არქივი

ხარხარი

22d1d483af34

გამარჯობათ! მე მინდა გამოვაქვეყნო ჩემი მოთხრობა- ,,ხარხარი”, რომელიც წინა წელს დავწერე….იმედია მოგეწონებათ!

-არა!
-მიდი!
-არ შემიძლია!

კაცი ბუხართან იჯდა, ჩაფიქრებული, ნაღვლიანი. მასში ორი არსება ებრძოდა ერთმანეთს – ანგელოზი და ეშმაკი. Kკაცს ვერ გადაეწყვიტა მოეკლა თუ არა ის. ,,არა,” ეუბნებოდა ანგელოზი, ,,მიდი,” ეუბნებოდა ეშმაკი. კაცი კი გაიძახოდა: -,,არ შემიძლია”.  ვინ იყო ასეთი ბჭობის საგანი? ეს იყო მშობელი მამა, რომელიც ბავშვობიდან შეიძულა შვილმა. Uუნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო… მის სხეულში მამის სისხლი ჩქეფდა და არ აძლევდა უფლებას მამის მოკვლისა. კაცი იჯდა და ეგონა, ვეღარ ადგებოდა, რადგანაც იცოდა, მასში უკვე სამი რამ იბრძოდა: სისხლი და ანგელოზი იბრძოდნენ ეშმაკის წინაამღდეგ და კაცის წინაამღდეგაც. Aაი, აქ გონებაც დაეხმარა მათ და კაცს თვალწინ წარმოუდგა სცენა: სიბნელეა. ქარი ბობოქრობს. წვიმს. მაღალი კაცი სადარბაზოში შედის. უცებ უკნიდან შავებში ჩაცმული მკვლელი ეპარება. მკვლელი მივარდება და დააღვრევინებს სისხლს. სისხლს, რომელიც თავის სხეულშიც ჩქეფს. შემდეგ ნამუსის ქენჯნა, სირცხვილი, სისხლის ამხედრება, აჯანყება, ციხე… კორიანტელი სხეულში, სისხლი საფეთქლებთან და სიკვდილი….
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და კაცი გამოაფხიზლა. კარები გააღო და დაინახა დედა ნამტირალები, გაწამებული. დედა ფეხებში ჩაუვარდა და მამის სიკვდილი აცნობა. კაცმა ხელებზე დაიხედა და სისხლი დაინახა. გაშტერდა, ახლაღა ჩასწვდა იმას, რომ ეს ფიქრი კი არა, სინამდვილე, სულისშემძვრელი სინამდვილე იყო. იგრძნო, როგორ გაეყინა სისხლი, როგორ მოაწვა საფეთქლებზე და…
კაცს პალატაში გაეღვიძა. ვერ გაიხსენა, რა მოხდა, მაგრამ სისხლმა აგრძობინა და კიდევ იცით რამ, ტირილმა, მარჯვენა მხრიდან მომავალმა ანგელოზის ტირილმა, მარცხენა მხრიდან კი – ეშმაკის განუწყვეტელმა, საშინელმა ხარხარმა. კვლავ სისხლის მოწოლა იგრძნო. თვალები დაინახა, მომაკვდავი მამის თვალები და მისი ბოლო სიტყვა სწორედ ,,მამა” აღმოჩნდა.
სიბნელე, საშინელი სიბნელე…ქვესკნელი, ღრმა, დაუსრულებელი… აგერ, რაღაც თვალისმომჭრელი სინათლე, სიცხე, ქვაბების თუხთუხი, ორთქლი, ეშმაკების საშინელი სახე, ხარხარი, განუწყვეტელი ხარხარი და ასევე განუწყვეტელი ტანჯვაც!!!

Back to top button