოდ ძნელად შესამჩნევია კამუფლაჟის გამო

მხტუნავი ლესბოსელი ხვლიკები
Image.geotorrents.com
ეს ხვლიკები მრავლდებიან იმის მიუხედავად, რომ ყველა მათგანი მდედრია. ზოგჯერ ისინი ახდენენ სექსუალური აქტის სტიმულირებას, სადაც ერთ-ერთი მათგანი მამრის ფუნქციას კისრულობს. დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ ასეთების რეპროდუქცია უფრო ნაყოფიერია, ვიდრე მათი თავშეკავებული თანამოძმეებისა

ექიდნა
Image.geotorrents.com
ექიდნა ერთ-ერთია, რომელიც განაყოფიერებისას 2 კვერცხს დებს (ასეთი სულ ორია). გარეგნულად ზღარბს ჩამოგავს და მასავით მორცხვია. აქვს გრძელი, მუდამ სველი ცხვირი და უფრო გრძელი ენა, რომლითაც ტერმიტებს “ხვეტავს” და ჭამს. ბინადრობს ახალ გვინეასა და ავსტრალიაში. მსგავსი სახელი ჰქონდა ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთ მონსტრს

ალისფერი ბაყაყი
Image.geotorrents.com
ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს მიწაში, 4 მეტრის სიღრმეზე. აღმოაჩინეს 2003 წლის ოქტომბერში ინდოეთში, კერალას შტატში. ადგილობრივები წლების განმავლობაში საუბრობდნენ ალისფერ ბაყაყზე, მაგრამ მეცნიერები აღმოჩენამდე სკეპტიკურად უყურებდნენ. სხვა ბაყაყებისგან განსხვავებით, პატარა თავი აქვს. ზოგჯერ ღორისდინგიანსაც ეძახიან.

სიკარიუსი
Image.geotorrents.com
შხამიანი ქვიშის ექვსთვალა ობობა სამხრეთ აფრიკიდან. როგორც წესი, თხრის ქვიშას, იმალება შიგნით და მსხვერპლის მოახლოებისას უეცრად ამოხტება ხოლმე. ფერიც ხელს უწყობს და ერთგვარ კამუფლაჟს ახდენს. როცა საფრთხეს გრძნობს, გარბის, მოშორებით თხრის ქვიშას და იმალება.

მალაიზიური ორქიდეის ჩოქელა
Image.geotorrents.com
და ბოლოს, დავასრულებ ჩემი საყვარელი მწერით :lol2: ჩოქელების ეს უნიკალური და ლამაზი სახეობა მალაიზიასა და ინდონეზიაშია გავრცელებული, თბილ არეალში. მისი პოვნა შესაძლებელია ორქიდეაზე ან პაპაიას ხეებზე. ძირითადად იკვებება ყვავილების მწერებით. მისი სასიარულო ოთხი ფეხი ჩამოგავს ყვავილის ფურცლებს, ხოლო შეფერილობა ნათლად მიუთითებს საცხოვრებელ გარემოზე.

მსგავსი ამბები

Back to top button