კულტურა

MIM-104 Patriot

38c7edbce234
პატრიოტი ეს არის საზენიტო კომპლექსი რომელსაც იყნებენ აშშ-ს შეიარაღებული ძალები და ნატოს წევრი სხვა სახელმწიოფოები. მისი წარმოება მიმდინარეობს ამერიკული კომპანია Raytheon-ის მიერ.

პატრიოტი შეიქმნა ალაბამას შტატში არსებულ სამხედრო საკონსტრუქტორო ბიუროში (ზუსტი სახელწოდება ნამდვილად არ ვიცი). ეს კომპლექსი გამოიყენება როგორც თვითმფრინავების წინააღმდეგ ისე საკონტინენტთაშორისო რაკეტების, ახლო რადიუსის რაკეტების წინააღმდეგ და ა.შ. მისი შექმნა დაიწყო 1969 წელს დასრულდა 1976 წელს და მედერნიზაციისა და გამოცდების შემდეგ 1981 წელს მიღებულ იქნა შეიარაღებაში. არსებობს მისი რამოდენიმე მოდიფიკაცია : Patriot, Patriot PAC-1, Patriot PAC-2, Patriot PAC-3.

f8d5debb457e

ეს კომპლექსი საკმაოდ პრაქტიკული აღმოჩნდა. იგი გამოიყენეს ნატოს მიერ წარმოებულ თითქმის ყველა სამხედრო კამპანიაში. ეს სისტემა აშშ-ს გარდა კიდევ შემდეგი ქვეყნების შეიარაღბულ ძალებს აქვთ შეიარაღებაში: ტაივანი, ეგვიპტე, გერმანია. იაპონია, საბეძნეთი, ისრაელი, ქუვეითი, ესპანეთი, საუდის არაბეთი, ჰოლანდია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები.

ახლა კი ანტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პატრიოტი”-ს ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები: კომპლექსი აღჭურვილია AN/MPQ-53 და AN/MPQ-65 ტიპის რადარებით (მოდიფიკაციას გააჩნია), AN/MSQ-104 ტიპის საკონტროლო სადგურით, M901გამშვები დანადგარით. რაკეტის დიამეტრი 41 სმ, რაკეტის წონა 900 კგ, რაკეტის სიჩქარე 5 მახი,  რაკეტის ფრენის მაქს. სიმაღლე 70 კმ.

(მისი საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ  უფრო დაწვრილებითი ოფიციალური ინფორმაციის მოძიება ვერ მოვახერხე)

24a77174b708

წყარო: სამხედრო ჟურნალები და მე.                           P.S        ჩე-ს თხოვნა იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button