საინტერესო ფაქტები
ამ პოსტში შემოგთავაზებთ უჩვეულო ფაქტებს რომლებიც ყველას დააინტერესებს :))
…
ბაღდადის უნივერსიტეტმა სადამ ჰუსეინის ვაჟს, უდაის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ მას საშუალო განათლებაც არ მიუღია.
მისი დისერტაციის თემა იყო: “ამერიკული ძალაუფლების ჩამოგდება 2016 წელს”.
…
უშიშროების სამსახურში მუშაობისას რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მეტსახელად მუდოს ეძახდნენ.
…
1849 წელს სენატორი დევის ეტჩისონი ამერიკის პრეზიდენტი მხოლოდ ერთი დღით გახდა, თანაც ამ დღის უმეტესი ნაწილი მას ეძინა.
…
ამერიკის ყველაზე დაბალი პრეზიდენტი ჯეიმს მედისონი გახლდათ(1,62მ), ხოლო ყველაზე მაღალი აბრაამ ლინკოლნი(1,93მ).
…
ამერიკის მე-17 პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი საკუთარი ხელით იკერავდა ტანსაცმელს.
…
ჯორჯ ვაშინგტონი შეხვედრებისას ხელს არავის ართმევდა, ის უპირატესობას თავის დახრას ანიჭებდა.
…
სანამ მოცარტი მუსიკის წერას დაიწყებდა, თავზე ერთ სათლ წყალს ივლებდა, რადგან სჯეროდა, რომ ეს ხელს უწყობდა მისი ტვინის მუშაობას.
…
მსოფლიოში პირველი შუქურა ეგვიპტეში, ალექსანდრიაში აიგო.
…
სამხედრო პრაქტიკაში ალყა პირველად ჰანიბალმა გამოიყენა ძვ.წ.აღ_ით 216 წელს.
…
სპილოს ერთი ეშვი 15 როიალის კლავიშებს ყოფნის.
…
ფრინველებიდან მხოლოდ ბუები აღიქვამენ ცისფერს.
…
ღამურა იმიტომ ვერ დადის, რომ თეძოს ძვლები აქსვს ძალიან წვრილი.
…
ობობა ნეფილი, რომელიც მადაგასკარზ ცხოვრობს მხოლოდ 7 სანტიმეტრის სიგრძისაა, მაგრამ 7 მეტრი დიამეტრის მქონე
ქსელის მოქსოვა შეუძლია.
…
ზეთისხილის ხე 1500 წელი ხარობს.
…
ყველაზე დიდი მიწისძვრა 1556 წლის 2 თებერვალს მოხდა ჩინეთში, შანსის და ხენანის პროვინციებში.
მაშინ 830 000 ადამიანი დაიღუპა.
…
ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში 35 ტონა წყალს სვამს.
…
ადამიანის ორგანიზმში არსებული წყალი ორი პერანგის გარეცხვას ეყოფა, ხოლო რკინა ერთი ლურსმნის დამზადებას.
…
თითოეულ ადამიანს ენის უნიკალური ანაბეჭდი აქვს.
…
ძველად ჩუქჩებში ქალისათვის “რ” ასოს წარმოთქმა ტაბუდადებული იყო.
…
ფრანგებში ძველად მიღებული იყო ბავშვისთვის რამდენიმე წმინდანის სახელი დაერქმიათ. მათ მიაჩნდათ, რომ რაც
უფრო მეტ სახელს დაარქმევდნენ შვილს, მით უფრო დაცული იქნებოდა.
…
ძველ რუსეთში ახალ სახლში გადასვლისას თან მიჰყავდათ არა მარტო კატა, არამედ შავი ტარაკნებიც. ისინი ფულის, ბარაქის მომტანად მიიჩნეოდა.