10 ყველაზე კრეატიული და უცნაური ზურგჩანთა
10 ყველაზე კრეატიული და უცნაური ზურგჩანთა.
გიტარა ზურგსუკან
ზურგჩანთა ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ხარისხიანი ტყავის გამოყენების გამო ის ღირს საკმაოდ ძვირიც, ზოგიერთ ნამდვილ გიტარაზე ძვირიც კი.
დრაკონი ზურგჩანთა
ტყავის ზურგჩანთა გამოიყურება ძალიან მაგრად. ეს არის ხელით შექმნილი, ხოლო ნამუშევარი კი აბსოლუტურად უნიკალურია.
ზურგჩანთა Darkstar
კნუტების და კატების მოყვარულები გვერდს ვერ აუვლიან Darkstar-ის ზურგჩანთებს.
ზურგჩანთა TARDIS
შეიძლება ამ ზურგჩანთის ფორმა არცისე მოსახერხებელია, რომ ზურგით ატარო, მაგრამ დიზაინი მაინც საკმაოდ ორიგინალურია.
ზურგჩანთა ვეფხვი
ვეფხვის უზარმაზარი 3D თავის ვერ შემჩნევა ფაქტიურად შეუძლებელია. გასაოცრად რეალისტური დიზაინი მიიპყრობს ყურადღებას.
3D მულტფილმები
ღია ზურგჩანთები უბრალო დიზაინით გამოიყურებიან წარმოუდგენლად სიმპატიურად. შავი ხაზები იძლევიან 3D ეფექტს.
Super Mario
დიზაინი შექმნილია კომპიუტერული თამაშის Super Marios Bros-ის მიხედვით.
ზურგჩანთა ლეგო
ამ ბოლო დროს ლეგოს ყველგან შეიძლება წააწყდეთ, თქვენს ზურგზეც კი.
ხოჭო ზურგჩანთა
ადამიანების უმეტესობა ვერ იტანს დიდ და საშინელ მწერებს, ხოლო ეგზოტიკის მოყვარულებისთვის შეიქმნა უცნაური ზურგჩანთა, რომელიც გააოცებს თქვენს გვერდით მყოფებს.
ზურგჩანთა JETPACK
სიმპატიური ზურგჩანთა Harry and Jack’s-ისგან, რომლებიც თავიანთ კლიენტებს აოცებენ თავიანთი კრეატიული ნამუშევრებით. მოდელ JETPACK-ით შეგიძლიათ გაემგზავროთ კოსმოსურ მოგზაურობაში.