არქივი

ადამიანის ტვინის ხარვეზები

7993ced65028
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის ყველაზე გონიერი არსება დედამიწაზე და აქვს არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობები, მის ტვინს აქვს “ხარვეზები”.

1.პირველი მაგალითი ამ ხარვეზისა თვალსაჩინო ხდება თუ ნახავთ MiSS BlaCK-ის პოსტს http://ucnauri.com/21/06/2010/ინტერვიუ-ქვეცნობიერთან/ როდესაც ძაფზე ჩამოკიდებთ ამ შემთხვევაში ჭანჭიკს, რაც არ უნდა შეეცადო რომ ხელი არ გაანძრიო, თუ წარმოიდგენ, რომ იგი მოძრაობს ნებისმიერი მიმართულებით ის დაიწყებს ამ მიმართულებით მოძრაობას მიუხედავად იმისა თუ როგორ შეეცდები რომ ხელი არ გაამოძრაო. ამიტომ თუ გგონიათ, რომ ამ ექსპერიმენტში რამე ზებუნებრივია ან მართლა ეკონტაქტებით ქვეცნობიერს, გაცნობებთ, რომ ეს ყველაფერი ადამიანის “ხარვეზია”.

2.ადამიანის ტვინის მეორე “ხარვეზი” შემდეგში მდგომარეობს: მედიკოსებმა დაკვირვებების შედეგად დაამტკიცეს, რომ ადამიანის გონებას თუ დააჯერებ რომ წამალი, რომელიც ნამდვილი წამალი არ არის, შეუძლია მისი განკურვება იგი აუცილებლად განიკურნება. ამგვარ მედიცინას ქვია პლაცებოს ეფექტი. პირველი ექსპერიმენტი მეცნიერებმა ჩაატარეს ძაღლზე: არის ასეთი წამალი acetylcholine რომელიც ადრენალინის საწინააღმდეგო რამ არის ანუ სისხლის წნევას წევს დაბლა. 1 კვირის განმავლობაში ძაღლს ერთიდაიგივე დროს ურთავდნენ სირენას და უკეთებდნენ ამ პრეპარატს, რაც იწვევდა სისხლის წნევის დაწევას, ხოლო ერთი კვირის შემდეგ სირენის ხმის შემდეგ მას გაუკეთეს ადრენალინი, მაგრამ, მიუხედავად იმსა, რომ ადრენალინს სისხლის წნევა უნდა აეწია შედეგი აბსოლიტურად საპირისპირო იყო რადგან ძაღლს ეგონა, რომ acetylcholine უკეთებდნენ.

3.ასევე ადამიანის ტვინს, კერძოდ კი მახსოვრობას ერთი ხარვეზი აქვს. მეცნიერები ამ “ხარვეზს” ცრუ მახსოვრობას ეძახიან, ანუ ზოგიერთი მომენტი ადამიანს შეიძლება არ დაამახსოვრდეს, მაგრამ თუ ეტყვი რომ ეს მას გადახდა ის შეიძლებს დაგეთანხმოს. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც გახლდათ ცრუ მეხსიერებს დანერგვაი ექსპერტი ჩაუტარა თავის უმცროს ძმას ექსპერიმენტი. მან თავის ძმას მისცა 4 ისტორია, რომელზეც უტხრა რომ ეს ისტორიები მას გადახდა 5 წლის ასაკში. ამ 4 ისტორიიდან 1 იყო ტყუილი, ხოლო როდესაც კითხა, თუ რომელი იყო ტყუილი მან ის ამოარჩია, რომელიც მას სინამდვილეში გადახდა, ხოლო სიმართლის მიხედვით ცრუ ისტორია მეორე ადგილზე დააყენა.


Brian vs. Revision3 and the Memory Test! – Scam School – Watch more Funny Videos
ეს არის მახსოვრობის პატარა ტესტი მათთვის ვისაც ინგლისური ესმის, ანუ მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button