გობლინი ზვიგენი, ყველაზე არაჩვეულებრივი ზვიგენებს შორის
გობლინი ზვიგენი მართლაც არაჩვეულებრივი ქმნილებაა. როცა ფოტოს შეხედავთ ნათელი ხდება, თუ რატომ უწოდეს მას ეს სახელი – ის გამოიყურება, როგორც მონსტრი საშინელებათა ფილმიდან. მას ასევე ეძახიან “სახლის ზვიგენს” და “მარტორქა ზვიგენს”. მე დაწვრილებით მოგიყვებით ღრმა წყლების ამ საოცარ ბინადარზე.
გობლინ ზვიგენს არ უყვარს ყურადღების მიპყრობა, ამიტომ მისი ნახვის ბედნიერება ადამიანებს ძალიან იშვიათად ეძლევათ. ეს ღრმა წყლის ბინადარი ცხოვრობს 200 მეტრ სიღრმეზე და ბინადრობს მსოფლიოს უამრავ ზღვაში. გობლინი ზვიგენი დაფიქსირებულია ინდოეთის ოკეანეში, წყნარ და ატლანტის ოკეანეებში. ისინი ასევე ბინადრობენ იაპონიის გარშემო წყლებში, სწორედ ამ ადგილას იქნა აღმოჩენილი პირველად.
სახელი გობლინი ზვიგენი, არის თარგმანი იაპონური სიტყვისა tenguzame, სწორედ ასე შეარქვა ერთერთმა იაპონელმა მეთევზემ ამ ზვიგენს.
გობლინი ზვიგენი იკვებება ღრმა წყლებში მცხოვრები სხვადასხვა ორგანიზმებით. ზვიგენის სიგრძე არის 3-4 მეტრი (შესაძლოა არსებობს უფრო დიდი ინდივიდი, მაგრამ ყველაზე დიდი ზვიგენი, რომელზეც აწარმოეს დაკვირვება, გაიზარდა 3.8 მეტრი). ეს ზვიგენები ასევე იკვებებიან კიბოსნაირებით და რვაფეხებით. გობლინს აქვს რამდენიმე მწკრივი კბილები, რომელთაგანაც ზოგს იყენებს მსხვერპლის დასაჭერად, დანარჩენ კბილებს კი იყენებს კიბოსნაირების დასამუშავებლად. წინა კბილები აქვს გრძელი და გლუვად გალესილი, ხოლო უკანა კბილები მორგებულია კიბოსნაირების “გასაფცქვნელად”.
გობლინის სრული წონის 25%-ს შეადგენს მისი ღვიძლი. რომელიც მას ეხმარება ამოტივტივებაში, ამისთვის დანარჩენ ზვიგენებს აქვთ ჰაერიანი ბუშტი. გობლინი ზვიგენები ნადირობენ უმაღლეს დონეზე განვითარებული შეგრძნებების ხარჯზე, მათ მხედველობა უჭირთ, რადგან ცხოვრობენ საკმაოდ ღრმა წყლებში. აი ასე ნადირობს გობლინი: ნელნელა უახლოვდება მსხვერპლს, უეცრად გამოუშვებს თავის ყბას ენის ძლიერი კუნთების დახმარებით და მსხვერპლს მოაქცევს თავის კბილებში, საიდანაც დაღწევა ნამდვილად რთულია.
ძალიან ცოტა რამაა ცნობილი გობლინი ზვიგენის ცხოვრებისა და ჩვევების შესახებ. მხოლოდ 45 ეგზემპლარი იქნა აღწერილი სამეცნიერო ლიტერატურაში. როგორც აღვნიშნეთ ზვიგენი შეიძლება გაიზარდოს 4 მეტრამდე, მისი წონა კი შეადგენს 150 კილოგრამს. გობლინს აქვს ზვიგენებს შორის ყველაზე საოცარი ვარდისფერი შეფერილობა, რასაც განაპირობებს მის თითქმის გამჭვირვალე კანის ქვეშ არსებული სისხლძარღვები. ფარფლები აქვს მოლურჯო შეფერილობის.
2007 წლის 25 იანვარს, ტოკიოს სანაპიროზე, 150 მეტრ სიღრმეზე დაიჭირეს 1.3 მეტრიანი გობლინი ზვიგენი. მოგვიანებით, აპრილში რამდენიმე ზვიგენი შეამჩნიეს იაპონიის წყლებში.
მიუხედავად იმისა, რომ გობლინი ზვიგენი გავს საშინელი კოშმარის პერსონაჟს, იგი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იდუმალი, ღრმა წყლების ეკოსისტემისთვის.
ამ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ მოაქცევს ზვიგენი საკუთარ ყბებში მყვინთავის მკლავს: