გართობა

Pen Spinning

Pen Spinning არის ხელით რაიმე საწერი ობიექტის მანიპულაცია (უმეტეს შემთხვევაში კალმის). იგი ძირითადად მიჩნეულია საკუთარი თავის გართობის საშუალებად სახლში, სკოლაში ანდაც სამსახურში. თავდაპირველად გართობის ეს სახეობა წარმოიშვა იაპონიაში 1970 წლისთვის და მას შემდეგ განვითარდა. თავდაპირველად ამ ადამიანებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ 2 ძირითადი მოძრაობა Thumbaround და Finger Pass. დროთა განმავლობაში კი მოძრაობები დაიხვეწა და მათი რაოდენობაც გაიზარდა. ასევე იაპონიაში ჩამოყალიბდა Pen Spinning-ის ასოციაცია. მას შემდეგ, რაც ამ “საქმიანობით” დაკავებულმა ახალგაზრდებმა საკუთარი ვიდეოები ინტერნეტის საშუალებით გაავრცელეს, დაინტერესება გამოავლინეს ამერიკელმა მოზარდებმა და სთხოვეს იაპონელ მოზარდებს მათთვის ვიდეო გაკვეთილები ჩაეტარებინათ, რაც შედეგიანად დასრულდა და ახლა გართობის ამ საშუალებას ამერიკაშიც მრავლად ყავს მიმდევარი. განსაკუთრებით 2006 წლის შემდეგ გამოითქვა დაინტერესება ევროპისდან, ძირითადად გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. ამჟამად ქვეყნების უმრავლესობას აქვთ ასოციაციები და ისინი ხშირად აწყობენ შეხვედრებს და ერთმანეთს უზიარებენ ახალ მოძრაობებს. დროთა განმავლობაში მოთხოვნილება გაჩნდა Pen Spinning-თვის შესაბამის კალმებზე, რადგან ჩვეულებრივი კალმები არ იყვნენ საკმარისად მძიმე ან გრძელი, ამითომ ამ “საქმის” მიმდევრებმა თავად დაამზადეს კალმები.
ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე გასაოცარ ვიდეოს:

აქ კი ვისაც მოგეწონათ ძირითადი მოძრაობების სწავლა შეგიძლიათ:

მსგავსი ამბები

Back to top button