გართობაკულტურა

ფოტოგრაფი, რომელიც ქართველ ქალებს აშიშვლებს (+16)

ivane goliadze 1

ივანე გოლიაძე 29 წლის თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომელსაც უკვე კარგად იცნობს ქართული საზოგადოება. განსაკუთრებული პოპულარობით მისი Nude (შიშველი) ფოტოები სარგებლობს, რომელთა მთავარი გმირები ქართველი გოგონები არიან. როგორც წესი ქართველი ქალის სიშიშვლე საზოგადოებაში პროტესტის გრძნობას იწვევს, თუმცა ივანეს შემთხვევაში ეს არ ხდება, ვინაიდან მისი ნამუშევრები არ არის ვულგარული და თავისუფალია ყოველგვარი პორნოგრაფიისგან. ივანეს განსაკუთრებული ხედვა, მისი ფოტოების თვალიერებისას კარგად ჩანს. ის საზოგადოებას ქალის სხეულს, როგორც სილამაზის საწყისს ისე წარმოუდგენს.

გადაღება 12-13 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა შედარებით უფრო პროფესიონალურად ამ საქმეს ხელი 17 წლის ასაკში მოჰკიდა. თავდაპირველად მხოლოდ მანქანებსა და პეიზაჟებს იღებდა. პირველად მისი ობიექტივის წინ შიშველი სხეული 2007 წელს გამოჩნდა.

 როგორი იყო პირველი შიშველი ფოტოგრაფია? არის თუ არა უხეხულობის შეგრძნება სესიის დროს?

– პირველად სრულიად შემთხვევით მოხდა. უბრალოდ მივედით მაქამდე. მუშაობის პროცესი ჩვეულებრივი გადაღებით იწყება, შემდეგ აზარტი მოდის. აზარტში შესული კი უკვე ვეღარ გრძნობ ვერაფერს. ყველაფერი ბუნებრივად ხდება.

რაოდენ რთული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, მოდელების უმეტესობასთან ივანეს მეგობრული დამოკიდებულება აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოგრაფი სესიებში ფულს არ იღებს.

„როდესაც საქმეში ფული ფიგურირებს, იქ ხშირ შემთხვევაში შემოქმედებითობა იკარგება“ – აცხადებს ფოტოგრაფი.

ივანეს პირველი გამოფენა 2012 წლის ნოემბერში, ჰოლანდიაში გაიმართა.

„ საქართველოში გამოფენა იმიტომ არ მქონია, რომ უბრალოდ თავს ვერ ვაბამ. რაც შეეხება ჰოლანდიას, იქ ჩემი ფოტოების გამოფენა მეგობრებმა მომიწყვეს. სულ 30 ფოტო მქონდა გამოფენილი, რომელთაგან 16 გაიყიდა“

აღსანიშნავია ისიც, რომ ივანეს ეროტიკული ჟანრის ნამუშევრებში, სურვილის შესაბამისად ყოველთვის დაცულია მოდელების ანონიმურობა, თუმცა თავად ფოტოგრაფი ამას შეზღუდვად მიიჩნევს.

„ჩემი სტილი თავისუფლებაა. მომწონს ყველა ფოტო, სადაც თავისუფლებაა გამოხატული. არ არის აუცილებელი მასში შიშველი ნატურა იყოს. ჩემი სტილია თავისუფლების შეზღუდვის უარყოფა, თუმცა რა თქმა უნდა ეთიკის ნორმების ფარგლებში“

კითხვაზე თუ როგორი მოდელის გადაღებას ისურვებდა, ივანემ შემდეგნაირი პასუხი გაგვცა: „ჩემი ოცნებაა გადავიღო გოგო, რომელსაც არ აინტერესებს ანონიმურობა. მინდა, რომ ადამიანი სახიანად გამოვაჩინო. ჩემი თავისუფლება ასე მესმის, რომ მე რასაც ვიღებ და რაც მომწონს ის გამოვიყენო, მაგრამ ჩემი თავისუფელბა საქართველოში ამ მხრივ ძალიან იზღუდება. ჩვენთან ეს პრობლემატურია“.

1 1

1 2

1 3

1 5

1 6

1 7

1 8

1 9

1 10

1 11

1 12

1 13

1 14

1 15

1 16

1 17

1 18

1 19

1 20

1 21

1 22

1 23

1 24

წყარო: www.lollipop.ge
ავტორი: ქეთო პატარქალიშვილი

მსგავსი ამბები

Back to top button