არქივი

ოსტატი და მარგარიტა

null

გთავაზობთ ინფორმაციას მიხაილ ბულკაკოვის ცნობილი რომანის შესახებ.

“ოსტატი და მარგარიტა” – რომანი, რომელიც შექმნა მუხაილ ბულგაკოვმა. რთულია ზუსტად განსაზღვრო ამ რომანის ჟანრი. იგი თავის შინაარსით სხვადასხვა ჟანრებს შეიცავს. მაგალითად: სატირა, ფარსი, ფანტასტიკა, მისტიკა, მელოდრამა, ფილოსოფია და სხვ. რომანის მიხედვით დადგმულია სპექტაკები და გადაღებულია ფილმები (ყოფილ იუგოსლავეთში, პოლონეთში, შვედეთში, რუსეთში).

რომანი ავტორის სიცოცლის პერიოდში არ გამოქვეყნებულა. წიგნი გამოწვეყნდა მხოლო 1966 წელს, ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხაილის მეუღლე, ელენა ინხავდა მეღლის მიერ ხელნაწერ რომანს და მისი წყალობით გამოქვეყნდა ეს მართლაც შესანიშნავი ნაწარმოები.

რომანმა გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა დიდი პოპულარობა მთელს საბჭოთა კავშირში და არამარტო.


რომანის სიუჟეტი

ეშმაკი (პერსონაჟი ვოლანდის სახით) მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა მიზნების გამო. მოსკოვში მოგზაურობისას ოცდაათიან წლებში, იმ დროს და იმ ადგილას სადაც არავის სჯერა ეშმაკის და ღმერთის არსებობის. ასევე არ სჯერათ იესო ქრისტეს ისტორიაში არსებობისა.

მოსკოვში არსებობს კაცი(ოსტატი) , რომელმაც დაწერა იესო ქრისტეს ბოლო დღეების შესახებ, თუ როგორი იყო მისი ბოლო დღეები პილატე პონტოელის წინაშიე და ა.შ. მაგრამ ახლა ეს კაცი პსიქიატრიულ კინიკაშია გამომწყვდეული. ის აქამდე საკუთარი დაწერილი წიგნის არარეალურობამ მიიყვანა, მას მწვავედ აკრიტიკებდნენ და საბოლოოდ შეურაცხადად სცნეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

ვოლანდი(ეშმაკი) მოგზაურობისას ხვდება ადამიანებს, რომლებიც დიდ ცოდვებს სჩადიან და მათ სჯის ამის გამო. ვოლანდი დასახლა ერთ სახლში საიდანაც ადამიანების გაქრობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია (სავარაუდოდ, ბულგაკოვი ამაში ოცდაათიანი წლების რეპრესიებს გულისმხმობს).

მარგარიტა ქალია რომელიც შეყვარებულია ოსტატზე. მას შემდეგ რაც ოსტატი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, მარგარიტამ მის შესახებ აღარაფერი იცის. ის კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ოსტატი აპოვნინა და დაიბრუნოს იგი. მარგარიტას შეხვდება აზაზელო (ვოლანდის მსახური) და შეპირდება სურვილის ასრულებას, იმ შემთხვევაში თუ მარგარიტა ვოლანდის ერთ პირობას შეასრულებს. მაშინვე არა, მაგრამ საბოლოოდ მარგარიტა დათანხმდება ამას და გაიცნობს ვოლანდს. ვოლანდი მარგარიტას სთხოვს მეწყვილეობას ბალზე, რომელიც ეშმაკმა უნდა გამართოს პარასკევს ღამით. ბალზე სტუმრებში არამხოლოდ განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანები იქნებიან.

შინაგანსაქმეთა სახალხო კომისარიატის აგენტები კი ცდილობენ ხალხის გაუჩინარების მიზეზების გაგებას. ისინი კვლევას თეატრიდან იწყებენ და მიდიან იმ სახლამდე სადაც სინამდვილეში ვოლანდი ცხოვრობს, მაგრამ ყოველთვის ჩხრეკისას და ბინის შემოწმებისას იქ არაფერი არ ხვდებათ.

რომანის მეორე ძირითადი სიუჟეტის ხაზი, პარალელურად მიჰყვება პირველს. მეორე ხაზში აღწერილია მასტერის მიერ დაწერილი რომანი პილატე პონტოელისა და იესო ქრისტეს შესახებ, კონკრეტულად კი თუ როგორ არ გადაწყვიტა პილატემ სინედრიონის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა, გადაწყვეტილებისა რომლითაც მათ უნდა გადაერჩინათ ერთ-ერთი სიკვდილმისჯილი. სინედრიონმა აირჩია დამნაშავე ბარ-რაბანის გათავისუფლება, და არ აირჩია ჰა-ნოცრის ანუ იეშოას გათავისუფლება(ჰა-ნოცრი, იეშოა, იესო ქრისტეს პერსონაჟი წიგნში).

რომანის ბოლოს ორი ძირითადი ხაზი ჰკვეთს ერთმანეთს. პილატე საკუთარ ძაღლთან ერთად ოცნებობს იეშოასთან შეწყვეტილი ლაპარაკის გაგრძელებაზე და სურს იგივე შიმშვიდე იგრძნოს რასაც იეშოასთან საუბრისას გრძნობდა. ოსტატი და მარგარიტა კი სამუდამოდ რჩებიან ვოლნდის მიერ ბოძებულ ქვესკნელში.

გთავაზობთ რომანის მიხევით 2005 წელს გადაღებული სერიალის ნაწყვეტს.

ხოლო თუ გსურთ ამ სერალის თავიდან ბოლომდე ხილვა გადადით ამ ბმულზე და შეძლებთ HD ხარისხით სერიალის ონლაინში ყურებას. ყველას გირჩევთ ვისაც არ წაუკითხავს წაიკითხოს ეს წიგნი აუცილებლად.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button