Ucnauri.com VS Boke.ge
დღევანდელი თამაშიც უცნაურის გამარჯვებით დამთავრდა 4:4 და პენალტების სერიით ძალიან
დაძაბულ ბრძოლაში კვლავ გაიმარჯვა უცნაურმა. მოკლედ 3 თამაშიდან 3 მოგება! უკვე ცოტა თავშიც ამივარდა :D
როგორც იცით იმედია საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩვენი საიტის გუნდი და დროგამოშვებით ვმართავთ ხოლმე სპარინგ მატჩებს, სანამ ჩემპიონატი დაიწყება.
დღეს 20 საათზე (ანუ საღამოს 8 საათზე) 161-ე სკოლის სტადიონზე გაიმართება მორიგი მატჩი ბოკეს გუნდთან. წინა თამაში მოვიგეთ ჩვენ და ეხლა ბოკელები შეეცდებიან რევანშის აღებას. რა თქმა უნდა ჩვენ ფარ-ხმალს არ დავყრით და შევეცდებით მორიგი მატჩი მოვიგოთ.
ამჟამად უცნაურის მიღწევა არის 2 თამაშში 2-ივე მოგება. პირველი ბოკესთან 9:6 და მეორე barcamania.ge-სთან 8:6
თამაშზე მოსვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საკმაოდ კარგი ამინდია და იმედია საღამოსკენ არ შეიცვლება. მობრძანდით სტადიონზე და გპირდებით გუნდში არ გვყავს კალაძე! :)
სტადიონი მდებარეობს იოსებიძის ქუჩაზე #161 საჯარო სკოლის ეზოში. იხილეთ რუკაზე ზუსტად სად არის.
(დააწკაპუნეთ სურათის გასადიდებლად)