გართობაუცნაური

მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი კიბეები

e3b41519b565

მსოფლიოში ბევრი გამორჩეული, ორიგინალური და ექსტრემალური ნაგებობა არსებობს. მათ შორის შემიძლია აღვნიშნო ადამიანის ხელით  შექმნილი რამდენიმე  განსაკუთრებული კიბე, რომელთაც სხვადასხვა დატვირთვა აქვთ.

1.ესპანეთის ერთ-ერთი კუნძულის გორაზე მდებარეობს ულამაზესი და თვალწარმტაცი 237 საფეხურისაგან შემდგარი კიბე. იგი აიგო ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში.
31b83204d7fc

2.ეს კიბე კი აიგო 1881 წელს და მდებარეობს გერმანიაში. მას იყენებდნენ მტრისგან თავდასაცავად, რადგან უსაფრთხოდ მიეღწიათ ცენტრამდე. იგი 374 საფეხურისაგანაა შემდგარი.
94838a4eea23

3.ეს განსაკუთრებული კიბე 95 მეტრი სიმაღლისაა. იგი ჩინეთში, ტაიანის მთის გასწვრივაა აგებული. აქ სეირნობა უყვართ დამწყებ მთასვლელებს და მათ, ვისაც სურს გამოსცადოს საკუთარი ნერვები. ყველა ამსვლელმა დანამდვილებით უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელი გული აქვს.
e22732e20cb6

4.დიდი ჰანშინის მემორიალი იაპონიაში არის ყვავილებით და კიბეებით დამშვენებული ულამაზესი პეიზაჟი ყველა მნახველისათვის.
bbf55e6aa636

5.ვორტ დე რუვერი აიგო მეჩვიდმეტე საუკუნეში. მტრისგან თავდაცვის მიზნით იგი მთლიანად წყლითაა გარშემორტყმული.
1458dd060dc1

6.კანიონის განთქმული კიბეები მდებარეობს ეკვადორში, დიაბლოს ჩანჩქერთან. თუ ოდესმე ეწვევით ამ ქვეყანას, არ გამოტოვოთ მისი ნახვის შესაძლებლობა.
3c2ceb85b56a

7.ინდოეთის სოფელ აბანერში არსებობს უჩვეულო, ანტიკური ნაგებობა ჩენდ ბორი. ნაგებობა არსებობს მეცხრე საუკუნიდან და შედგება 13 რიგისა 3500 საფეხურისაგან.
e3b41519b565

8. სანტორინის მოსახლეობამ, რათა მარტივად მიეღწიათ სნაპიროზე, 1715 წელს გორაკზე ააგო 1300 მეტრის კიბე.
906e688af3ab

9.ავსტრიის ქალაქ გრაცის ყველა წერტილიდან შეგიძლია დაინახო შლოზბერგის ანტიკური კოშკი. კოშკამდე მისაღწევად კი უნდა გაიაროთ 260 საფეხურისაგან შემდგარი, პეიზაჟთან შერწყმული კიბე.
9908b53aa0ce

10.პოტიომკინის საფეხურები ქალაქ ოდესის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა. მისი საერთო სიგრძე 142 მეტრია, სიმაღლე კი 27.
f3268de1b19c

11.ეს ულამაზესი კიბე ჰავაის კუნძულზე მდებარეობს. იგი აიგო 1942 წელს. მისი აგების მიზანი იყო ზღ.დ 850 მეტრიდან დაკავშირება საზღვაო სადგურთან. იქ ამჟამად ხალხს არ უშვებენ.
60dfffd82d69

12.ორმა ინჟინერმა სისრულეში მოიყვანა გადაწყვეტილება და შვეიცარიის ორ მთის ფერდობს შორის ააგო 56 მეტრიანი ხიდი, რომელსაც საფეხურეობრივი ფორმა აქვს. თუმცა სამწუხაროდ იგი დღესდღეობით დანგრეულია მიწისძვრის მიერ.
c9d9b6329525

13.მეტალის კიბე ორიგინალური სახელწოდებით “ვეფხვი და კუ” მდებარეობს გერმანიაში. იგი 21 მეტრ სიმაღლისაა
bd02568aa568

14.შოტლანდიაში, დემფრის ფერდობზე აშენებულია სცენის სამყარო. პავილიონამდე მისასვლელად უჩვეულო და ძალიან ლამაზი საფეხურების გავლაა საჭირო. ეს ადგილი წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღება მნახველთათვის.
d17e45ce5540

მსგავსი ამბები

Back to top button