კულტურა

ბაქტერიების მიხედვით ადამიანის ვინაობის დადგენაა შესაძლებელი

0eb27d899000

მეცნიერთა მტკიცებით, ბაქტერიები, რომლებიც ხელებზე რჩებიან, კრიმინალისტიკაში შესაძლოა ისევე გამოიყენონ, როგორც დღეს დნმ-ის ანალიზს იყენებენ.

ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა ადამიანის კანზე ცოცხლობს მრავალი სხვადასხვა სახის ბაქტერია, რომელთა კომბინაციაც თითოეული კონკრეტული ადამიანისთვის უნიკალურია. მეცნიერებმა კომპიუტერის რამდენიმე კლავიატურიდან სინჯები აიღეს და კლავიშებზე აღმოჩენილ ბაქტერიებსა და მათზე მომუშავე ადამიანებს შორის შესაბამისობა აღმოაჩინეს. თავიანთი აღმოჩენის შესახებ მკვლევარებმა სტატია სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოაქვეყნეს. თითოეული ადამიანის ხელზე, როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ის, 150 სხვადასხვა სახის ბაქტერია ცოცხლობს. ამასთანავე, ეს რიცხვი ხელების რეგულარული დაბანის შედეგადაც არ მცირდება. თითოეული ადამიანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ბაქტერიების კვალს ტოვებს. მეცნიერთა თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის ეს შესაძლოა დამატებით ინსტრუმენტად იქცეს. კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ნოა ფირერი ხელმძღვანელობდა, კლავიატურაზე დატოვებული ბაქტერიების მიხედვით, მათი მფლობელების ვინაობის დადგენა შეძლო.

წყარო: www.onlined.ge

მსგავსი ამბები

Back to top button